ზელენსკი: აუცილებელია მსოფლიოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდნენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აუცილებელია მთელი მსოფლიოს ზეწოლა რუსეთზე, რათა მოსკოვი მოლაპარაკებების მაგიდასთან ომის შეწყვეტის შესაძლებლობის განსახილველად დასვან. ამის შესახებ ზელენსკიმ BBC-სთან ინტერვიუში ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბრძოლის ველზე დასუსტებული რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან კიევს გაცილებით ძლიერს გახდის. “ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ტერიტორია ძალის გამოყენებით იქნება დაბრუნებული. ვფიქრობ, დიპლომატიის ძალას შეუძლია, დაგვეხმაროს. რუსეთზე ზეწოლით, […]
დააკავეს პირი, რომელიც იღებდა როგორ გადაუკეტა პატრულმა ბაიკერს გზა

ავტოსაგზაო შემთხვევა ყაზბეგის გამზირზე – ერთადერთი თვითმხილველი, რომელმაც ვიდეო გადაიღო, დააკავეს – ამის შესახებ ინფრომაცია “პირველებს” დაკავებული გიკა მოდებაძის მეუღლემ მარიამ სურმანიძემ დაუდასტურა. საქმე ეხება ყაზბეგის გამზირზე მომხდარ ავარიას, რომელსაც მოტოციკლის მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევის ადგილიდან ვიდეომასალა გიკა მოდებაძეს აქვს გადაღებული, რომელიც ამ დროისთვის დაკავებულია. ვიდეოში თვითმხილველი ყვება, რომ პოლიცია ადგილზე მტკიცებულების განადგურებას ცდილობს. ამ […]
მსჯავრდებულების ოჯახის წევრები თბილისში აქციას მართავენ

პატიმრების ოჯახის წევრები “ამნისტიის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით თბილისში აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნაა გაფართოვდეს მუხლები, რომლებსაც ამნისტია მოიცავს. მოქალაქეები ასევე ამბობენ, რომ არასწორია, როდესაც ერთი პატიმრის, მიხეილ სააკაშვილის გამო ხელისუფლება სხვა პატიმრებს სჩაგრავს. ხელისუფლება, წინასაარჩევნოდ გეგმავს, ციხის კარი 3000-ზე მეტს პატიმარს გაუხსნას, 7000-მდე მსჯავრდებულს კი სასჯელი შეუმციროს. პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ფრაქცია […]
რუსეთის პროკურორები 18 წლით პატიმრობას ითხოვენ ამერიკელი გერშკოვიჩისთვის

პროკურორებმა რუსეთის სასამართლოს სთხოვეს, ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნოს Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი და მას 19 წლით მიუსაჯოს პატიმრობა – ბრალდებას უარყოფენ თავად გერშკოვიჩი, მისი გამოცემა და აშშ-ის მთავრობა და მას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ. ადგილობრივი მედიის ცნობით, სასამართლო განაჩენს 19 ივლისს, მოგვიანებით გამოაცხადებს. ამავე დღეს სასამართლომ მოისმინა შემაჯამებელი არგუმენტები, ერთი დღით ადრე კი გერშკოვიჩის დაუყოვნებელი […]
შეფერხებით მუშაობენ ავიაკომპანიები და საერთაშორისო აეროპორტები

მსოფლიოს წამყვანი ავიაკომპანიები American Airlines-ი, Delta Airlines-ი, United Airlines-ი, Lufthansa და სხვები პროგრამული უზრუნველყოფის გლობალური გათიშვის გამო შეფერხებით მუშაობენ. ამავე მიზეზით შეფერხებებია აეროპორტებშიც – ვერ ხერხდება მგზავრთა შემოწმება. რადიო თავისუფლებას საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში უთხრეს, რომ ქვეყნის აეროპორტები მუშაობას შეუფერხებლად განაგრძობენ. თუმცა ამ ხარვეზის გამო, ქუთაისიდან გაფრენილი თვითმფრინავი ბერლინის (გერმანია) აეროპორტმა ვერ მიიღო და პოზნანში (პოლონეთი) […]
კიბერსფეროში გლობალური წყვეტა შეეხო ავიარეისებს, მედიას, ბანკებს, ტელეკომუნიკაციებს

აშშ-ის წამყვანმა ავიაკომპანიებმა პარასკევს თვითმფრინავების მიწაზე გაჩერების ბრძანება გასცეს და ამის მიზეზად საკომუნიკაციო საკითხებში არსებული შეფერხება დაასახელეს. მედიაკომპანიები, ბანკები და ტელეკომუნიკაციათა ფირმები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ასევე იუწყებიან გათიშვებზე, რომლებიც მათ მუშაობას აფერხებს. გათიშვას ფართო მასშტაბი აქვს. ესპანეთი თავის ყველა აეროპორტში არსებულ “კომპიუტერულ ინციდენტზე” იუწყება, ევროპის მსხვილი ავიაკომპანია Ryanair-ი მგზავრებს აფრთხილებს პოტენციურ წყვეტებზე, რომლებიც შესაძლოა შეეხოს […]
უკრაინაზე რუსეთის მორიგ შეტევას ემსხვერპლა ხანდაზმული ქალი, არიან დაჭრილები

19 ივლისს, დილით, რუსეთის მხრიდან, მდინარე დნეპრიდან განხორციელებულ შეტევას ხანდაზმული ქალი ემსხვერპლა ხერსონის რეგიონის სოფელ ბილოზერკაში, – წერს რეგიონის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი ტელეგრამით. ხარკოვის რეგიონზე მიტანილი იერიშის შედეგად დაიჭრა, სულ მცირე, შვიდი ადამიანი, – ამბობს რეგიონის ხელმძღვანელი ოლეჰ სინეჰუბოვი. რუსეთის თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანის დაჭრის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია სუმის რეგიონიდანაც. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის […]
პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს

პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ პროექტის განხილვა მიმდინარეობს. ამნისტიის ინიციატივას პირველი მოსმენით იხილავენ. მომხსენებლის, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ამნისტიის პროექტი დაბალანსებულია. ის 4 839 პატიმარს ეხება, დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი კი 1 000 პატიმარს შეეხება. პარლამენტში წარდგენილი პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: – პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, […]
ირაკლი ზარქუა – კუბილიუს! ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა, სად არის შენი პოზიცია? – რასა, რაისა? ხომ არიან ისინი ევროპარლამენტში? ხმა ამოიღეთ!

კუბილიუს! ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალეობა მოითხოვა, სად არის შენი პოზიცია? – რასა, რაისა? ხომ არიან ისინი ევროპარლამენტში? ხმა ამოიღეთ! – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ “ესპანეთის პრემიერ-მინისტრი მედიის გამჭვირვალობის კანონს აინიცირებს”. მან, ასევე, ევროპარლამენტარ კუბილიუსს ლიეტუვის რუსეთთან ვაჭრობასთან დაკავშირებით მიმართა. „კუბილიუს! ევროპარლამენტში არის დღეს? […]
„დელტას“, „გაერთიანებული ავიახაზების“ და „ამერიკული ავიახაზების“ ფრენები შეჩერებულია

კომუნიკაციასთან დაკავშირებული პრობლემის გამო, „დელტას“, „გაერთიანებული ავიახაზების“ და „ამერიკული ავიახაზების“ ფრენები შეჩერებულია, – ამის შესახებ CNN-ი აშშ-ის ფედერალურ საავიაციო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით იუწყება. უწყების განმარტებით, ფრენების შეჩერება ეხება ყველა მიმართულებას. „ამერიკულ ავიახაზებში“ აცხადებენ, რომ შეფერხების მიზეზი კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike-თან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემაა. შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით მსხვილი ბანკები, მედია საშუალებები და ავიაკომპანიები IT სისტემების მნიშვნელოვან შეფერხებებს განიცდიან. […]