პუტინის მოწინააღმდეგე შამანს სასამართლო კვლავ უარს ეუბნება ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე

რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, პრიმორიეს რეგიონულმა სასამართლომ 15 ივლისს უარყო საჩივარი, რომელიც მიემართებოდა დაბალი ინსტანციის სასამართლოს მიერ მაისში მიღებულ გადაწყვეტილებას – ამ გადაწყვეტილებით იაკუტიელ შამანს, ალექსანდრ გაბიშევს, უარი უთხრეს ნაკლებად მკაცრ ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაყვანაზე.
გაბიშევის სახელი მედიაში 2019 წელს გამოჩნდა, როცა მან მოსკოვისკენ მსვლელობა მოაწყო, მისი თქმით, კრემლიდან პუტინის განდევნის მიზნით. გაბიშევმა 2000-მდე კილომეტრი გაიარა, სანამ ციმბირის ბურიატიის რეგიონში დააკავებდნენ.
2021 წლის ივლისში, გაბიშევი თავისი ნების საწინააღმდეგოდ მოათავსეს მკაცრი პირობების კლინიკაში. მას შემდეგ არ დაკმაყოფილდა მისი შედარებით მსუბუქ დაწესებულებებში გადაყვანის რამდენიმე რეკომენდაცია.
უფლებადამცველი ჯგუფი “მემორიალი” გაბიშევს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით მიროტაძე: ვწერდი, რომ 2026–2027 სასწავლო წელს საქართველოში 188 საჯარო სკოლაში პირველკლასელი საერთოდ არ იქნება. ამ ციფრმა ბევრი ადამიანი დააფიქრა, მაგრამ ახლა უფრო ფართო სურათს შევხედოთ

მიხეილ სააკაშვილი: ხოდა ვინაიდან მასთან ტელეფონით დარეკვა აკრძალული მაქვს, მინდა აქ მივმართო: ნიკუშ მეც და ედუარდიც ძალიან კარგად ვსწავლობდით, ამერიკაში და შენ არამხოლოდ არ უნდა ჩამოგვრჩე, არამედ უნდა გვაჯობო, მიაღწიო წარმატებას და შემდეგ კი საქართველო გელოდება და მის ხალხს უნდა ემსახურო