BAG-სა და შემოსავლების სამსახურის შეხვედრაზე მთავარი საკითხი სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირება იყო
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ BAG-ის ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან, რათა მინისტრის ბრძანებაში შესულიყო მეტი კონკრეტიკა, რაც სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების პროცესს მეტად გამჭვირვალესა და სამართლიანს […]
BAG-სა და შემოსავლების სამსახურის შეხვედრაზე მთავარი საკითხი სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირება იყო
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, „საერთაშორისო კონტროლირებული ოპერაციების შეფასების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებაში შესატანი ცვლილების პროექტი განიხილეს. აღსანიშნავია, რომ BAG-ის ზემოხსენებულ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა შემოსავლების სამსახურთან, რათა მინისტრის ბრძანებაში შესულიყო მეტი კონკრეტიკა, რაც სესხის საწარმოს კაპიტალში შენატანად კვალიფიცირების პროცესს მეტად გამჭვირვალესა და სამართლიანს […]
სემეკთან არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა კომუნალური მომსახურებების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გამართა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში მიმდინარე პროექტის ფარგლებში შემუშავებული კვლევის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სემეკის, ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების, სამეცნიერო წრეების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. ღონისძიება გახსნა სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ. კვლევა შეეხება საქართველოში არსებულ კომუნალური მომსახურების […]
საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მლნ-ს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა – მაია ომიაძე

იანვარ-ივნისის პერიოდში საქართველოში 2,123,816 ტურისტული ვიზიტი შედგა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროგნოზები სრულად გამართლდა,- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ განაცხადა. მისი თქმით, ზაფხულის სეზონს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. „პირველი 2 კვარტლის მონაცემებით, 2 მლნ-ს გადააჭარბა საერთაშორისო მოგზაურების ოდენობამ საქართველოში. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩვენი მოლოდინები წლევანდელ წელთან დაკავშირებით, პროგნოზი რაც იყო, აბსოლუტურად […]
სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში ჩავიდა

სერგეი ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ნიუ-იორკში ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. რუსული მედია წერს, რინ ლავროვი, როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე, მინისტრთა დებატებს უხელმძღვანელებს თემაზე „მრავალმხრივი თანამშრომლობა უფრო სამართლიანი. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა, რომლის დროსაც განიხილება საერთაშორისო და რეგიონული დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, მათ შორის ახლო აღმოსავლეთი […]
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრაში მონაწილეობა სლ 623-მა დეპუტატმა მიიღო. აქედან მეცოლას კანდიდატურას მხარი 562-მა დელეგატმა დაუჭირა. რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს 2.5 წლის ვადით უხელმძღვანელებს. ევროპარლამენტის პრეზიდენტობისთვის სულ 2 კანდიდატი იბრძოდა, რობერტა მეცოლა და ესპანელი ირენ მონტერო.
ივნისში ინფლაციური მოლოდინები შემცირდა – ეროვნული ბანკი

„ეკონომიკური საქმიანობის მონაწილეთა მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით ინფლაციური მოლოდინები შემცირებულია. კერძოდ, დაკლებულია იმ რესპონდენტთა რაოდენობა, რომლებიც მომდევნო 1 წლის მანძილზე ფასების ზრდას 6%-8%-ის ფარგლებში ფიქრობენ. ამასთან ერთად, მოიმატა იმ რესპონდენტთა რაოდენობამ, რომლებიც სამომხმარებლო ფასების ზრდას უფრო დაბალ ინტერვალში 2%-4%-ის ფარგლებში ელოდებიან. ამავე გამოკითხვის მიხედვით, ივნისში მაისთან შედარებით სამწლიან პერიოდზე ინფლაციური მოლოდინები საგრძნობლად შემცირებულია. ერთი მხრივ, […]
„მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ“ – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენი ამბობს, რომ მან საპრეზიდენტო რბოლაში დარჩენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო და აზრი არ შეუცვლია. ბაიდენმა NBC News-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: “მოხუცი ვარ, მაგრამ ტრამპზე მხოლოდ სამი წლით უფროსი ვარ, ეს ერთი და მეორე – ჩემი გონებრივი სიმახვილე საკმაოდ კარგ მდგომარეობაშია. სამნახევარ წელში უფრო მეტი გავაკეთე ვიდრე ნებისმიერმა პრეზიდენტმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. […]
ტრამპის კამპანიის მხარდასაჭერად ილონ მასკი ყოველთვიურად $45 მილიონის დახარჯვას გეგმავს | WSJ

ამერიკელი მილიარდერი ილონ მასკი დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის მხარდამჭერი კომიტეტისთვის ყოველთვიურად 45 მილიონი დოლარის გადაცემას გეგმავს. ამის შესახებ The Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება. მასკი თანხებს პოლიტიკურ სამოქმედო კომიტეტს, America PAC-ს გადაურიცხავს, რომლის სხვა დონორები არიან Palantir Technologies, მეწარმე ტყუპი ძმები ტაილერი და კამერონ ვინკლევოსები, აშშ-ის ყოფილი ელჩი კანადაში კელი კრაფტი და მისი მეუღლე […]
თბილისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა

თბილისში, წმინდა ბარბარეს დასახლებაში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “რუსთავი 2-ს” განუცხადეს ხანძარი უკვე ლიკვიდირებული, მისი გამომწვევი მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.