„მედიის თავისუფლების კოალიცია“ – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს – ვგმობთ ნებისმიერი სახის დაშინებასა და ძალადობას თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე

მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) ხელმომწერი წევრები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის გაუარესების გამო, – ამის შესახებ „მედიის თავისუფლების კოალიციის“ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც ხელს 25 ქვეყანა აწერს. განცხადების თანახმადვე, საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ მიღებული კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიის ფუნდამენტს. „მედიის თავისუფლების კოალიციის (MFC) ხელმომწერი წევრები გამოხატავენ ღრმა შეშფოთებას საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის […]
ბათუმში კორპუსის მე-6 სართულიდან 2 წლამდე ბავშვი გადმოვარდა

ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მე-6 სართულიდან მცირეწლოვანი ბავშვი გადმოვარდა. 2 წლამდე ბავშვი მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, ბავშვი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მათივე თქმით, 2 წლამდე ბავშვი ჯავახიშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის მეექვსე სართულიდან ჩამოვარდა. .ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სისცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

რობერტა მეცოლა ევროპარლამენტს მეორე ვადით უხელმძღვანელებს. ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ გამართულ პირველ პლენარულ სხდომაზე ევროპარლამენტის ახალმა შემადგენლობამ რობერტა მეცოლა 562 ხმით პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა 623-მა დეპუტატმა მიიღო და რობერტა მეცოლას კონკურენტს, ირენ მონტეროს მხარი 61-მა დეპუტატმა დაუჭირა. ,,ვფიქრობ, რომ ევროპა ყოველთვის ღირდა ბრძოლად, ის სრულყოფილი არასდროს ყოფილა მაგრამ ჩვენ ევროპარლამენტს, ამ დარბაზს ვუყურებდით, […]
,, რეალურად, ესროლეს მშვიდობას, ოჯახურ ტრადიციებს და ამას ვინ გააკეთებდა?” – მაჭარაშვილი ტრამპზე თავდასხმის შესახებ

„ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა: „სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ ფიცოს მკვლელობის მცდელობის შემდეგ ევროპის საზოგადოების უმრავლესობამ თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმის მიმდინარეობას უარი უთხრა და თან სასტიკად დაამარცხა. როგორც ჩანს, „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები ამაზე ძალიან გაღიზიანდნენ და უკვე რადიკალურ ქმედებებზე გადავიდნენ. სამწუხაროდ, მივიღეთ ის, რომ შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი მკვლელობის მცდელობის მსხვერპლი აღმოჩნდა. […]
ცესკო: არჩევნებზე მონაწილეობის უფლებისთვის 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მოგვმართა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად კომისიას 28 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა, მათგან 9 უკვე რეგისტრირებულია, ხოლო 19 შესაბამის პროცედურებს გადის. სარეგისტრაციო განცხადებების მიღება 15 ივლისს დასრულდა. “საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად პარტია ვალდებულია, პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 1 აგვისტოს ცესკოს წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტიის […]
რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ევროპელი ხალხის პარტიის (EPP) წევრი, რობერტა მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. კენჭისყრაში ახლად დაკომპლექტებული ევროპარლამენტის 720 წევრიდან 623 მონაწილეობდა, რომელთაგან მეცოლას 562-მა დაუჭირა მხარი. მეცოლას გარდა, პრეზიდენტობის კანდიდატი ესპანეთის თანასწორობის ყოფილი მინისტრი, მემარცხენეების ირენ მონტერო იყო, რომელმაც 61 ხმა მიიღო. EPP-ის წევრი პოლიტიკოსი პირველად ევროპარლამენტის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წლის იანვარში აირჩიეს. მეცოლა ევროპარლამენტის პრეზიდენტის […]
ბათუმში, მეექვსე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი დაიღუპა

ბათუმში, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად 2 წლამდე ბავშვი დაიღუპა. ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში ხანძარს 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ესმხვერპლა

თბილისში, წმინდა ბარბარეს უბანში საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 30 წლამდე მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დაუდასტურა, ამ წუთისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია.
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind Tbilisi-ის ღონისძიებაზე Grammarly-ის წარმომადგენელი გამოცდილებას გააზიარებს

საქართველოს ბანკისა და Startup Grind-ის ღონისძიებების სერია გრძელდება. ამჯერად, 18 ივლისს, თბილისში, სტარტაპერებთან და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებთან შეხვედრას მსოფლიოში ცნობილი კომპანიის, Grammarly-ის ინჟინერი და Gymnasia-ს დამფუძნებელი, იგორ კონონუჩენკო გამართავს. Grammarly ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ტექნოლოგიური სტარტაპია, რომელმაც ინგლისურენოვანი ტექსტის რედაქტირების ხელსაწყო შექმნა. იგი პირველი „უნიკორნი“ სტარტაპია უკრაინიდან, შეხვედრა კი, Grammarly-ის მაგალითზე დაყრდნობით, ტექნოლოგიური კომპანიების გამოწვევებს შეეხება. […]
მეცოლა მეორე ვადით აირჩიეს ევროპარლამენტის პრეზიდენტად

რობერტა მეცოლას 16 ივლისს ფართო უმრავლესობამ დაუჭირა მხარი და ის კიდევ ერთხელ აირჩიეს ევროპარლამენტის პრეზიდენტად. მეცოლა პირველი ქალია, რომელიც ევროკავშირის კრების თავმჯდომარე მეორე ვადით გახდა. მეცოლა – მალტელი კანონმდებელი – ბოლო 20 წლის მანძილზე პირველი ქალია, რომელიც 2022 წელს ევროკავშირის პარლამენტის ხელმძღვანელი გახდა და მეორეა გერმანელი მარტინ შულცის მერე, რომელიც ევროპარლამენტის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს […]