“ასე ადრეულ ფეოდალიზმში არ მიმართავდა ბატონი თავის ყმას” – ბექა ყორშია “ევოლუშენ ჯორჯიაზე”

ჟურნალისტი, ბექა ყორშია: არ შემიძლია ამ თემას ცოტა ვრცლად არ შევეხო. “ევოლუშენ ჯორჯიას” ოთხი ათასზე მეტი თანამშრომელია გაფიცული. კარგად ვიცი, რა პირობებშიც უწევს ქართველი ხალხის უმრავლესობას მუშაობა, მაგრამ რაც ამ კომპანიაში ხდება, ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი აღმოჩნდა. მე ამას ვერ დავარქმევდი “მძიმე სამუშაო პირობებს”, ან “შრომით ექსპლუატაციას”, ეს არის ადამიანის, როგორც ასეთის, სრული გამორიცხვა და უგულვებელყოფა. […]

“რატომ არ ეცვა პილოტს გადატვირთვის საწინააღმდეგო კოსტუმი? რატომ გაიცა ფრენის ნებართვა?” – რა გახდა გამოცდილი პილოტის დაღუპვის მიზეზი?

მშვიდობიანობის დროს, საბრძოლო დანაკარგი, საბრძოლო თვითმფრინავის და გამოცდილი სამხედრო პილოტის სახით, მძიმე და შემაშფოთებელი მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. გარდა ტექნიკური დეტალების ძიებისა, აუცილებელია კატასტროფის პოლიტიკური სიმაღლეზე კვლევაც, რაკი პრობლემას სისტემური ხასიათის ნიშნები აქვს და ქვეყნის თავდაცვინუნარიანობას ეჭვ ქვეშ აყენებს. მე და პოლკოვნიკ ვასილ გოგოლაძეს კვლევისა და მსჯელობის შემდეგ ჩამოგვიყალიბდა გარკვეული მოსაზრებები, რომელიც პრობლემის არსის გახსნაში დაგვეხმარება. […]

კაია კალასი ესტონეთის პრემიერის პოსტს ტოვებს

ესტონეთის პრემიერმინისტრმა, კაია კალასმა პრეზიდენტ ალარ კარისს თანამდებობის დატოვების განაცხადი წარუდგინა. კალასი თანამდებობას მას შემდეგ ტოვებს, რაც ის ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის პოზიციაზე დაასახელეს. კალასი მთავრობის მეთაურად დარჩება მანამ, სანამ ახალი კოალიცია არ შეიქმნება. ის პრემიერმინისტრის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა. მომდევნო დღეებში კალასი დატოვებს რეფორმის პარტია თავმჯდომარის პოზიციასაც. რეფორმის პარტიას, სოციალ-დემოკრატებსა […]

დაგროვებითი პენსიით სხვადასხვა კატეგორიის 11, 114-მა პირმა ისარგებლა, მათზე პენსიის სახით 38.9 მლნ ლარი გაიცა – საპენსიო სააგენტო

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა ერთი მილიონ 529 ათასი ადამიანია, – ამის შესახებ საპენსიო სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 11, 114-მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 38.9 მლნ ლარი. საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო აქტივების ღირებულება, კი შეადგენს 5.2 მლრდ ლარს, მათ შორის დაგენერირებულმა ამონაგებმა 1.15 […]

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება – სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება

თამბაქოს წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა ხდება. სალიცენზიო მოსაკრებლის განაკვეთი 50 000 ლარი იქნება. ამასთან დაკავშირებით რამდენიმე კანონში დაგეგმილი ცვლილება პარლამენტში უკვე ინიცირებულია და მას დაჩქარებული წესით განიხილავენ. საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესი და პირობები საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. „თამბაქოს წარმოების დარგში ჯანმრთელობისთვის საშიში ნედლეულის გამოყენების შემცირებისთვის აუცილებელია, თამბაქოს წარმოების პროცესის და ზოგადად, აღნიშნული […]

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში პრეზიდენტმა წარმომადგენლად კახა წიქარიშვილი დანიშნა

პრეზიდენტმა გამოსცა განკარგულება, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ – ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტის საპარლამენტო წარმომადგენელმა, გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით შექმნილმა კომისიამ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატობაზე რეკომენდაცია გიორგი ბურჯანაძესა და კახა წიქარიშვილს გაუწია. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მიზნით კომისია 2024 წლის 11 ივლისს შეიქმნა. შესარჩევ […]

როგორი ამინდი იქნება 19 ივლისამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +34, +36 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 16-17 ივლისს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ხოლო 18 ივლისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29, +31 გრადუსი იქნება. […]

Bus Lane-ზე გადაადგილებას, ტაქსებთან ერთად, მოტოციკლი და მოპედიც შეძლებს – კანონპროექტი

ქართული ოცნების დეპუტატებმა პარლამენტში კანონპროექტი დააინიცირეს, რომლითაც სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობისთვის განკუთვნილ ზოლში, Bus Lane-ზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, მოტოციკლსა და მოპედსაც ექნებათ. “ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი არის ის გარემოება, რომ საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებისთვის უფრო მარტივი ხდება მოტოციკლების და მოპედების დანახვა, რაც მკვეთრად ამცირებს საგზაო შემთხვევებს. ამასთან, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ ზოლში მოტოციკლების და […]

დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი დევიდ ლამი ისრაელში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის ახალი თავდაცვის მინისტრი, დევიდ ლამი ისრაელში ჩავიდა, სადაც ის პრემიერმინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ისრაელის პრეზიდენტს ისააკ ჰერცოგს შეხვდა. ლამიმ პრესკონფერენციაზე ღაზაში მიმდინარე ომის შესახებ ისაუბრა და მხარეებს დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. “მე აქ ვარ ცეცხლის შეწყვეტის მხარდასაჭერად. ბოლო თვეებში დაკარგული სიცოცხლეები…შემაძრწუნებელია. ეს უნდა შეწყდეს” – თქვა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა დევიდ ლამიმ. დევიდ […]

ზურაბიშვილი რუსულ კანონს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველად საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომელიც რუსული კანონის მოქმედების შეჩერებასა და მის საბოლოო გაუქმებას მოითხოვს. სარჩელის მიხედვით, კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ლახავს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. “საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. […]