ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი – სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მოუთმენლად ველი

სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მოუთმენლად ველი, – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს. „დღეს დილით, პირველ რიგში, სამოქალაქო საზოგადოებას შევხვდი, შემდეგ ირაკლი კობახიძეს და შალვა პაპუაშვილს. მოუთმენლად ველი შეხვედრებს სახალხო დამცველთან, ბიძინა ივანიშვილთან და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ხვალ ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან […]

გია ვოლსკი – ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი და ახალგაზრდა, ვინც ქუჩაში დგას, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ განხილულია, როგორც საზარბაზნე ხორცი – მსხვერპლის მეშვეობით უნდათ პროცესი განავითარონ, ეს იგივეა, რაც „ორი ტრუპის“ მოთხოვნა

ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტი და ნებისმიერი ახალგაზრდა, ვინც ქუჩაში დგას, „მაკკეინის ინსტიტუტის“ მიერ განხილულია, როგორც საზარბაზნე ხორცი, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, „მაკკეინის ინსტიტუტმა“ თავის განცხადებაში აღიარა, რომ „სწორედ მსხვერპლის მეშვეობით უნდათ განავითარონ ის პროცესი, რამაც შეიძლება საქართველოში ცეცხლის ალი კიდევ ააგიზგიზოს უფრო ფართო მასშტაბით, ვიდრე რამდენიმე დღის განმავლობაში ვიხილეთ“. […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება

საავტომობილი გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს: „დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საავტომობილო გზის კმ41-კმ106 მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“

ნიღბიანები წიხლებით მირტყამდნენ, ორჯერ დავკარგე გონება, მხარი მაქვს მოტეხილი და 18 დღეა ვწევარ – ავთანდილ კუჭავა

ბიზნესმენს, რომლის სასმართლო პროცესი სანქცირებულმა მოსამართლემ, ნინო ენუქიძემ გადადო, ბეჭის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს – ავთანდილ კუჭავა “პირველებთან” დეტალურად იხსენებს იმ სასტიკ ძალადობას, რომელას მისი თქმით, მასზე შავნიღბიანები ახორციელებდნენ. ირკვევა, რომ ცემის დროს, ბიზნესმენს ორჯერ ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი. მასთან ერთად ნაცემია მისი მეგობარიც. ჩემი მეგობარი თვალთახედვიდან რომ დავკარგე, უკან მოვიხედე და უკვე ძირს […]

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საავტომობილო გზის კმ41-კმ106 მონაკვეთზე შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

Inter RAO-მ საქართველოსა და აზერბაიჯანს ავარიული სიტუაციების დროს, ჯამში 600 მეგავატი ელექტროენერგიის იმპორტის თხოვნით მიმართა

საქართველომ და აზერბაიჯანმა დაადასტურეს მზადყოფნა რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი განახორციელონ. ამის შესახებ Inter RAO-ს გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა ARVE კონფერენციაზე. მისი თქმით, აზერბაიჯანში გვითხრეს, რომ შეუძლიათ 250-300 მეგავატიანი დახმარების გაწევა, მაგრამ სიტუაციიდან გამომდინარე მიიღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა პანინა აღნიშნავს, რომ საქართველო რუსულ მხარეს ელექტროენერგიის მიწოდებას წინასწარ ვერ ჰპირდება და საბოლოო გადაწყვეტილებას სიტუაციის მიხედვით მიიღებს. ცნობისთვის, […]

გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ფორმულას შსს-ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს. 17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე უცნობი ადამიანი გიორგი ვაშაძისთვის სავარაუდოდ სახრახნისის დარტყმას ცდილობდა. არსებობს თავდასხმის მცდელობის ამსახველი ვიდეომასალაც. გიორგი ვაშაძე არ დაშავებულა, […]

კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა, მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს

კითხვა, რისთვისაც აქ მოვედი, რომ დამესვა, მარტივია: დააჩქარებთ ტრანზიციას, თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ? ქართველები სიმტკიცეს არ დაკარგავენ, მაგრამ ველით, რომ ევროპა ინიციატივას გამოიჩენს უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის, ევროპული მომავლისთვის და თქვენი მომავლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაიმარჯვებენ და მათ ბოლომდე მხარდაჭერა სჭირდებათ. მეორე მხრივ, ჩვენ არა სამხედრო გზით, მაგრამ შიშველი ხელებით სხვაგვარად […]

ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში

ევროპა მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ ომში, რასაც ვერ ამთავრებენ, პირიქით, ცეცხლის ხაზი მათ საზღვრებს უახლოვდება და სურთ ეს ცეცხლი ჩვენკენ გადმოისროლონ. ამიტომ სურთ “მაიდანი” საქართველოში „არავის სჯერა, რომ ევროპული სახელმწიფოები მართლაც ჩვენს დემოკრატიაზე და ევროპულ მომავალზე წუხან და მხოლოდ ამიტომ წნეხენ მოქმედ ხელისუფლებას. მათ მხოლოდ საკუთარი ბედი ადარდებთ“- წერს პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე […]

ევროპის საბჭოს მდივნის მცდელობა, რომ მოუსმინოს ყველა მხარეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საქართველო ევროპული ოჯახისათვის

პარლამენტის წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს მდივანთან შეხვედრას მედიასთან აფასებს. დეპუტატის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს პროტესტი, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს და ალენ ბერსეს მიაწოდეს ინფორმაცია დემონსტრანტების მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით. ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, რომ ევროპული საბჭოს მდივნის სურვილი – მოისმინოს ყველა მხარის პოზიცია, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის მნიშვნელოვანია და დიდია დაინტერესება სხვადასხვა ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს […]