„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებზე „ვორკშოპს“ გამართავს

17 ივლისს, „საქართველოს ბანკის“ 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის 15 ნომერში, „ვორკშოპი“ – „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის“ გაიმართება.
„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, შეხვედრას „ალტე უნივერსიტეტის“ ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის დირექტორი, ნანა დიხამინჯია გაუძღვება.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე განხილული იქნება ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული უცხოური და ქართული აპლიკაციები, ასევე ის, თუ როგორ იყენებენ დღეს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებს მცირე და საშუალო მეწარმეები.
„ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოების დანერგვა ყოველდღიურ საქმიანობაში თანამედროვე ბიზნესის წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მცირე და საშუალო ბიზნესის სხვადასხვა სეგმენტში ახალი კავშირების ფორმირებას და ყველაზე აქტუალური ტექნოლოგიური ხელსაწყოების შესახებ ცნობადობის გაზრდას. საბოლოოდ კი, გვსურს, ამ გზით, ქალ მეწარმეებს საკუთარი საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაყვანის შესაძლებლობა მივცეთ. აღნიშნული ღონისძიება, ისევე, როგორც სხვა რეგულარული ბიზნესშეხვედრები მომხმარებლების ინტერესებისა და სურვილების კვლევის შედეგად იგეგმება. ამიტომაც მოხარული ვართ, რომ არ ვჩერდებით და მათ სხვადასხვა საკითხის ექსპერტებთან შეხვედრის შესაძლებლობას ვაძლევთ“, – აცხადებს მცირე და საშუალო ბიზნესის დამატებითი ღირებულების სერვისების განვითარების დეპარტამენტის დირექტორი.
ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ესტუმრეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს.
ინფორმაციისთვის, ღონისძიებაზე დასწრება „საქართველოს ბანკის“ მომხმარებლებს შეუძლიათ. თუ ჯერ არ ხართ ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად ონლაინ.

ასევე დაგაინტერესებთ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“

ჟორჟოლიანი: დააკვირდით, ვის იჭერს „ქართული ოცნება“ – რუსეთში ძებნილად იყო გამოცხადებული ოქრუაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო ელისაშვილი და ციხეშია, ძებნილად იყო გამოცხადებული გიორგი ბარამიძე და ციხეშია

ამირან გულუაშვილი – გიორგი ბარამიძის ქმედებამ, საფრთხე შეუქმნა კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს, დააზიანა საქართველოს სამშვიდობო და დეოკუპაციის პოლიტიკა