თურქეთში, ტურისტულ ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა – შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა, მათ შორის 11 წლის ბავშვია

თურქეთში, მუგლეს პროვინციაში, ავტობუსი რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა ავარიაში მოყვა. შემთხვევის შედეგად 2 მგზავრი დაიღუპა და 35 დაშავდა. გარდაცვლილთაგან ერთი 11 წლის ბავშვია. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
დაშავებულებიდან 9 პირის მდგომარეობა მძიმეა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა უმტყუნა, რის გამოც გაჩერებულ 3 ავტომობილს, შემდეგ კი საცხოვრებელი სახლის ეზოს კედელს შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყვნენ სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები და მაშველები. დაზიანებული ავტობუსიდან მგზავრების გადმოსაყვანად, მაშველებს სპეციალური ტექნიკის გამოყენება დასჭირდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის დედის ინფორმაციით, მლეთაში, მიუვალი ადგილების უკეთ შესამოწმებლად დღეს მძიმე ტექნიკას შეიყვანენ – ასევე, დაკარგული ბიჭის დედა ადგილზე არსებული დალუქული ჭის შემოწმებას ითხოვს