შიდა ტურიზმის პოპულარიზაციისთვის აჭარაში აქტიური სარეკლამო კამპანიები მიმდინარეობს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, კამპანიის ფარგლებში მონაწილე ფოტოგრაფები აჭარაში მოგზაურობენ და შთაბეჭდილებებს ათასობით გამომწერს უზიარებენ.
„აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი შიდა ტურიზმის სტიმულირების მიზნით აქტიურ სარეკლამო კამპანიებს აწარმოებს. პროექტ „გამომყევი აჭარაში“, რომელიც ივლისიდან დაიწყო 20-მდე კონტენტ-კრეატორი და ფოტოგრაფია დარეგისტრირებული. კამპანიის ფარგლებში მონაწილეები აჭარაში მოგზაურობენ და შთაბეჭდილებებს ათასობით გამომწერს უზიარებენ. პარალელურად მიმდინარეობს რადიო რეკლამა ფორტუნა ჰოლდინგის ოთხივე რადიოსადგურში. რადიორეკლამისას აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს საქართველოს მასშტაბით ყოველკვირეულად ფორტუნას ნახევარმილიონზე მეტი მსმენელი ეცნობა. შიდა ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით ბათუმში ასევე მიმდინარეობს ქუჩის მხატვრობის ფესტივალი, რომლის ფარგლებშიც ქალაქს ულამაზესი ქუჩის მხატვრობა შეემატება. აჭარის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების, ახალი მარშრუტების პოპულარიზაციის მიზნით დეპარტამენტი ორგანიზებას უწევს მედია ტურებს ქართველი ფოტოგრაფების, ინფლუენსერებისა და ჟურნალისტებისთვის“ , – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად