ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება

ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბაზაზე დნმ-ის მონაცემთა ბაზა შეიქმნება. დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ეკუთვნის, რომლის ავტორობით შესაბამისი შინაარსის საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უკვე წარედგინა. უწყების განმარტებით, დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კანონის პროექტით ბიოლოგიური ნიმუშის პროფილირებას დაქვემდებარებული […]

ეკატერინე მიქაბაძე სსფ-სა და მსოფლიო ბანკის მაღალი რანგის შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ სსფ-ის და მსოფლიო ბანკის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფში შემავალი ქვეყნების ცენტრალური ბანკების მმართველებისა და ფინანსთა მინისტრების ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში – „ზრდის შესაძლებლობები ინოვაციებისა და ხელოვნური ინტელექტის (AI) მეშვეობით“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პანელის მთავარი სადისკუსიო თემა იყო თუ როგორ […]

შალვა პაპუაშვილი – როდესაც ვსაუბრობთ არჩევნებთან დაკავშირებით უცხოეთის პიედესტალიდან შეფასებებზე, ჯერ გვიპასუხონ, რატომ მალავდა USAID-ი 2020 წელს პარალელური დათვლის ნამდვილ შედეგებს და რატომ სწირავდა ქართულ საზოგადოებას არეულობისთვის?

მე უკვე შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენი განცხადებები კედელს ეხეთქება და სამწუხაროდ, აბსოლუტურად ყრუ კედელს ვხვდებით ჩვენ ზოგიერთი დონორის სახით, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ჟურნალისტების შეკითხვას, თუ როგორ აფასებს წინასაარჩევნო კამპანიაში საერთაშორისო ორგანიზაციებისა და NDI-ის ჩართულობას. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, NDI-ის რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები წინასაარჩევნო შეხვედრების ორგანიზებისთვის მადლობას უხდიან, რაც, რა თქმა […]

19 ივლისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. სინოპტიკოსების ვარაუდით, ქალაქ თბილისში შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი დაფიქსირდება. „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 ივლისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, […]

ღვინის ეროვნული სააგენტო – ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა

ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. უწყების ცნობით, 2024 წლის 6 თვეში საქართველოდან მსოფლიოს 61 ქვეყანაში ექსპორტირებულია 54,5 მლნ ლიტრი, 156,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. მათივე ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რაოდენობრივმა 26%, ხოლო შემოსავლების ზრდამ 24% შეადგინა. „ექსპორტის ზრდა აღსანიშნავია შემდეგ […]

სასჯელი – ევროკავშირში მიღება – ირაკლი რუხაძის სკანდალური ინტერვიუ და საუბრები საკონსტიტუციო ცვლილებებზე

აპირებს თუ არა “ქართული ოცნება” კონსტიტუციიდან ევროინტეგრაციაზე ჩანაწერის ამოღებას – ბიზნესმენი ირაკლი რუხაძე ამბობს, რომ კონსტიტუციაში ჩაწერილი სიტყვები სისულელეა. საუბარია 78-ე მუხლზე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისთვის სახელმწიფო ორგანოებმა ყველა ზომა უნდა მიიღონ. ხდება აპელირება იმაზე, 80 პროცენტს საქართველოს მოსახლეობის უნდა ევროკავშირში შესვლა. მინდა შესვლას ბევრი ამბობს, მაგრამ მნიშვნელოვანია – ამბობს ბევრად […]

“ამილახვარის სასახლე “ნარკომანიის” ბუდედ იქცა” – რატომ არ პასუხობს წულუკიანი კუხიანიძეს და რატომ იყიდება ისტორიული სასახლე

“ქართული ოცნების” ყოფილი დეპუტატი თბილისის საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძე, ამილახვარის ისტორიულ სასახლეს ყიდის. ამილახვრების სასახლე, კასპში თბილისიდან, 40 კილომეტრში მდებარეობს. იყიდება არა მხოლოდ ციხე-სიმაგრე, არამედ მისი მამულებიც, რომლის ფართიც ჯამში 18 ათას კვადრატულ მეტრზე მეტია. ქართული ოცნების ყოფილი წევრის მტკიცებით, სასახლე მემკვიდრეობით მისმა დიდედამ დაუტოვა და ციხე კოშკები მისი წინაპრების აშენებულია. კუხიანიძე განმარტავს რომ სასახლე ინგრევა, […]

რა კავშირია რუსულ კანონსა და პარკირების წესს შორის? – პაპუაშვილის 4 უცნაური შედარება

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციებს იმ განცხადების გამო აკრიტიკებს, რომლის თანახმადაც ისინი რუსული კანონს არ დაემორჩილებიან. სახელისუფლებო გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ ენჯეოებს ქვეყანაში, ფაქტობრივად, ჯუნგლების კანონი სურთ და არა სამართლებრივი სახელმწიფო. რომელიმე მოქალაქემ რომ ჩათვალოს, რომ ავტობანზე 110 კმ საათის სიჩქარის შეზღუდვაც არაკონსტიტუციურია, ამიტომ არ დაემორჩილება და ივლის 150 კმ-ს საათის სიჩქარით, […]

“ასეთი ნაბიჯის გადადგმა ტრამპისა და ბაიდენის, ივანიშვილისა და სააკაშვილის მსგავს ადამიანებს არ შეუძლიათ” – ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე: რა საშინელი ტერმინია კონფრონტაციის / ძალადობის სპირალი! სპირალი არის მრუდი, რომელიც უსასრულო რაოდენობის ხვეულებს ქმნის წერტილის ირგვლივ და თანდათან შორდება საწყისს. ყველაფერი დაპირისპირების მცირე აქტით იწყება, შეიძლება თითქოს უმნიშვნელო სიტყვიერი შეურაცხყოფით, შეურაცხყოფას შეურაცხყოფა მოსდევს, შემდეგ ვიღაც დასაშვებად მიიჩნევს მოწინააღმდეგის გალახვას, სამთავრობო შენობის დარბევას, ძალადობას ძალადობა მოჰყვება… მომდევნო საფეხურზე ფანატიკოსები გამოდიან ასპარეზზე. ისინი […]

დანაკარგებზე ყოფილი აზოვსტალელის ჩივილის შემდეგ, სირსკი 59-ე ბრიგადას შეამოწმებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ოლეკსანდრს სირსკიმ 59-ე ცალკეული მოტორიზებული ბრიგადის პასუხისმგებლობის ზონაში სამუშაო ჯგუფის გაგზავნის ბრძანება გასცა. მიზანი ქვედანაყოფის რიგებში სამხედროების ბოლოდროინდელი დანაკარგების გარემოებების გარკვევაა. “იაკოვ განძიუკის სახელობის 59-ე ცალკეულ მოტორიზებულ ქვეითთა ბრიგადაში ვითარების შესამოწმებლად და მცირე ხნის წინ პერსონალის დანაკარგების გარემოებათა გასარკვევად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა მიიღო გადაწყვეტილება, პასუხისმგებლობის ზონაში გაგზავნოს კომპლექსური სამუშაო ჯგუფი […]