RFE/RL: სპეცრაზმისა და პოლიციისთვის ლანჩის ტენდერი ჩაიშალა, კომპანიებმა მონაწილეობა არ მიიღეს

რადიო თავისუფლება წერს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტენდერი 300 ათას ლარად დაახლოებით 35 ათასი ლანჩის ნაკრების შესყიდვაზე ჩაიშალა. ლანჩის ნაკრებების ტენდერი საპროტესტო აქციების პერიოდში ქუჩებში მომუშავე სამართალდამცავებისთვის 28 ნოემბერს, საქართველოში მასობრივი საპროტესტო აქციების დაწყების დღეს გამოცხადდა, თუმცა წინადადებების მიღების ვადა რამდენიმე დღის წინ ისე ამოიწურა, რომ ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო. სატენდერო დოკუმენტაციის […]

რობინ ვაგენერი: გერმანიის მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს

სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და მოლდოვის რესპუბლიკასთან საზოგადოებათაშორისი თანამშრომლობის საკითხებში გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორი რობინ ვაგენერი ამბობს, რომ გერმანიის მთავრობა საქართველოსთან თანამშრომლობას გადახედავს. მის კომენტარს საქართველოში გერმანიის საელჩო Facebook-ზე ავრცელებს. განცხადების თანახმად, ის გმობს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოეყენებას და ოპოზიციის წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების დაპატიმრებას. მისი თქმით, “პირების მიმართ, რომლებიც ამ გამწვავებაზე არიან […]

გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ, ის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. ფორმულამ გაარკვია, რომ პირი, რომელიც გუშინ გიორგი ვაშაძეს თავს დაესხა, დავით ედიშერაშვილია. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია დაადასტურა თავად გიორგი ვაშაძემაც. ფორმულას გადამღები ჯგუფი ვაზისუბანში იმყოფებოდა, დავით ედიშერაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სადაც დავით ედიშერაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდა ქუჩაში, მან […]

პიტერ ფიშერი – ბრიუსელში ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას – ეს არის “ევროპული სული”

ბრიუსელში ვაღწევთ შეთანხმებებსა და კომპრომისებს, რომლებიც ეყრდნობა პატიოსნებასა და ნდობას, ეს არის “ევროპული სული“, – ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელშიც ის მადლობას უხდის 5 ქვეყანას – სლოვაკეთს, იტალიას, ესპანეთს და რუმინეთს, რომელთაც მისი თქმით, მხარი არ დაუჭირეს სანქციებს. “ევროკავშირის რაც შეეხება. ბრიუსელში არ მივდივართ ეროვნული ინტერესების დასაცავად. ვაღწევთ შეთანხმებებსა […]

თბილისის საკრებულო სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს

თბილისის საკრებულო „ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ განმარტებებს აკეთებს. როგორც საკრებულოში აცხადებენ, ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეფუძნა და აღნიშნული ცვლილებები 18 წლამდე შშმ […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, ReINNOVA-ს შემაჯამებელი კონფერენციის ფარგლებში, „ფიქრის ლაბორატორია“ დაფუძნდა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, პროექტის – „კვლევებისა და ინოვაციების მხარდაჭერის პროგრამა საწარმოო ბიზნესებთან თანამშრომლობის სტიმულირებისა და გაუმჯობესებისთვის საინჟინრო განათლებაში – ReINNOVA“ – ფარგლებში, კილის უნივერსიტეტთან (დიდი ბრიტანეთი) თანამშრომლობით, შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენცია გახსნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა. როგორც პროფესორმა თამარ წერეთელმა აღნიშნა, ReINNOVA საგრანტო განაცხადის საფუძველზე დაფინანსებული […]

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8023 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8023 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.8023 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8117 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0094 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9416 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9483 ლარს შეადგენდა. […]

თეთრიწყაროში, ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ კიდევ ერთ პირს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად, ანგარებით და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, – ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 20 მაისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მარაბდაში, ბრალდებულმა ორ თანამზრახველთან, მათ შორის ერთ არასრულწლოვანთან ერთად ავტომანქანის დაუფლების მიზნით, […]

მიხეილ სააკაშვილი – ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში – მაშინ უნდა გაგვეუქმებინა არჩევნები და დიქტატურად გადავქცეულიყავი, ამ როლისთვის მე სრულიად გამოუსადეგარი ვიყავი

ბევრი მსაყვედურობს, რომ არ შევაჩერე რუსული ძალა 2012-ში – ჩემი არჩევანი თავიდანვე იყო დემოკრატია და დემოკრატიას ახასიათებს ზიგზაგები, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2012 წელს ის ყველას აფრთხილებდა თუ რა საფრთხის წინაშე იდგა ქვეყანა, ხოლო უფრო მეტი რომ გაეკეთებინა, მაშინ დიქტატორად უნდა გადაქცეულიყო და არჩევნები უნდა […]

ანდრიუს კუბილიუსი – ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ

ქართველ ხალხსა და მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ, – ამის შესახებ ევროკომისარი თავდაცვის საკითხებში, ანდრიუს კუბილიუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „დღეს სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ყურადღებით მოვუსმინე. ჩვენ ქართველ ხალხსა და საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის მათ ევროპულ მისწრაფებებს მხარს მტკიცედ ვუჭერთ“, – წერს ანდრიუს კუბილიუსი.