საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა 159.5%-ით, ხოლო ინდოელების 64.3%-ით გაიზარდა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 3 021 067 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 5.6%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. მათივე ცნობით, იანვარი-ივნისის პერიოდში ქვეყანაში 2 123 816 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა და 2023 წელთან შედარებით ზრდა 10%-ი იყო. ტურიზმის ადმინისტრაციას გამოქვეყნებული აქვს ასევე, 2024 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ […]

ამილახვრის ციხე იყიდება – ვინ ფლობს $1.5 მილიონად შეფასებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს?

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ამილახვრის ციხე-დარბაზი იყიდება. შესაბამისი ინფორმაცია უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პორტალმა DazHomes-მა სოციალურ ქსელში განათავსა. BMG-მ ისტორიულ ძეგლზე დამატებითი დეტალები გაარკვია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 18 915 კვ.მ. მიწის ფართობი და მასზე განთავსებული ამილახვრის ციხე კერძო საკუთრებაა. მისი მფლობელი “ქართული ოცნების” და თბილისის საკრებულოს ყოფილი წევრი ერეკლე კუხიანიძეა, რომელმაც ქონება 2020 წელს, დედისგან, ჩუქების […]

“რეალში რონალდუს ჩრდილში იყო და ნაკრებში მესის – დიდი კაცი წავიდა სანაკრებო ფეხბურთიდან!” – ყურაშვილი

დღეს დიდი კაცი წავიდა სანაკრებო ფეხბურთიდან! ლეგენდა კაცი – ანხელ დი მარია! კაცი clutch player-ი! კაცი, რომელიც ფინალებისთვის იყო დაბადებული. რომ არა დი მარია, საკითხავია, ბოლო 20 წელიწადში, არგენტინას რამე ტიტული საერთოდ ექნებოდა თუ არა. ჯერ კიდევ 2008-ის ოლიმპიადიდან მოყოლებული, სადაც მისი ერთადერთი გოლით მოიგო მესიმ პირველი ტიტული ნაკრებში. და შეიძლება ეს ყოფილიყო უკანასკნელიც, რომ […]

“SOS! ემიგრანტთა ჯგუფებში დაიწყეს პროპაგანდის და ყალბი ამბების გავრცელება” – ნაზიბროლა რეხვიაშვილი

SOS რამდენიმე ფბ ჯგუფს ვადევნებ თვალს, ემიგრანტების ჯგუფებია, ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და აშშ-ში მყოფები წერენ, მსჯელობენ… ჰოდა ბოლო ორი-სამი თვეა, აქტიურად დაიწყეს ნეგატიური ამბები გაზიარება – ხან ვიღაცამ კანონი დაარღვია და პოლიცია დროულად არ მივიდა, ხან დამქირავებელმა ზედმეტი მუშაობა მოსთხოვა, ხან რომელიღაც უწყების თანამშრომლები “დაბოლილები” აღმოჩნდნენ და ა. შ. ძირითადად აშშ-ს ერჩიან ბოლო რამდენიმე დღეა. […]

“სად მქონდა იმდენი გამბედაობა, რომ მეთქვა: – ბიჭო, შენ გელოდებოდი…” – ბელა ალანია

საღამოდან დაბრუნებულს სახლში არავინ დამხვდა. ხომ არის დღეები, როცა გგონია თუ გეჩვენება, რომ კარგად გამოიყურები. მინდოდა, შალვას ვენახე ასეთ ფორმაში. ჰოდა, მისაღებ ოთახში სავარძელში მივკალათდი. ფეხსაცმელიც არ გამემეტა გამოსაცვლელად. ვზივარ მოთმინებით და ველოდები. შიგადაშიგ სარკისკენ გამექცევა თვალი. თმა წესრიგშია, თუჩსაცხიც არ გადამსვლია. ამასობაში მოვიდა დაკო: – რა კარგად გამოიყურები, სტუმარს ელოდები? – არაა, დამეზარა გამოცვლა. […]

ზურაბიშვილი რუსულ კანონს საკონსტიტუციოში გაასაჩივრებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში პირველად საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართავს, რომელიც რუსული კანონის მოქმედების შეჩერებასა და მის საბოლოო გაუქმებას მოითხოვს. სარჩელის მიხედვით, კანონი არაკონსტიტუციურია და კონსტიტუციის 78-ე მუხლს ლახავს. ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ ბრიფინგზე ისაუბრა. “საქართველოს პრეზიდენტი პირველად მიმართავს სარჩელით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, სარჩელი ეხება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონს, ე.წ. რუსულ კანონს. […]

იღბალმა ან ღმერთმა გადამარჩინა – ტრამპი

დონალდ ტრამპმა თავდასხმის შემდეგ გამოცემა Washington Examiner-თან ერთ-ერთ პირველ ინტერვიუში თქვა, რომ 14 ივლისს ის ან იღბალმა ან ღმერთმა გადაარჩინა. მისი თქმით, ის წესით მოკლული უნდა იყოს, რომ არა მისი თავის მოულოდნელი მოძრაობა. ტრამპის თქმით, ყველაზე გასაოცარი ისაა, რომ მან თავი მოატრიალა ზუსტ დროს და ზუსტი მიმართულებით, რის გამოც გასროლილი ტყვია თავში არ მოხვდა. ინტერვიუში […]

ჩინეთი და რუსეთი ერთობლივ საზღვაო წვრთნას ატარებენ

რუსულმა და ჩინურმა საზღვაო ძალებმა სამხრეთ ჩინეთის სამხედრო პორტთან ერთობლვიი წვრთნები დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო Xinhua ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, ჩინურმა და რუსულმა საზღვაო ძალებმა ქალაქ ჯანძიანგში გახსნის ცერემონიაზე ტაქტიკური კოორდინირების წვრთნები და ზუსტი სამხედრო სიმულაცია ჩაატარეს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში წერია, რომ წვრთნები საერთაშორისო ან რეგიონულ ვითარებას არ უკავშირდება და არცერთი მესამე […]

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს საქართველოს თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ვეტერან ძიუდოისტთა ჩემპიონატში მიიღეს მონაწილეობა. ქართველმა სამხედროებმა სპორტის აღნიშნულ სახეობაში სხვადასხვა წონით კატეგორიაში იასპარეზეს და წარმატებებს მიაღწიეს. +78კგ. წონით კატეგორიაში I ადგილი უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის კაპრალმა ირინე ლეონიძემ დაიკავა, +100 კგ. წონით კატეგორიაში პრიზიორი გახდა სამხედრო პოლიციის […]

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს

საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი – საარჩევნო ტექნოლოგიების საყოველთაო დემონსტრირება წარმატებით მიმდინარეობს. პროექტი უკვე ორი კვირაა ხორციელდება და აღსანიშნავია, რომ მოქალაქეები მასში აქტიურად არიან ჩართულნი. იმიტირებულ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია უკვე გაიარა 58 000-მდე ადამიანმა. საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს ივლისის ყოველ შაბათ-კვირას ქვეყნის მასშტაბით არსებული 89 […]