თურქეთში, ტურისტულ ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა – შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 11 წლის ბავშვია

თურქეთში, მუგლეს პროვინციაში, ავტობუსი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა და 35 დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 11 წლის ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. დაშავებულებიდან 9 პირის მდგომარეობა მძიმეა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც გაჩერებულ 3 ავტომობილს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელს შეეჯახა. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6952 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6952 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0165 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9378 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9582 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0204 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის […]

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს რობერტა მეცოლა ხმათა უმრავლესობით ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპარლამენტი ავრცელებს. მეცოლას მხარი 699 დეპუტატიდან 562 დაუჭირა. ის გამარჯვებულად პირველივე ტურში გამოცხადდა. მეცოლას კონკურენციას ესპანელი ევროპარლამენტარი ირენე მონტერო უწევდა. მან 61 ხმა დააგროვა. რობერტა მეცოლა 1979 წელს მალტაში დაიბადა. ის ევროპარლამენტის წევრად პირველად 2013 წელს აირჩიეს. […]

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას. „რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!“, – წერს ირაკლი კობახიძე. ევროპარლამენტმა სამშაბათის სესიაზე ხმათა უმრავლესობით რობერტა […]

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა

ბათუმში, სიმაღლიდან ვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა. ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო.

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებაზე Grammarly-ის წარმომადგენელი გამოცდილებას გააზიარებს

„საქართველოს ბანკისა“ და Startup Grind-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 18 ივლისს, თბილისში, სტარტაპერებთან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრას მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. მათი ცნობით, Grammarly ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც ინგლისურენოვანი ტექსტის რედაქტირების ხელსაწყო შექმნა. იგი პირველი „უნიკორნი“ სტარტაპია უკრაინიდან, შეხვედრა […]

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს

სალომე ზურაბიშვილი რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე მეორე ვადით არჩევას ულოცავს. „გილოცავთ, ხელახლა არჩევას. მსურს მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ერთგულებისთვის და ევროპარლამენტის ურყევი მხარდაჭერისთვის ქართველი ხალხისა და ევროპული მომავლისადმი მათი მტკიცე არჩევანის მიმართ. მოუთმენლად ველი შემდგომ თანამშრომლობას!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი X-ზე. შეგახსენებთ, დღეს, 562 ხმით ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია.

ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე რობერტა მეცოლას ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას ულოცავს. მთავრობის მეთაური თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ამახვილებს ყურადღებას. „რობერტა მეცოლას ვულოცავ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას! ველით ჩვენს თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერებას და საერთო მიზნების მიღწევას!“, – წერს მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „X”-ში.

ბანანის ტვირთში, რომელიც გერმანიაში უნდა გაეგზავნათ, 6 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

ეკვადორში სამართალდამცავების მიერ სპეციალურად გაწვრთნილმა ძაღლებმა ბანანის ტვირთში დამალული 6.23 ტონა კოკაინი იპოვეს, – ინფორმაციას CNN-ი ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. ოფიციალური პირების თქმით, ტვირთი გერმანიაში გასაგზავნად იყო გამიზნული და დანიშნულების ადგილამდე მისვლის შემთხვევაში მისი ღირებულება 224 მილიონი აშშ დოლარი იქნებოდა. გენერალური პროკურატურის ცნობით, აღმოჩენის შემდეგ ხუთი ადამიანი დააკავეს. კოკაინის ამანათები საექსპორტოდ განკუთვნილი ბანანის ყუთების ქვეშ […]

საკონსტიტუციო სასამართლო 17-18 ივლისს მოსამართლეების კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს

საკონსტიტუციო სასამართლო 17-18 ივლისს მოსამართლეების კონსტიტუციურ სარჩელს განიხილავს. რომელიც მოსამართლის უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესებს ეხება. ამის შესახებ ინფორმაციას საკონსტიტუციო სასამართლო ავრცელებს. მათივე ცნობით, მოსარჩელეები მოსამართლის უფლებამოსილების სხვა მოსამართლისათვის დაკისრების/მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინებისა და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესებს სადავოს ხდიან. „2024 წლის 17 და 18 ივლისს, […]