ალან ბერსე ომბუდსმენს – თქვენი სამუშაო აუცილებელია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ცნობებისა და უსაფუძვლო დაპატიმრებების გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად – ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს

ძალიან საინტერესო შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან , – ამის შესახებ თბილისში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე სოციალურ ქსელში წერს. „ძალიან საინტერესო შეხვედრა საქართველოს სახალხო დამცველთან. თქვენი სამუშაო აუცილებელია პოლიციის მხრიდან სავარაუდო ძალადობის ცნობებისა და უსაფუძვლო დაპატიმრებების გამოძიების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ევროპის საბჭო თავის როლს შეასრულებს“, – წერს ალან ბერსე.

მიხეილ სააკაშვილი – ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში – მაშინ უნდა გაგვეუქმებინა არჩევნები და დიქტატურად გადავქცეულიყავი, ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი

ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში – ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წელს ის ყველას აფრთხილებდა თუ რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა, ხოლო უფრო მეტი რომ გაეკეთებინა, მაშინ დიქტატორად უნდა გადაქცეულიყო და არჩევნები უნდა […]

„დღესასწაულს ძალით ვერ შექმნი, საახალწლო სოფელში მონაწილეობას არ ვაპირებთ“ – „ჩირიფრუტი“

ქართული ტკბილეულის მწარმოებელი „ჩირიფრუტი“ საშობაო სოფელში მონაწილეობას არ მიიღებს. კომპანია 80-მდე სახეობის ტკბილეულს: ჩურჩხელას, ჩირ, მენდიანტს და შოკოლადის ბურთულებს, 2014 წლიდან აწარმოებს. „ჩირიფრუტის“ დამფუძნებელი მაია ჯიქია, „კომერსანტთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ზეიმისა და საახალწლო განწყობის შექმნის საშუალებას არ იძლევა. ჯიქია ასევე ადასტურებს, რომ მათ კომპანია, საშობაო სოფელში მონაწილეობის მთავარ კრიტერიუმს- საახალწლო თემატიკას აკმაყოფილებს. […]

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ექსპორტი 2,9%-ით შემცირდა

იანვარ-ნოემბერში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ნავთობის ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დაფიქსირებულ 27,6 მლნ ტონიდან 26,8 მლნ ტონამდე, ანუ 2,9%-ით შემცირდა. მონაცემებს აზერბაიჯანის სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტი ავრცელებს. ბთჯ-ის მილსადენით გადაზიდული ნავთობის მთლიან მოცულობაში აზერბაიჯანის წილი 75,9%-ს შეადგენს, რამაც მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბერში 35,4 მლნ ტონა შეადგინა. აზერბაიჯანის გარდა, მილსადენით ნავთობის ტრანზიტს ყაზახეთი და თურქმენეთი ეწევიან. ცნობისთვის: ბთჯ-ის […]

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8023 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8023 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9416 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9483 ლარს შეადგენდა. […]

შსს-ს სპეცრაზმისა და პოლიციელებისთვის ლანჩის ტენდერი ჩაეშალა, კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს

ლანჩის ნაკრებების ტენდერი საპროტესტო აქციების პერიოდში ქუჩებში მომუშავე სამართალდამცავებისთვის 28 ნოემბერს, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს გამოცხადდა. წინადადებების მიღების ვადა რამდენიმე დღის წინ ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერის გამოცხადებამდე სამინისტრომ ბაზრის კვლევა ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც ორმა კომპანიამ გამოთქვა ტენდერში მონაწილეობის წინასწარი სურვილი და ფასიც შესთავაზა, […]

მაკრონს ყურები აქვს წამოწეული, არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, საქართველოშიც უნდა შეძვრეს – ალიევი

ხედავთ, რომ მაკრონს ყურები აქვს წამოწეული, არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, იგი საქართველოშიც უნდა შეძვრეს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა. „კარგია, რომ (საქართველოში) ახლა ვითარება უკვე სტაბილურობისკენ მიდის. თქვენ ხედავთ, რომ მაკრონს ყურები აქვს წამოწეული. არ შეუძლია თავის ქვეყანაში უბრალოდ დაჯდეს, არა, იგი საქართველოშიც უნდა შეძვრეს“, – […]

ბევრი მადანაშაულებს შეცდომით, რომ მე ჩამოვიყვანე ივანიშვილი – სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს: „დაიტოვეს“ ჯგუფში ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში. მინდა ამ ადამიანებს ვუპასუხო მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ხალხისთვის ამეხსნა თუ რა საფრთხის წინაშე ვიყავით, ამის იქით მაშინ უნდა გაგვეუქმებინა არჩევნები და მეც დიქტატურად გადავქცეულიყავი და ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი. ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და […]

ტყუილს, რომელსაც ავრცელებენ მყარი, საფუძველი არ აქვს – ესტონეთის საგარეო „ოცნების“ მთავრობაზე

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება იტალიის, რუმინეთისა და ესპანეთის მიერ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადების უარყოფას. როგორც ესტონეთის საგარეო აცხადებს, ამით მსოფლიომ და ქართველმა ხალხმა ნახა, რომ „ოცნების“ მთავრობის ტყუილს საფუძველი არ აქვს. „ესტონეთი აფასებს, რომ ესპანეთის, იტალიის და რუმინეთის მსოფლიოს და რაც მთავარია, ქართველ ხალხს აჩვენეს, რომ ტყუილს, რომელსაც მათი მთავრობა ავრცელებს, მყარი […]

აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ბიზნესმენი 18 დღეა წოლით რეჟიმზეა, მისი სხდომა იანვრამდე გადაიდო

ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო სხდომა 15 იანვრამდე გადაიდო. ესტონეთის მიერ სანქცირიებულ მოსამართლე ნინო ენუქიძის ინიციატივით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს, თავად კუჭავას მოსმენა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. 30 ნოემბერს სასტიკად ნაცემ კუჭავას უკვე 18 დღეა წოლითი რეჟიმი აქვს. მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სწორედ ამ მოტივით შესთავაზა მოსამართლემ მათ […]