ვლადიმერ ბოჟაძე – ევროპარლამენტში ვნახეთ პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად, არ შედგა

ევროპარლამენტში ვნახეთ პერფორმანსი, რომელიც ფაქტობრივად, არ შედგა – მათ ჰქონდათ სურვილი, რაც მასა შექმნილიყო, თუმცა ვნახეთ, რომ იმ ევროპარლამენტარების მობილიზება მოახერხეს, ვინც ტრადიციულად, საქართველოს წინააღმდეგ განცხადებებით გამოირჩევიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა, რითაც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა. მისი თქმით, პრეზიდენტის ვიზიტი ემსახურებოდა სიტუაციის კიდევ უფრო მეტად დაძაბვას, პოლარიზაციის […]
ევროპარლამენტარი ვალერი ჰაიერი – სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო, ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს – ქართველებს ახალი, სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს

ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ, სხვა გზა არ არსებობს, – ამის შესახებ ფრანგი ევროპარლამენტარი, ვალერი ჰაიერი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპას განსაცვიფრებელი ამბავი უამბო იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება. ამან ყველა ევროპელს სისხლი უნდა გაუყინოს. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ეს ევროპასაც ეხება. ქართველებს ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სჭირდებათ. სხვა […]
არასამთავრობოები – ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, ჯვარს – აიძულებდნენ, ეთქვათ საკუთარი თავის მიმართ დამამცირებელი ფრაზები ან ექოთ „ხარება“

ცემასთან ერთად, სპეცრაზმელები ძარცვავდნენ დაკავებულებს, ართმევდნენ ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, მობილურ ტელეფონს, ჩანთას, საფულეს, სათვალეს, ჯვარს და სხვა პირად ნივთებს – აიძულებდნენ ეთქვათ საკუთარი თავის მიმართ დამამცირებელი ფრაზები ან ექოთ ზვიად ხარაზიშვილი (ე.წ. ხარება). რიგ შემთხვევებში, ნაცემ დაკავებულებს ვიდეოს პირადად გდდ-ის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი უღებდა, – ამის შესახებ არასამთავრობო სექტორების ხელმძღვანელების მიერ ერთობლივად გაკეთებულ განცხადებაშია აღნიშნული. „საერთაშორისო […]
რა საკითხებზე ესაუბრა შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს?

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „შალვა პაპუაშვილმა ალენ ბერსეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესი და შედეგები გააცნო. პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ესაუბრა და ძალადობრივი პროტესტის ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ […]
“ვიცი, მისი განათლების დონე, პატრიოტიზმი…“- ზურა ხაჩიძე მიხეილ ყაველაშვილზე

“ქუჩის ბიჭების“ მომღერალი ზურა ხაჩიძე ჩვენთან ინტერვიუში ამბობს, რომ წინასაახალწლო კონცერტებში ჯგუფთან ერთად აუცილებლად გამოვა. მისი თქმით, ვინც ფიქრობს, კოლეგებიდან, რომ ახალი წელი სამძიმარი უნდა იყოს, მისი ნება. სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ასევე კმაყოფილია ახალარჩეული პრეზიდენტის. მიშა ყაველაშვილი ზურას დიდი ხნის მეგობარია და არც მის პატრიოტიზმში ეპარება ეჭვი და არც განათლებაში – რაც შეეხება კონცერტებს ამ […]
“საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არ გააშუქა ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნულია, რომ საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პირდაპირ ეთერში არ გააშუქა სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გამოსვლა. “საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც “მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის თანახმად, ვალდებულება აქვს უზრუნველყოს ევროკავშირში ინტეგრაციის პოპულარიზაცია და რომელიც ამტკიცებს, რომ არის დაბალანსებული და ობიექტური მედია, პირდაპირ ეთერში არ აშუქებს საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტისადმი მიმართვას; […]
“ხვალ, თუ დასჭირდებათ, იტყვიან, რომ ესპანეთი, იტალია და რუმინეთი, როგორც ქვეყნები, საერთოდ არ არსებობენ“ – რას წერს დათო გორგილაძე
ჟურნალისტი და მწერალი დათო გორგილაძე სოციალურ ქსელში წერს და რუმინეთის, იტალიისა და ესპანეთის საგარეო უწყებების განცხადებების საპასუხოდ, პირემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის მიერ გაკეთებულ კომენტარებს ეხმაურება. “ნუ ელოდებით, რომ კობახიძე და მდინარაძე უხერხულში ჩაცვივდებიან ტყულში ყოველი მომდევნო მხილების გამო გუშინ მადლობა გადაუხადეს 5 ქვეყანას; ხუთიდან სამმა შემოუთვალა, ხომ არ გძმარავთო; დღეს […]
რატომ ჩამოვიდა ევროპის საბჭოს გენმდივანი საქართველოში

საქართველოში ვიზიტით ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსე იმყოფება, რომელიც უკვე შეხვდა „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს. ალენ ბერსეს ვიზიტი და ირაკლი კობახიძესთან შეხვედრა „ქართულ ოცნებაში“ მათ „ლეგიტიმაციაზე სპეკულაციების დასრულებად“ შეაფასეს. ევროპის საბჭო არ არის ევროკავშირის შემადგენელი ნაწილი. ევროპის საბჭო ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით შექმნილი გაერთიანებაა, რომლის წევრიც საქართველო უკვე არის. ალენ ბერსესთან ირაკლი კობახიძის […]
გიორგი ვაშაძე – ქმედება, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა ჩადენილი, სისხლის სამართლის კოდექსით ფასდება, როგორც მკვლელობის მცდელობა – შსს-დან რეაგირება არ მომხდარა, რაზეც ხელს ვადებ პერსონალურად ბიძინა ივანიშვილს

ქმედება, რომელიც ჩემ წინააღმდეგაა ჩადენილი, სისხლის სამართლის კოდექსით ფასდება, როგორც მკვლელობის მცდელობა – შსს-დან რეაგირება არ მომხდარა, რაც ცალსახად მიუთითებს, რომ ამ ყველაფრის დამკვეთი არის ივანიშვილის რეჟიმი და პერსონალურად ხელს ვადებ ბიძინა ივანიშვილს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ გუშინ, რუსთაველის გამზირზე მის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა. ვაშაძის თქმით, მის მიერ […]
მირიამ ლექსმანი – ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა დიდი პატივი და პრივილეგია იყო – ქართველ ხალხს, როცა ისინი თავიანთ თავისუფლებას იცავენ, სიტყვითაც და საქმითაც მხარი უნდა დავუჭიროთ

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნამდვილი პატრიოტია, – ასე ეხმაურება სლოვაკი ევროპარლამენტარი, მირიამ ლექსმანი ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას. „ევროპარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა დიდი პატივი და პრივილეგია იყო. ის ნამდვილი პატრიოტია. ქართველ ხალხს, როცა ისინი თავიანთ თავისუფლებას იცავენ, სიტყვითაც და საქმითაც მხარი უნდა დავუჭიროთ“, – წერს მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში.