,, შენს ძმას რომ ვიპოვი, შენს კაბინეტში ორივე ყურს მოვაჭრი და გაჩუქებ, მერე წადიო…” – რა ინფორმაციას ავრცელებს გივი თარგამაძე

გივი თარგამაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,სინჯიკაშვილი გადადგაო. ეგ რამე გარიგების ნაწილი არ გეგონოთ. გადადგა, იმიტომ რომ ვეღარ ჩამოვა, სადაც არის, იქიდან. ვერ ჩამოვა იმიტომ, რომ ივანიშვილის რეჟიმის პირადმა მცველმა ხარებამ მის მიერ შესარიგებლად გამოგზავნილ ტიპს უთხრა – აქამდე რომ მოსულიყავით, თითო ყური და ჩადებული ნარკოტიკი, ციხე დამაყაბულებდაო. აწი ორორი ყური და…. ვინც ჭორიკანად არ მთვლით, […]

,,გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია“ – რატი ბრეგაძე

იუსტიციის მინისტრი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების პროტესტს სოციალურ ქსელში ეხმაურება: ,,გავრცელებული ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ არის დეზინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას! პირდაპირი, ან ირიბი ფორმით პატიმრების წახალისება შიმშილობისკენ დიდი მავნებლობაა. ოპოზიციას და მედიას, რომელსაც ადამიანურობის პრეტენზია აქვს, არ უნდა სჭირდებოდეს შეხსენება, რომ ადამიანის ჯანმრთელობითა და სიცოცხლით მხოლოდ ნამუსისგან დაცლილი ბოროტმოქმედები თამაშობენ […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, თავისუფალია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე. უწყების ცნობით, იგი უკვე ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა. სუსში აცხადებენ, რომ თეიმურაზ ხომასურიძის გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენეს როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე სხვა ინსტრუმენტები. “საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ […]

ევროკავშირის ახალი პარლამენტი უკრაინის შესახებ ახალ რეზოლუციას უყრის კენჭს

17 ივლისს ევროპის პარლამენტის ახალი შემადგენლობა კენჭს უყრის იურიდიული ძალის არმქონე რეზოლუციას უკრაინის შესახებ. რეზოლუციის პროექტის თანახმად, რომლის ასლიც რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა მოიპოვა, ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის მიმართ მხარდაჭერას და გმობს რუსეთის შეჭრას ამ ქვეყანაში. ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში წერია, რომ რუსეთის ქმედება უკრაინაში არის „ომის დანაშაული და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.“ რეზოლუცია, რომლის ფონია ევროკავშირის […]

ბიუჯეტი საქართველოს რკინიგზას სამგზავრო გადაყვანების კომპენსირებისთვის 8 მილიონ ლარს გადაუხდის

საქართველოს რკინიგზა სახელმწიფო ბიუჯეტიდან წელს 8 მილიონ ლარს მიიღებს – ამას ითვალისწინებს რკინიგზასა და ეკონომიკის სამინისტროს სსიპ “სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს” შორის გაფორმებული შეთანხმება. რკინიგზა ანაზღაურებას მიიღებს სამგზავრო გადაყვანების სერვისის კომპენსირების სახით, რადანაც ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, დაფინანსება აუცილებელია, რადგანაც სამგზავრო გადაყვანების სეგმენტი კომპანიისთვის ფინანსურად ზარალიანია. აღნიშნული კომპენსაცია სწორედ ამ ზარალის დაფარვას მოხმარდება. რკინიგზა წლების განმავლობაში მიუთითებს, […]

რა ეტაპზეა Gazelle Finance Georgia-ს $50-მილიონიანი ფონდის შექმნა?

საინვესტიციო ფონდ Gazelle Finance Georgia-ს საინვესტიციო მანდატი დასრულებული აქვს, თუმცა მეორე, $50-მილიონიანი ფონდის შექმნაზე მუშაობს, რისთვისაც $10 მილიონის ინვესტიცია უკვე მოზიდულია. როგორც ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნათია ჯანელიძემ BMG-სთან განაცხადა, ამ ეტაპზე ძირითადი აქცენტი იმ კომპანიებიდან გამოსვლაზეა, სადაც ფონდს ინვესტიციები აქვს ჩადებული. „ფონდს ახალი ინვესტიციების გაკეთების მანდატი უკვე აღარ აქვს. ჯერჯერობით, პორტფელში ათამდე ინვესტიციაა და პირველი […]

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „თეიმურაზ ხომასურიხის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) მიერ ოპერირებადი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური […]

სუს-ი: საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თეიმურაზ ხომასურიძე თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. განცხადებაში სუს-ი წერს, რომ “ხომასურიძის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ცხელი ხაზის მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.” “საქართველოს […]

მეცოლა: მზად უნდა ვიყოთ, უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს ევროპის ხელი გავუწოდოთ

ჩვენ ვართ ის, ვინც ავღანეთში სერიოზული საფრთხის ქვეშ მყოფი ქალების, ირანელი გოგონებისა და სტუდენტების, სვეტლანა ტიხანოვსკაიას, თავისუფალი და დემოკრატიული ბელარუსისთვის მებრძოლი უსამართლოდ დაკავებული [ქალების], მამაცი და კვლავ მებრძოლი ეზიდი გოგონების, იულია ნავალნაიას და მსოფლიო მასშტაბით ყველა იმ [ქალის] გვერდით უნდა დავდგეთ, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ ცრემლსადენ გაზს და თან ჩვენს ევროპულ დროშას აფრიალებენ. ეს არის ის, […]

ბრეგაძე: ინფორმაცია მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ დეზინფორმაციაა

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე “დეზინფორმაციას” უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას მოშიმშილე პატიმრების რაოდენობის შესახებ და ამტკიცებს, რომ ეს “საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად”. ფორმულასთან საუბრისას დღეს ადვოკატებმა თქვეს, რომ ქუთაისის მე-2 პენიტენციურ დაწესებულებაში დაახლოებით 20 პატიმარი უკვე მე-4 დღეა შიმშილობს. ისინი ქართული ოცნების მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონპროექტის მუხლების გაფართოებას ითხოვენ. იუსტიციის მინისტრი ხაზს უსვამს რაოდენობას, თუმცა პატიმრების […]