აქციაზე პოლიციის მიერ ნაცემი ბიზნესმენი 18 დღეა წოლით რეჟიმზეა, მისი სხდომა იანვრამდე გადაიდო

ბიზნესმენ ავთანდილ კუჭავას სასამართლო სხდომა 15 იანვრამდე გადაიდო. ესტონეთის მიერ სანქცირიებულ მოსამართლე ნინო ენუქიძის ინიციატივით, დღევანდელ სხდომაზე მხოლოდ შუამდგომლობები განიხილეს, თავად კუჭავას მოსმენა კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაიდო. 30 ნოემბერს სასტიკად ნაცემ კუჭავას უკვე 18 დღეა წოლითი რეჟიმი აქვს. მან სასამართლოში მისვლა ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო. სწორედ ამ მოტივით შესთავაზა მოსამართლემ მათ […]
სოხუმში გადაწყვიტეს, თბილისთან ელექტროენერგიის მიწოდებაზე ისაუბრონ

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ვალერი ბგანბამ “ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლებს დაავალა, თბილისთან განიხილოს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა. ენერგოუსაფრთხოების შტაბის სხდომაზე განიხილეს ზაფხულის ლიმიტის ხარჯზე ზამთრის ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის ვარიანტი, როდესაც სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია მნიშვნელოვნად მაღალი იქნებოდა. დღეს Интер РАО-ს გამგეობის წევრმა, ალექსანდრა პანინამ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთში [დე ფაქტო] ელექტროენერგიის მიწოდება ხელშეკრულების […]
სოხუმი თბილისთან განიხილავს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობას

აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ „ჩერნომორენერგოს“ წარმომადგენლებს დაავალა ქართულ მხარესთან განიხილოს ელექტროენერგიის მიწოდების გაზრდის შესაძლებლობა. როგორც სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს, საუბარია ზაფხულში მისაღები ელექტროენერგიის შემცირების ხარჯზე, ზამთრის ლიმიტის გაზრდაზე, როგორც კი ამის საშუალებას ენგურჰესის გამომუშავება მისცემს. 18 დეკემბერს კომპანია „ინტერ რაოს“ გამგეობის წევრმა ალექსანდრა პანინამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის ფედერაციიდან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება […]
„მოთხოვნა დაახლოებით, 70%-ით შემცირდა, ტურბულენტურ მდგომარეობაში ვართ“ – „ვემპლერი“

დავალებების რაოდენობა დაახლოებით, 70%-ით არის შემცირებული, რაც რა თქმა უნდა, საზიანოა ჩვენთვის. გარშემო არსებული სტარტაპები გადარჩენის რეჟიმში არიან, – ამის შესახებ “ვემპლერის” თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ალექსანდრე თავხელიძემ გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე თქმით, თუ ასე გაგრძელდა სტარტაპები ვერ განვითარდებიან და რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ეს პროცესი, მით უფრო კრიტიკული გახდება მდგომარეობა. “ბოლო დროს განვითარებული მოვლენები […]
სადაზღვევო ინდუსტრია იზრდება არა დაზღვეულთა რაოდენობის ინტეგრაციით, არამედ ფასების კორექტირებით – სოფო ლებანიძე (bm.ge)

PSP დაზღვევის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის შეფასებით, სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდული პრემიის ზრდა ძირითადად დაზღვევის გაძვირებითაა განპირობებული და არა დაზღვეულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდით. როგორც სოფო ლებანიძემ BMG-ის განუცხადა, წლიურ ჭრილში სამედიცინო დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობის 25 ათასით გაზრდა უმნიშვნელოა. მისივე თქმით, არსებული მონაცემები იმაზე მიუთითებს, რომ სადაზღვევო სექტორი მოგებიანობის მაღალ მაჩვენებელზე არ მუშაობს. „წელს 9 თვეში მოზიდული […]
რობინ ვაგენერი – გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას – იმ პირების მიმართ, რომლებიც სიტუაციის გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერის საქართველოში ვიზიტის შემდეგ განცხადებას ავრცელებს. როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, გერმანიის მთავრობა გადახედავს საქართველოსთან თანამშრომლობას. ამასთან, ვაგენერის განცხადებით, იმ პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან პასუხისმგებლები, მიზანმიმართული სანქციებია საჭირო. „საქართველოში მოქალაქეთა ლიბერალური დემოკრატიის სურვილი და უფრო და უფრო […]
“ქართველები არ დაიღლებიან, მაგრამ ევროპის გააქტიურებას ელიან” – რა თქვა ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა ევროპარლამენტარებს მოუთხრო საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ და ევროკავშირს მოუწოდა, გააქტიურონ პროევროპული პროტესტის მხარდაჭერა. სტრასბურგში ევროპარლამენტის 18 დეკემბრის სხდომა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. დასაწყისში მას მიესალმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომელმაც ზურაბიშვილის უკანასკნელი ვიზიტი გაიხსენა: “როცა თქვენ აქაურობას უკანასკნელად ეწვიეთ, განვიხილეთ თქვენი ქვეყნის პროგრესი ჩვენს ევროპულ ოჯახში […]
„მომავლის გაკვეთილები“ – ბიზნესი რომელიც ყიდის ცოდნას

ჰაერისა და წყლის დაბინძურება, გლობალური დათბობა, ბიომრავალფეროვნების შემცირება – ეს იმ პრობლემათა მცირე ჩამონათვალია, რომელთა წინაშეც დღესდღეობით დედამიწა დგას. ჯანსაღი გარემო ყველაზე კარგი მემკვიდრეობაა, რაც კი შეიძლება, რომ მომავალ თაობას გადავცეთ. კომპანია ესკო-ესის პრინციპი, შექმნის დღიდან მომხმარებლისთვის ეკომგრძნობიარე, კომფორტული და ხარჯთეფექტიანი საცხოვრებელი და სამუშაო გარემოს შექმნაა. დღეს ესკო ესი მდგრადი ინჟინერიის სფეროში მოწინავე კომპანიაა, რომელიც […]
შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ალენ ბერსეს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესი და შედეგები გააცნო. „პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს, აგრეთვე, ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე ესაუბრა და ძალადობრივი პროტესტის ქრონოლოგიის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მიმდინარე მოვლენების […]
სალომე ზურაბიშვილი – ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ! – რუსეთის გავლენით საქართველოს დაკარგვა, არა ომით, არამედ საარჩევნო და მანიპულაციებით, ევროპისთვის სტრატეგიული დარტყმა იქნება – იმოქმედეთ ახლა!

ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „დამიბრუნეთ ჩემი ხმა, დამიბრუნეთ ჩემი ევროპული მომავალი – 21 დღეა ქართველები მოპარულ არჩევნებსა და რუსული სტილის რეპრესიებს მშვიდობიანად აპროტესტებენ. მათი მოთხოვნა ნათელია: თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები დემოკრატიის შესანარჩუნებლად. ქართველები არ გაჩერდებიან, სანამ მიზანს არ მიაღწევენ!“ – წერს საქართველოს […]