ავარია მარნეულში – დაღუპულია ერთი პირი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა Aktual.ge ავრცელებს. მათი ცნობით, 53 წლის კაცი, რომელიც მსუბუქი მანქანის მძღოლი იყო ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ის ავტომობილის მართვისაც ცუდად გახდა, დაკარგა წონასწორობა და მანქანით მდინარეში გადავარდა. ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც მანქანა და გარდაცვლილი კაცი მდინარიდან ამოიყვანეს. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
იურიდიულმა კომიტეტმა გენერალურ პროკურორად გიორგი გაბიტაშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის დანიშვნას მხარი დაუჭირა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის თანახმად, საკითხს პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, განხილვის გარეშე, დღესვე უყრიან კენჭს. 11 ივლისს საპროკურორო საბჭომ საქართველოს გენერალური პროკურორის კანდიდატად გიორგი გაბიტაშვილი აირჩია. გიორგი გაბიტაშვილი ყოფილი გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მოადგილეა. გენერალური პროკურორის თანამდებობაზე საპროკურორო საბჭოში გასაუბრებები რამდენიმე დღის […]
თეონა აქუბარდია – ოკუპანტი რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს აფხაზეთში ე.წ. აპარტ ჰოტელების ე.წ. კანონით – „ქართული ოცნება“ გატყუებთ, როდესაც ამბობს, რომ დასავლეთისგან იზოლაციით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს

ოკუპანტი რუსეთი აძლიერებს ანექსიურ პროცესებს აფხაზეთში ე.წ. აპარტ ჰოტელების ე.წ. კანონით, რითაც რუსეთის მოქალაქეებს საკუთრების ფლობა შეეძლებათ – „ქართული ოცნება“ გატყუებთ, როდესაც ამბობს, რომ დასავლეთისგან იზოლაციით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ ქმედებები აჩვენებს, თუ რამდენად მწყობრში არიან ისინი კრემლის იმ პოლიტიკასთან, რომელიც მიზნად […]
გიორგი გაბიტაშვილი – სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2015 წლიდან დღემდე მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტი გამოავლინა, 95 საჯარო მოხელის ბრალეულობაა დადგენილი, 485 მოქალაქე კი დაზარალებულადაა ცნობილი

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2015 წლიდან დღემდე მოქალაქეთა ქონების იძულებით ჩამორთმევის 215 ფაქტი გამოავლინა, მოქალაქეებს კი 66 მლნ ლარის ღირებულების ქონება დაუბრუნდათ. როგორც მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, ამ დროის განმავლობაში, 95 საჯარო მოხელის ბრალეულობაა დადგენილი, 485 მოქალაქე კი დაზარალებულადაა ცნობილი. „დეპარტამენტი 2015 წელს შეიქმნა. მისი […]
ირაკლი კობახიძე – საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან

საქართველოს შეუძლია ევროპისთვის განსაკუთრებული როლის შესრულება დაკავშირებადობის კუთხით და სწორედ ამაზე გვექნება მსჯელობა ევროპელ კოლეგებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაერთიანებულ სამეფოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მთავრობის მეთაური ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-4 შეხვედრაში მონაწილეობს. პრემიერის თქმით, ქართული მხარე ევროპელ კოლეგებს გაუზიარებს გზავნილებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ხედავენ საქართველოს როლს ამ თვალსაზრისით. „დღეს მონაწილეობას ვიღებ […]
საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არც რიგგარეშე სხდომებში მიიღებს მონაწილეობას

საპარლამენტო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი არც რიგგარეშე სხდომებში მიიღებს მონაწილეობას. პოლიტიკური შეხედულებების გამო ბოიკოტის გამოცხადების თაობაზე პარლამენტის ბიუროს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის, პოლიტიკური ჯგუფების: – “ლელოს“, “საქართველოსთვის“, “მოქალაქეების“, “ევროოპტიმისტების, “თავისუფლების“, ასევე, პარლამენტის უფრაქციო დეპუტატების წერილობითი განცხადებები წარედგინა. 18 ივლისს, 12:00 საათიდან პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნება. რიგგარეშე სესია პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე მოიწვია. 18 ივლისს, […]
პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნა

პარლამენტის რიგგარეშე სესია გაიხსნა. რიგგარეშე სესიის ფარგლებში დაგეგმილია ორი პლენარული სხდომის გამართვა, რომელიც 18 და 19 ივლისს ჩატარდება. რიგგარეშე სხდომებს პოლიტიკური შეხედულებების გამო ოპოზიციის ძირითადი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს. 18 ივლისის სხდომაზე დაგეგმილია ახალი გენერალური პროკურორის არჩევა. 19 ივლისს კი, პირველი მოსმენით, “ამნისტიის შესახებ“ პროექტს განიხილავენ და მიიღებენ. რიგგარეშე სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებულია სხვა კანონპროექტების განხილვა.
ოთარ შამუგიამ დედოფლისწყაროში სახელმწიფოს მხარდაჭერით შექმნილი კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროში იმყოფებოდა, სადაც სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, 2022 წელს შექმნილი შპს „რონის“ კაკლის გადამმუშავებელი საწარმო დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, კომპანია „რონიმ“ საწარმოს შესაქმნელად 3 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც 500 000 ლარი სოფლის განვითარების სააგენტოს გრანტია, […]
ლაშა ბაქრაძე – დარჩა 100 დღე, ძალიან ცოტა დრო, მაგრამ გასაკეთებელი უზომოდ ბევრია

ვაპირებთ, დაველაპარაკოთ ადამიანებს, ავუხსნათ, როგორი წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა მომავალში, როგორი უნდა იყოს ქვეყანა, რომელიც იქნება გაერთიანებული და ერთიანი, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა ლაშა ბაქრაძემ განაცხადა. ლაშა ბაქრაძეს აქვს მოლოდინი, რომ „ერთიანობის“ პლატფორმას დიდი ამოცანების შესასრულებლად ყველა შეუერთდება, ეს კი ხელს დიდ ცვლილებებს შეუწყობს. „დარჩა 100 დღე, ძალიან ცოტა დრო არის, მაგრამ გასაკეთებელი არის უზომოდ […]
მიხეილ სარჯველაძე სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე სომეხ კოლეგას, ანაჰიტ ავანესიანს შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს და პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების საკითხებზე შეთანხმდნენ. „საუბარი შეეხო სომხეთსა და საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებს და ამ მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას. მიხეილ სარჯველაძემ, დელეგაციის წევრებს, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით, არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო. […]