„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე „ვორკშოპს“ გამართავს

17 ივლისს, „საქართველოს ბანკის“ 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის 15 ნომერში, „ვორკშოპი“ – „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის“ გაიმართება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, შეხვედრას „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია გაუძღვება. მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უცხოური და ქართული აპლიკაციები, ასევე ის, თუ როგორ იყენებენ დღეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მცირე […]
Politico – ვიქტორ ორბანის „სამშვიდობო მისიების“ გამო, ევროპარლამენტარები მოითხოვენ უნგრეთს ევროკავშირში ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვას

ევროპარლამენტის წევრები, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის რუსეთსა და ჩინეთში განხორციელებული ვიზიტების შემდეგ, ევროკავშირში უნგრეთისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას მოითხოვენ, – ინფორმაციას POLITICO ავრცელებს. გამოცემის მიერ მოპოვებულ წერილში 63 ევროპარლამენტარი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელსა და ევროპარლამენტის თავმჯდომარეს რობერტა მეცოლას მიმართავენ და აცხადებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უკვე მიაყენა […]
მოხუცი ვარ, მაგრამ ჩემი გამჭრიახობა კარგ მდგომარეობაშია – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და აზრი არ შეუცვლია. მისივე თქმით, მოხუცია და ესმის, რატომ საუბრობს ხალხი მის ასაკზე, თუმცა ტრამპზე 3 წლით უფროსია. “მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ, ეს ერთი და მეორე – ჩემი გონებრივი გამჭრიახობა საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. […]
თიბისის TechXplore ღონისძიება (რ)

“TBC x USAID ტექნოლოგიური განათლებისთვის” პროექტის ფარგლებში, თიბისიმ USAID-თან პარტნიორობით, განსხვავებული კონცეფციისა და გამოცდილების ტექღონისძიება TechXplore გამართა, რომელსაც კახა ბენდუქიძის კამპუსმა უმასპინძლა. TechXplore-ის მიზანია, ხელი შეუწყოს მულტიფუნქციურ გუნდებში მუშაობის გამოცდილების მიღებას, პროექტის ფარგლებში აკუმულირებული ცოდნის დემონსტრირებასა და პრაქტიკაში ინტეგრაციას, კომუნიკაციის, კოლაბორაციისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას. ოთხი დღის განმავლობაში გუნდებმა, რომლებიც დაკომპლექტდნენ ტექნოლოგიურ სფეროში სხვადასხვა […]
პრეზიდენტმა 18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია

პრეზიდენტმა 18-19 ივლისს პარლამენტის რიგგარეშე სესია მოიწვია. სალომე ზურაბიშვილმა შესაბამისი განკარგულება პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის პასუხად გამოსცა. “კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს პარლამენტის რიგგარეშე სესია 2024 წლის 18 ივლისის 12:00 საათიდან” – წერია დოკუმენტში. ამასთან, პრეზიდენტი მოუწოდებს პარლამენტს რიგგარეშე სესიის დღის წესრიგით გათვალისწინებულ სავარაუდო საკითხებთან ერთად განიხილოს და კენჭი უყაროს 2024 წლის 24 […]
შერჩევითია – პატიმართა ნაწილის ოჯახები ამნისტიის კანონპროექტს აქციით გააპროტესტებენ

პატიმართა ნაწილის ოჯახის წევრები პარასკევს, 19 ივლისს პარლამენტთან ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აქციაზე გააპროტესტებენ. მათი თქმით, ამნისტია არის შერჩევითი და აქციის მთავარი მოთხოვნა იქნება, გახადონ ის საყოველთაო და გავრცელდეს პატიმართა 1/4-ზე. “19 ივლისს, 11 საათზე გვექნება პარლამენტის უკან საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით აქცია. ის კანონპროექტი, რომელიც წარადგინა ქართულმა ოცნებამ არის აშკარად შერჩევითი, რადგან […]
BOG ქალი მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე ვორკშოპს გამართავს (რ)

საქართველოს ბანკი, როგორც მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტი, ქალი მეწარმეებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, 17 ივლისს, საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის 15 ნომერში, ვორკშოპი “ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის”გაიმართება. შეხვედრას „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია გაუძღვება. შეხვედრაზე განხილული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უცხოური და ქართული აპლიკაციები, […]
ზელენსკის მიერ მოდი-პუტინის შეხვედრის გაკრიტიკებისთვის ინდოეთში უკრაინის ელჩი გამოიძახეს

ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინდოეთის პრემიერმინისტრის ნარენდრა მოდის პუტინთან შეხვედრაზე ზელენსკის კომენტარების გამო უკრაინის ელჩი დაიბარა. ნარენდრა მოდი მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით 9 ივლისს იმყოფებოდა და იქ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შეხვდა. Economic Times-ის ინფორმაციით, ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გადადო უკრაინის და ინდოეთის საერთო სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომლის საქმიანობაც კულტურას უკავშირდება. მას შემდეგ, რაც ნარენდრა […]
რუსეთია ის, ვინც დაძაბულობის გამწვავებას ცდილობს – პენტაგონის პრესმდივნის ინტერვიუ

ამერიკის ხმისთვის მიცემულ ინტერვიუში პენტაგონის პრესმდივანი, გენერალ-მაიორ პატრიკ რაიდერი ქართული ოცნების ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ ამბობს, რომ დაძაბულობის გამწვავებას არა აშშ, არამედ რუსეთი ცდილობს. რაიდერმა ასევე დაამატა, რომ სამხედრო წვრთნების, ღირსეული პარტნიორის განუსაზღვრელი ვადით გადადების გადაწყვეტილება ხელისუფლების შემაშფოთებელი რიტორიკისა და “ომში ჩათრევისა” და “სახელმწიფო გადატრიალების” მცდელობების შესახებ ბრალდებების გამო მიიღეს. “სამწუხაროდ, მიღებულია გადაწყვეტილება ამ წვრთნების გადადების […]
უკრაინელ მოქალაქეთა 44% მოსკოვთან მოლაპარაკებების დაწყებას ემხრობა – სოციოლოგიური გამოკითხვა

უკრაინელთა თითქმის ნახევარი (44%) მიიჩნევს, რომ დადგა დრო რუსეთთან ოფიციალური სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად. ასეთია იმ სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგი, რომელიც კიევში მდებარე „რაზუმკოვის ცენტრმა“ ჩაატარა კიევის მიერ კონტროლირებად უკრაინის ტერიტორიებზე. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამასთან გამოკითხვაში მონაწილეობდნენ მხოლოდ სამოქალაქო პირები, რომლებიც არ არიან ჩაბმულნი საბრძოლო მოქმედებებში. “ამჟამად შეუძლებელია არმიის აზრის შესწავლა, რომელიც ატარებს ომის ტვირთს […]