ინდოეთმა, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკული კომენტარის გამო, უკრაინის ელჩი დაიბარა

ინდოეთმა, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის მიმართ კრიტიკული განცხადების გამო, უკრაინის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, – ინფორმაციას Economic Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ინდოეთმა ასევე გადადო კულტურის სფეროში უკრაინა-ინდოეთის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომელმაც ნარენდრა მოდი რუსეთში ვიზიტისა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა […]

გია ჯაფარიძე – 12-წლიანი მმართველობის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სიღატაკე, შეცვლილი საგარეო კურსი, რუსული გავლენების გაძლიერება და უბედურება მოუტანა – „ოცნებას“ არც ოფისის გახსნა უშველის და არც წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნები წაგებული აქვთ!

12-წლიანი მმართველობის შედეგად, „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანას სიღატაკე, შეცვლილი საგარეო კურსი, რუსული გავლენების გაძლიერება და სხვა მრავალი უბედურება მოუტანა. „ქართულ ოცნებას” ამიერიდან, არც ოფისის გახსნა უშველის და არც არანაირი წინასაარჩევნო კამპანია. მომავალი არჩევნები წაგებული აქვთ! – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ჯაფარიძემ „ ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე შეფასებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო […]

გურამ მაჭარაშვილი – ზურაბიშვილს არ უჭირს, რომ უცხოპლანეტელების კანონმდებლობა მოიშველიოს და სარჩელი ისე დაწეროს – არასერიოზული ადამიანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ხან არ ცნობს და როცა თვითონ დასჭირდება, უნდა, რომ არსებობდეს

არ უჭირს ზურაბიშვილს, რომ უცხოპლანეტელების კანონმდებლობა მოიშველიოს და საკონსტიტუციო სარჩელი ისე დაწეროს, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ ამ ხნის განმავლობაში საკონსტიტუციო სარჩელი ვერ დაწერეს, იმას ნიშნავს, რომ ამ კანონის საწინააღმდეგო არგუმენტებს ეძებდნენ. […]

ნინო წილოსანი – დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმა ადასტურებს, რომ ფაშისტური, საკუთარ იდეოლოგიას ბრმად მიმყოლი გარკვეული ჯგუფები საკმაოდ რადიკალიზდებიან! – საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ასეთი რადიკალური მოქმედებებისგან აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული

საქართველოში წინასაარჩევნო გარემო ასეთი რადიკალური მოქმედებებისგან აუცილებლად უნდა იყოს დაზღვეული – დონალდ ტრამპზე მომხდარი თავდასხმა ადასტურებს, რომ ფაშისტური, საკუთარ იდეოლოგიას ბრმად მიმყოლი გარკვეული ჯგუფები საკმაოდ რადიკალიზდებიან! – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის შეფასებით, ეს არის გლობალური სურათი, რაც აშშ-ს შემთხვევაში უმძიმესი ფორმით გამოიხატა. “დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობა, სლოვაკეთის პრემიერ ფიცოსთან დაკავშირებული […]

მაია ომიაძე – საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა

იანვარი-ივნისის პერიოდში საქართველოში 2,123,816 ტურისტული ვიზიტი შედგა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები სრულად გამართლდა,- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ 2024 წლის 6 თვის სტატისტიკური მონაცემების შესახებ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. „პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, 2 მილიონს გადააჭარბა საერთაშორისო მოგზაურების ოდენობამ საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი […]

ზურაბ ჭიაბერაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ნატო-დან, პრაქტიკულად ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტენ, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატო-ს და ევროკავშირის კარი ღიაა

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ნატო-დან, პრაქტიკულად ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტენ, ისინი ძალიან მჭიდრო კავშირს ქართველ ხალხთან ინარჩუნებენ და ყოველი ასეთი განცხადებით ისინი მკაფიოდ გვეუბნებიან – ქართველ ხალხს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატო-ს და ევროკავშირის კარი ღიაა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის […]

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პარლამენტს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებს სთავაზობს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო პარლამენტს დევნილი ოჯახების საცხოვრებელი ფართით ან სათანადო ფულადი დახმარებით უზრუნველყოფის წესში ცვლილებებს სთავაზობს. პარლამენტში ინიცირებულია კანონის პროექტი, რომლის მიხედვით, დევნილ ოჯახს ქულათა ის რაოდენობა შეუნარჩუნდება და ისეთივე საცხოვრებლით იქნება უზრუნველყოფილი, როგორსაც ოჯახი, ოჯახის წევრის გარდაცვალებამდე მიიღებდა. უფრო კონკრეტულად, დღეს არსებული წესის თანახმად, დევნილი ოჯახის გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ან სათანადო ფულადი დახმარების […]

იაგო ხვიჩია პრეზიდენტის სარჩელზე – რა შეიცვალა? საკონსტიტუციო სასამართლო „ქართული ოცნების“ არ არის? მაგან არ გამოაცხადა პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად? ზუსტად ასე არ შეუძლია, რომ გამოაძვრინოს „ქოცები“?

ვინაიდან „რუსული კანონის“ გაუქმება მაინც კეთილშობილური საქმეა, წარმატებას ვუსურვებ როგორც ქალბატონ პრეზიდენტს, ასევე ჩვენს კოლეგებს და სახალხო დამცველს, თუ მას ასეთი ტიპის ინტერესები გააჩნია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოში სალომე ზურაბიშვილის სარჩელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს იმედად ნაკლებად უნდა იყვნენ. “მოგვწონს […]

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს გაცილება მოუწყო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს სწავლის დასრულება დეკანმა, პროფესორმა ივანე ჯაგოდნიშვილმა მიულოცა. „უკვე დიპლომირებულ კურსდამთავრებულებს გილოცავთ სწავლის დასრულებას. პირველი წარმატებული ნაბიჯი გადადგით სკოლის დასრულების შემდეგ, როცა არჩევანი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტზე შეაჩერეთ. […]

ესტონეთის პრეზიდენტმა კლიმატის მინისტრს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა

ესტონეთის პრეზიდენტმა კლიმატის მინისტრს ახალი მთავრობის ფორმირება დაავალა, – ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი ავრცელებს. „კრისტენ მიხალს ოფიციალური შეთავაზებით მივმართე, რომ ესტონეთის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გახდეს და ახალი მთავრობის ფორმირება დაიწყოს“, – განაცხადა ალარ კარისმა. კლიმატის მოქმედი მინისტრი, კრისტენ მიხალი „რეფორმის პარტიამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გასული თვის ბოლოს დაასახელა. კრისტენ მიხალი ესტონეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე კაია […]