მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე ციხეში შიმშილობის დაწყების შესახებ

ამნისტიის კანონპროექტის გაფართოების მოთხოვნით, საქართველოს რამდენიმე ციხეში არაერთმა პატიმარმა დაიწყო შიმშილობა – ამ ინფორმაციას ავრცელებენ ტელეკომპანიები „TV პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“. მათი ცნობით, პატიმართა ნაწილმა შიმშილობა დაიწყო ქსნის, რუსთავისა და გლდანის პენიტენციურ დაწესებულებებში. „TV პირველთან“ სატელეფონო საუბარში ერთ-ერთი პატიმარი ამბობს, რომ მათი მოთხოვნაა, პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულ ამნისტიის კანონპროექტს საყოველთაო სახე ჰქონდეს და ყველა მსჯავრდადებულს […]

თბილისში ხანძარს 30 წლამდე კაცი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, თბილისში, წმინდა ბარბარეს დასახლებაში, ხანძრის შედეგად 30 წლამდე კაცი დაიღუპა. როგორც სამსახურის პრესცენტრში უთხრეს რადიო თავისუფლებას, ცეცხლი ორსართულიან საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები. ამ დროისთვის ხანძარი ჩამქრალია.

იუსტიციის მინისტრი – ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია

გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! , – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, „პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა“. „ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან […]

საქართველოს მთავრობა ოლიმპიურ ჩემპიონებს მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებს ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებს 250 ათას ლარს გადასცემს

საქართველოს მთავრობა ოლიმპიური ჩემპიონებისთვის მილიონ ლარს, ვერცხლის მედალოსნებისთვის ნახევარ მილიონს, ხოლო ბრინჯაოს პრიზიორებისთვის 250 ათას ლარს გამოყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გაგრძელდება მხარდაჭერა ქართული სპორტის, ქართველი ოლიმპიელების, ოლიმპიური გუნდის მიმართ და ეს მხარდაჭერა წლიდან წლამდე უფრო მეტად გაიზრდება. „ტრადიციულად […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ADA უნივერსიტეტთან პარტნიორობით, „ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა 2024“-ს მასპინძლობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამი დღის განმავლობაში „ბაქოს ენერგეტიკის საზაფხულო სკოლა 2024“-ის (Baku Summer Energy School (BSES) 2024) დასკვნით ნაწილს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. სტუ-ის ცნობით, რიგით მე-18 BSES-ი ADA უნივერსიტეტის, ADA-თან პარტნიორობის ფონდის, bp აზერბაიჯანის, აზერბაიჯანული სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის, GL-ის, KOLIN-აზერბაიჯანის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პარტნიორობითა და ორგანიზებით ბაქოსა და თბილისში […]

გალტ & თაგარტი კაპიტალის ბაზრების შესახებ ვებინარს გამართავს

„გალტ & თაგარტი,“ ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო – კვლევითი ბანკი, 18 ივლისს 19:00 საათზე კაპიტალის ბაზრის სიახლეებით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს. ვებინარზე სპიკერები 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვას, მიმდინარე წლის მოლოდინებსა და „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების კვლევებს წარმოადგენენ. ვებინარის სპიკერები არიან ნიკოლოზ მაზანაშვილი, „გალტ & თაგარტის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსი და […]

პრემიერი – მთავარია, რაც შეიძლება მეტი წარმატება ოლიმპიურ თამაშებზე, მეტი ჩემპიონი, მეტი მედალი და დარწმუნებული ვარ, პარიზის ოლიმპიური თამაშები იქნება აბსოლუტურად გამორჩეული ჩვენი გუნდისთვის

მომდევნო კვირების განმავლობაში მთელი ჩვენი საზოგადოების ყურადღება თავიდან ბოლომდე ოლიმპიურ თამაშებზე იქნება მიმართული. თქვენ იცით, რამდენად დიდია ინტერესი, განსაკუთრებით ბოლო პერიოდის განმავლობაში, ქართული სპორტის მიმართ და რა თქმა უნდა, ოლიმპიური თამაშები არ იქნება ამ თვალსაზრისით გამონაკლისი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ოლიმპიელების გაცილების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა წარმატებები […]

შალვა პაპუაშვილი მეცოლას – გილოცავთ ევროპარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას – მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დავუახლოვოთ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას ხელახლა არჩევას ულოცავს. პარლამენტის თავმჯდომარე მეცოლას წარმატებას უსურვებს. “პატივცემულო რობერტა, გილოცავთ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტად ხელახლა არჩევას. გისურვებთ წარმატებას თქვენს ძალისხმევაში, გააძლიეროთ „დემოკრატიის სახლი“ და მისი როლი ევროკავშირის საქმეებში. გიდასტურებთ, რომ მოწადინებულები ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან, რათა გავაძლიეროთ ჩვენს პარლამენტებს შორის ურთიერთობები და საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დავუახლოვოთ”, […]

„საქართველოსთვის“ – მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის კანონიერებით

დღემდე უცნობია, რა რეაგირება მოჰყვა ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ ათეულობით მუქარაზე ჩვენს მიერ სამსახურში 6 ივნისს შეტანილ დასაბუთებულ განცხადებას. მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, დაინტერესდეს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობით, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს. როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო უწყებები პირდაპირ ჩაერთნენ ხელისუფლების დანაშაულებრივ გარიგებაში კრიმინალებთან. გარიგება შეეხებოდა არასწორი კვალიფიკაციით გამოძიების ფორმალურად დაწყებას […]

შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის აჭარაში აქტიური სარეკლამო კამპანიები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კამპანიის ფარგლებში მონაწილე ფოტოგრაფები აჭარაში მოგზაურობენ და შთაბეჭდილებებს ათასობით გამომწერს უზიარებენ. „აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს. პროექტ „გამომყევი აჭარაში“, რომელიც ივლისიდან დაიწყო […]