„დაფიონის“ დამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე უკრაინაში საბრძოლველად წავიდა

სტუდენტური მოძრაობა „დაფიონის“ თანადამფუძნებელი ზვიად ცეცხლაძე უკრაინაში საბრძოლველად წავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს. აქტივისტის თქმით, ის უკრაინაში მებრძოლ „ქართულ ლეგიონს“ შეუერთდა და ამჟამად კიევში იმყოფება, სადაც სწავლებას გადის: „მოგესალმებით უკრაინიდან. შევუერთდით ქართულ ლეგიონს. ამჟამად ვიმყოფები კიევში და გავდივარ სწავლებას. დიდება საქართველოს🇬🇪 Слава Украине“ — წერს ცეცხლაძე. სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“ რუსული კანონის საწინააღმდეგო […]
ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერა — მას კოვიდი დაუდასტურდა

აშშ-ის დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა ჯო ბაიდენმა საარჩევნო კამპანია დროებით შეაჩერა — მას ოთხშაბათს Covid-19 დაუდასტურდა. ამერიკული მედია ბაიდენის გარემოცვაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პრეზიდენტი მკურნალობას თავის სახლში, დელავერში გადის, სრულად ასრულებს საპრეზიდენტო მოვალეობებს, რაც შეეხება ვირუსს, მას აქვს მსუბუქი სიმპტომები, არის ვაქცინირებული და ამჟამად იღებს კოვიდის სამკურნალო პრეპარატ პაქსლოვიდს. ბაიდენის ავადმყოფობამ დამატებით გააძლიერა წუხილები იმასთან […]
კომიტეტმა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად არჩევას მხარი დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გიორგი გაბიტაშვილის გენერალურ პროკურორად არჩევას მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა, სადაც გაბიტაშვილს მოუსმინეს, დღეს, 18 ივლისს, დილით გაიმართა. ამასთან, კომიტეტის გადაწყვეტილებით, გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურას პლენარულ სხდომაზე კენჭს დღესვე, განხილვის გარეშე, უყრიან. პარლამენტი გენერალურ პროკურორს 6 წლის ვადით ირჩევს და ამისთვის 76 ხმა სჭირდება, რისი რესურსიც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობასაც აქვს. გიორგი გაბიტაშვილი გენერალური […]
ბელარუსის სანომრე ნიშნიანი ავტომანქანები ესტონეთსა და ლიეტუვაშიც ვეღარ შევლენ

ბალტიის კიდევ ორმა ქვეყანამ აკრძალა თავიანთ ტერიტორიებზე ბელარუსის სანომრე ნიშნიანი ავტომანქანების შესვლა. ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 17 ივლისს განაცხადა, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ივლისის დასაწყისში ევროკავშირმა გაამკაცრა ბელარუსის საწინააღმდეგო სანქციები, რათა აღკვეთოს უკრაინაში ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლა. ესტონეთის მიერ ამოქმედებული აკრძალვა არ ვრცელდება მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნით მოძრავ და დიპლომატიური სანომრე […]
მიხეილ დაუშვილი – მოქალაქეები არ გაიზიარებენ იმას, რომ 12 წლის თავზე, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, თურმე ვიღაცამ უნდა გაასამართლოს „ნაცმოძრაობა“ – „ოცნება“ სრულად არის აწყობილი ტყუილზე

ჩვენი მოქალაქეები უბრალოდ არ გაიზიარებენ იმას, რომ 12 წლის თავზე თურმე არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ვიღაცამ უნდა გაასამართლოს „ნაცმოძრაობა“ – ეს ყველაფერი არის მოქალაქეების მოტყუების მცდელობა, – ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოცნება” ტყუილებს ამბობს იმისათვის, რომ ხალხის მხარდაჭერა მოიპოვოს. “საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ მიდის ტყუილთან. […]
ტაილანდის ერთ-ერთ სასტუმროში ციანიდით მოწამლული 6 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ტაილანდში, ბანგკოკის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში ციანიდით მოწამვლის შედეგად დაღუპული ექვსი ადამიანის ცხედარი, 16 ივლისს, გვიან ღამით აღმოაჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტაილანდის ხელისუფლებაა ავრცელებს. პოლიციისა და საავადმყოფოს ცნობით, სწრაფი მოქმედების, მომაკვდინებელი ქიმიური ნივთიერების კვალი Grand Hyatt Erawan-ის ოთახში აღმოაჩინეს, როგორც სასმელ ჭიქებსა და ჩაიდანზე, ასევე ცხედრების გაკვეთის დროს. პოლიციის ცნობით, სასმელში ციანიდი დაღუპულთაგან ერთ-ერთმა შეურია. ამჟამად, […]
რუსეთმა უკრაინა დაბომბა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები
18 ივლისის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონზე იერიში მიიტანა. შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა ორი ადამიანი. “დაახლოებით 2:30 საათზე, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს. დაიღუპა 60 წლის ქალი, ჭრილობები მიიღეს 69 და 80 წლის კაცები. იერიშის შედეგად დაზიანდა 4 საცხოვრებელი სახლი”. – წერს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი. გარდა […]
რუსეთმა უკრაინა დაბომბა, დაღუპულია ერთი ადამიანი, არიან დაშავებულები

18 ივლისის ღამეს, რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის ოლქში, კუპიანსკის რაიონზე იერიში მიიტანა. შედეგად დაიღუპა ერთი ქალი და დაშავდა ორი ადამიანი. “დაახლოებით 2:30 საათზე, დაბომბვის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს. დაიღუპა 60 წლის ქალი, ჭრილობები მიიღეს 69 და 80 წლის კაცები. იერიშის შედეგად დაზიანდა 4 საცხოვრებელი სახლი”. – წერს ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი ოლეგ სინეგუბოვი. გარდა […]
საკონსტიტუციოს მოსამართლე როინიშვილის ცოლი რუსეთის ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილის ცოლი, დიანა ცინდელიანი რუსეთის მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროში მუშაობდა. ვასილ როინიშვილის 2023 წლის დეკლარაციის თანახმად, დიანა ცინდელიანი რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროში იურიდიული დეპარტამენტის კანონპროექტებზე მუშაობის განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციას 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ოქტომბრამდე იკავებდა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ცინდელიანს სამუშაო პერიოდის განმავლობაში მიღებული აქვს 1130,41 რუბლი თანამდებობრივი […]
ევროკავშირი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგს დაიწყებს

17 ივლისს ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ დიალოგის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. ევროკომისია მომავალ თვეებში სომხეთის მთავრობასთან ვიზალიბერალიზაციის დიალოგის სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს. “[დიალოგი] ეხება დოკუმენტების უსაფრთხოებას, საზღვრებს, არალეგალური მიგრანტების უკან მიღებას, ასევე შეეხება ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საკითხსაც. აქ არის ასობით გვერდი, რაც უნდა შეასრულოს სომხეთმა და ამას წლები დასჭირდება” – წერს რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ […]