პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ისაუბრა ბრიფინგზე. იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო ხელისუფლების უმნიშვნელოვანესი რგოლია. საბჭო ნიშნავს მოსამართლეებს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, ასევე არჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურებსაც. საბჭოში სულ 15 წევრია, მათგან ექვსი არ არის მოსამართლე. ექვსი […]
პუტინის მოწინააღმდეგე შამანს სასამართლო კვლავ უარს ეუბნება ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორიეს რეგიონულმა სასამართლომ 15 ივლისს უარყო საჩივარი, რომელიც მიემართებოდა დაბალი ინსტანციის სასამართლოს მიერ მაისში მიღებულ გადაწყვეტილებას – ამ გადაწყვეტილებით იაკუტიელ შამანს, ალექსანდრ გაბიშევს, უარი უთხრეს ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე. გაბიშევის სახელი მედიაში 2019 წელს გამოჩნდა, როცა მან მოსკოვისკენ მსვლელობა მოაწყო, მისი თქმით, კრემლიდან პუტინის განდევნის მიზნით. გაბიშევმა 2000-მდე კილომეტრი გაიარა, სანამ […]
ლევილის ქართული ფესტივალი მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დაიხურა

ლევილის ისტორიულ მამულში მიმდინარე ქართული ფესტივალი საინტერესო და მრავალფეროვანი კულტურული და სპორტული ღონისძიებებით დასრულდა. 14 ივლისს, ფესტივალის ბოლო დღეს, საფრანგეთის ეროვნული დღესასწაულის – „ბასტილიის დღის“ აღსანიშნავად ღონისძიებები დაიწყო სოფო ხალვაშისა და ანსამბლ „ალილოს” მიერ საფრანგეთის ჰიმნის, „მარსელიეზას“, შესრულებით. სტუმრები გაეცნენ ტრადიციულ ქართულ სპორტის სახეობებს. ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატებმა ირაკლი ქოქოსაძემ, ზვიად ვარდუკაძემ, ნანა გამყრელიძემ, მარიტა […]
DRI – აქციებზე გამოიკვეთა სამართალდამცავთა მხრიდან კონსტიტუციის, კანონმდებლობის უხეში დარღვევები, ძალადობის წახალისება, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და შსს-ს უმოქმედობა, აქციის მონაწილეთა დაშინებისა და მათზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობები

მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამოქალაქო აქტივისტების მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება ხელისუფლების პოლიტიკურ სტრატეგიად იქცა, – ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ანგარიშშია ასახული, სახელწოდებით „საპროტესტო აქციები დაკვირვების ქვეშ“. ანგარიში ასახავს 2024 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 30 მაისის ჩათვლით, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო მოძრაობების და აქტივისტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე დაკვირვების შედეგებს. „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ შეფასებით, საპროტესტო აქციებზე გამოიკვეთა […]
ლატვიაში ბელარუსული სანომრე ნიშნების მქონე ავტომობილების შესვლა იკრძალება

ბელარუსში გაცემული სარეგისტრაციო ნომრის მქონე მსუბუქი ავტომობილები ხვალიდან, 16 ივლისიდან, ლატვიაში შესვლას ვეღარ შეძლებენ, – ინფორმაციას ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების თანახმად, ევროკავშირში ბელარუსიდან აკრძალულია ისეთი საქონლის იმპორტი, რომლის რომლის გაყიდვა ხელს შეუწყობს მინსკის შემოსავლების დივერსიფიკაციას, რომელიც მხარს უჭერს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ასეთი საქონლის ჩამონათვალში სამგზავრო ავტომობილებიცაა. […]
პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილი დანიშნა. შესაბამისი განკარგულება სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამოსცა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა. “იმედს ვიტოვებთ, აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისთვის”, – განაცხადა გიორგი მსხილაძემ. ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით, 2024 წლის 11 ივლისს საქართველოს პრეზიდენტის […]
გიორგი გახარია ირაკლი რუხაძეზე – ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! – ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის

გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი რუხაძე ბიძინა ვანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა – ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ […]
გიორგი მსხილაძე – საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს – პრეზიდენტი ითხოვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას

საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს – პრეზიდენტი ამ სარჩელით ითხოვს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მოქმედების შეჩერებას და მის საბოლოო გაუქმებას,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი შეფასებით, აღნიშნული კანონი არაკონსტიტუციურია. „საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს. სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. […]
ცხოველთა ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე – საქართველოში, მიმდინარე წელს, ცოფის 14 შემთხვევა დადასტურდა – წელს, დაახლოებით, 116 ათასი ძაღლი და კატაა აცრილი

საქართველოში მიმდინარე წელს, ცოფის 14 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილემ, თენგიზ ჩალიგავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ჩალიგავას განცხადებით, ცხოველების ყოველწლიური ვაქცინაციის ფარგლებში, წელს, დაახლოებით, 116 ათასი ძაღლი და კატაა აცრილი და პროცესი კვლავ მიმდინარეობს. თენგიზ ჩალიგავა „ინტერპრესნიუსს“ ასევე, ესაუბრა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩორჯოში დაფიქსირებულ ცოფის შემთხვევასთან დაკავშირებით, რის […]
გიორგი ამილახვარი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ინფრასტრუქტურასა და დაცულ ხელნაწერებს გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი, გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია, სადაც ადგილზე არსებულ უნიკალურ ხელნაწერებს, ცენტრის ინფრასტრუქტურასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესს გაეცნო. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა ილია აბულაძის სახელობის საგამოფენო დარბაზი, მემორიალური მუზეუმ-კაბინეტების საგამოფენო სივრცე, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის ქართული ხელნაწერების, ისტორიული დოკუმენტებისა და უცხოური ხელნაწერების საცავები […]