გია ჯაფარიძე – ამ 100 დღეში ჩვენ მივალთ ყველა უბანში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს

ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მართლა არის ისტორიულ გზაგასაყარზე, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გია ჯაფარიძემ განაცხადა. მისი თქმით, დარჩენილი 100 დღის განმავლობაში „ერთიანობის” წევრები მთელს საქართველოს მოივლიან, რადგან ყველა ოჯახში მიიტანონ ევროპული მომავლის სიტყვა. „ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს. საქართველო მართლა არის ისტორიულ გზაგასაყარზე. ჩვენ ვერთიანდებით თავისუფლებისთვის, ვერთიანდებით საქართველოსთვის, ვერთიანდებით საქართველოს გამარჯვებისთვის, ვერთიანდებით ქართველ ხალხთან, […]

ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ორგანიზებითა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით განახლებული ჟურნალ „რიწის“ სპეციალური, ქართულ-ინგლისურენოვანი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, ჟურნალის ახალი ნომრის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ და ქართველებისა და აფხაზების ურთიერთობებზე, სახალხო დიპლომატიისა და აღნიშნული ლიტერატურული პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, აფხაზეთის კულტურის, […]

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ქართული მხარე ევროპელ […]

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ქართული მხარე ევროპელ […]

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვია

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში, საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 3 ბავშვი, – ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჟერალდ დარმანინი ავრცელებს. ჟერალდ დარმანინის ცნობით, ხანძარი ქალაქ ნიცაში, მულინსის რაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულზე გაჩნდა, რის შედეგადაც 7 ადამიანი, მათ შორის, 3 ბავშვი დაიღუპა. ადგილობრივი პროკურატურის განცხადებით, გამოძიება არ გამორიცხავს, რომ […]

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის პოსტზე გიორგი გაბიტაშვილის არჩევას მხარი დაუჭირა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ პლენარულ სხდომაზე განხილვის გარეშე წარმართულიყო გიორგი გაბიტაშვილის არჩევასთან დაკავშირებით კენჭისყრის პროცედურა. მის ამ ინიციატივას იურიდიულ საკითხმა მხარი დაუჭირა. „გთავაზობთ კენჭი ვუყაროთ დასკვნას, რომ დადებითი რეკომენდაცია დღესვე გაეგზავნოს პლენარულ სხდომას და პლენარულ სხდომაზე მოხდეს განხილვის გარეშე […]

გიორგი გაბიტაშვილი – ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო 5 წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები

ექსტრადიციის მიმართულებით საქართველოს პროკურატურა კომპეტენტური ორგანოა, ჩვენ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ექსტრადიციის ძალიან კარგი შედეგები, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. „ექსტრადიციის დროს, ჩვენი მოთხოვნების 90 პროცენტი დაკმაყოფილებულია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. 100 პროცენტიანი დაკმაყოფილების შედეგი არცერთ სახელმწიფოს არ […]

რუსეთი: გავანადგურეთ 35 უკრაინული დრონი და 10 უეკიპაჟო კატერი

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 18 ივლისის ღამეს, განადგურებულია 35 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი და 10 უეკიპაჟო სამხედრო კატერი. “განვლილი ღამის განმავლობაში კიევის რეჟიმის კიდევ ერთი თავდასხმის მცდელობა ჩაიშალა. რუსეთის ფედერაციის საჰაერო სივრცეში განადგურებულია 35 უპილოტო საფრენი აპარატი”. – წერია თავდაცვის სამინისტროს ანგარიშში. უწყების ცნობით, 33 დრონი ოკუპირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს, ხოლო 2 უპილოტო საფრენი აპარატი […]

ცხინვალმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დამრღვევი საქართველოს გადასცა

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლებამ ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გააძევა, რომელმაც ე.წ. სახელმწიფო საზღვარი დაარღვია. ამის შესახებ განცხადება დე ფაქტო რესპუბლიკის სახელმწიფო უშიშროების დეპარტამენტმა გაავრცელა. დეპარტამენტის ცნობით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში მცხოვრები 59 წლის თემურ ხომასურიძე 13 ივლისს სამხრეთ ოსეთის [დე ფაქტო] სასაზღვრო ორგანოებმა ე.წ. სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. “დადგინდა, […]

სოხუმში “აპარტამენტების შესახებ” კანონი მეორე სესიაზე გაიტანეს

“აპსადგილ ინფოს” ცნობით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საპარლამენტო კომიტეტის წევრებმა გადაწყვიტეს, პარლამენტის სესიაზე განსახილველად წარედგინათ კანონი “ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ”. აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს ამ ტერიტორიებზე აპარტამენტებისა და აპარტ-ოტელების მშენებლობას. პარლამენტის [დე ფაქტო] ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარის, რეზო ზანთარიას განცხადებით, საპილოტე პროექტი 150 ჰექტარზე მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტით […]