სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირება იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და შემოსავლების სამსახურის შეხვედრის მთავარი საკითხი

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ BAG-ის ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან, რათა მინისტრის ბრძანებაში შესულიყო მეტი კონკრეტიკა, რაც სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების პროცესს მეტად გამჭვირვალესა და სამართლიანს […]

თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, ე.წ. ზეემკის დასახლებაში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. უწყების ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით უხელმძღვანელებს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო და რობერტა მეცოლას კონკურენტს, ირენ მონტეროს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა. რობერტა მეცოლა, რომელიც მალტას წარმოადგენს, ევროპარლამენტს მომდევნო ორწელიწადნახევრის განმავლობაში უხელმძღვანელებს.

ზურაბ ჭიაბერაშვილი – მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ნატო-დან, პრაქტიკულად ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტენ, საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატო-ს და ევროკავშირის კარი ღიაა

მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნებასთან“ ჩვენი პარტნიორები, მათ შორის ნატო-დან, პრაქტიკულად ყოველგვარ ურთიერთობას წყვეტენ, ისინი ძალიან მჭიდრო კავშირს ქართველ ხალხთან ინარჩუნებენ და ყოველი ასეთი განცხადებით ისინი მკაფიოდ გვეუბნებიან – ქართველ ხალხს, რომ საქართველოსთვის, ქართველი ხალხისთვის ნატო-ს და ევროკავშირის კარი ღიაა, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის […]

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.­ კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 17 ივლისს, 13:20 საათიდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში, მამკოდაში და ხოდაბუნებში. მათივე განმარტებით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

„ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის“ (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. სემეკის ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გახსნა. „კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ […]

ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვაზე – გამჭვირვალეობა დემოკრატიის საბაზო მოთხოვნაა – არ შეიძლება გამჭვირვალობა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ იყოს!

გამჭვირვალეობა დემოკრატიის საბაზო მოთხოვნაა – არ შეიძლება გამჭვირვალობა რომელიმე ქვეყნის კონსტიტუციის წინააღმდეგ იყოს! – ასე ეხმაურება უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გაჩერების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას. როგორც ქადაგიშვილმა აღნიშნა, როცა მან ხმა აღნიშნულ კანონს მისცა, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ დემოკრატიის მოთხოვნა, გამჭვირვალეობა, ურთიერთანგარიშვალდებულება, ღიაობაა, რაც ყველა ურთიერთობაში უნდა […]

გიორგი ამილახვარი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურასა და საქმიანობას გაეცნო

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი, მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილთან ერთად, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრს ეწვია, სადაც კვლევითი ინსტიტუტების ინფრასტრუქტურა – მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და ლაბორატორიები დაათვალიერა. ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი ცენტრების საქმიანობასა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით პროცესებს დეტალურად […]

ნინო წილოსანი – თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი – მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი-იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის

თავად სალომე ზურაბიშვილია არაკონსტიტუციური სუბიექტი – მას არც მორალური უფლება აქვს და არც სამართლებრივი და იურიდიული კვალიფიკაცია ჰყოფნის, – ასეთია დეპუტატ ნინო წილოსანის შეფასება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებაზე. წილოსანის განცხადებით, „ის, რომ ზურაბიშვილთან თავმოყრილი ჯგუფი მისი ხელმძღვანელობით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს, ადასტურებს, რომ კონსტიტუციის მიმართ მისი იგნორი მხოლოდ […]

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მოტოციკლი ქვეითებს დაეჯახა – დაშავებულია ორი ადამიანი

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. თვითმხილველების თქმით, დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა BMS- ში გადაიყვანა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, გორგილაძის ქუჩაზე მოხდა. ქვეითად მყოფებს მოტოციკლი შეეჯახა. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული.