კაპიტალის ბაზრების შესახებ ვებინარს გამართავს

,“ ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო – კვლევითი ბანკი, 18 ივლისს 19:00 საათზე კაპიტალის ბაზრის სიახლეებით დაინტერესებული პირებისთვის ონლაინ ვებინარს გამართავს. ინფორმაციას „“ ავრცელებს.
ვებინარზე სპიკერები 2024 წლის პირველი ნახევრის მიმოხილვას, მიმდინარე წლის მოლოდინებსა და „გალტ & თაგარტის“ კაპიტალის ბაზრების კვლევებს წარმოადგენენ.
ვებინარის სპიკერები არიან ნიკოლოზ მაზანაშვილი, „გალტ & თაგარტის“ გაყიდვების ჯგუფის უფროსი და გიორგი ცქიტიშვილი, „გალტ & თაგარტის კაპიტალის“ ბაზრების ასოცირებული მკვლევარი.
ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, კაპიტალის ბაზრის ტენდენციების შესახებ შეკითხვები დასვან, ამასთან, გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს გაეცნონ.
„მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს, ინვესტიციებით დაინტერესებულ ადამიანებს, ანალიტიკოსებს, ფინანსისტებს თუ სხვა პირებს საფონდო ბირჟისა და საინვესტიციო მიმართულებით 2024 წლის პირველი ნახევრის სიღრმისეული მიმოხილვა გავაცნოთ, გავუზიაროთ მათ სასარგებლო მიგნებები, პროგნოზები და კაპიტალის ბაზრის დინამიკურ გარემოში მათთვის გზამკვლევის როლი შევასრულოთ. „გალტ & თაგარტი“ უკვე 20-წელზე მეტია, მომხმარებლებს საინვესტიციო კვლევების, ფინანსური კონსულტაციებისა და აქტივების მართვის კუთხით დახმარებას უწევს და მუდმივად განახლებულ ინფორმაციას აწვდის. ჩვენ მომავალშიც არაერთ ინიციატივას შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებლებს“, – ამბობენ „გალტ & თაგარტში“.
ვებინარზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: Galt & Taggart-ის ვებგვერდს.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს