პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ პროექტი პირველი მოსმენით მიიღო

82 ხმით, ერთხმად, პარლამენტმა, პირველი მოსმენით, „ამნისტიის შესახებ“ პროექტი მიიღო. პროექტის მიხედვით, ამნისტია 2024 წლის 1-ელ ივლისამდე ჩადენილ რიგ დანაშაულებზე გავრცელდება და მასში გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: – პასუხისმგებლობისგან დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. “სისხლის სამართლის კოდექსის“ 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებში მსჯავრდებული პირები […]
თეონა აქუბარდია რატი იონათამიშვილს – როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა!

ბატონო რატი, თქვენგან შეურაცხყოფას მიჩვეული ვარ და როგორც ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს, ისე არ მწყინს თქვენგან შეურაცხყოფა! – ასე მიმართა პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა თეონა აქუბარდიამ “ამნისტიის შესახებ “კანონპროექტზე მომხსენებელს, დეპუტატ რატი იონათამიშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აქუბარდიას სიტყვა ჩამოართვა, “ქართული ოცნების“ დეპუტატმა გრეტა წიწავამ კი, მას “უზნეო“ უწოდა. “თუ […]
„ლელო“ – უკანასკნელი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს გასამხედროებულმა და გაუმჭვირვალე მართვამ გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და სახელოვნებო სფეროს

უკანასკნელი წლების განმავლობაში კულტურის სამინისტროს გასამხედროებულმა და გაუმჭვირვალე მართვამ, საზოგადოებისა და პროფესიული წრეებისთვის საჯარო ინფორმაციის დამალვის მახინჯმა პრაქტიკამ საკმაოდ დიდი და ხშირ შემთხვევაში, გამოუსწორებელი ზიანი მიაყენა ქართულ კულტურულ მემკვიდრეობას და სახელოვნებო სფეროს, – ამის შესახებ განცხადებას პარტია „ლელო“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვა უკვე საქართველოს პარლამენტის წევრებზეც ვრცელდება, რომელთა წინაშე კულტურის სამინისტროს ანგარიშვალდებულებას […]
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო – გურია დამსვენებლებს შავი ზღვის მოწესრიგებული სანაპირო ზოლით მასპინძლობს

გურიის რეგიონი ახალ საკურორტო სეზონს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე განმარტებით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” მუდმივად ზრუნავს დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. უწყების ინფორმაციით, სანაპირო ზოლს კომპანიის 220 ადგილობრივი თანამშრომელი ყოველდღიურად ასუფთავებს, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი […]
საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა დავით ფერაძემ, ჩინეთის რკინიგზის დელეგაციას უმასპინძლა. მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს. მათი ცნობით, ქართულმა მხარემ კოლეგებს საქართველოს რკინიგზის შესაძლებლობები გააცნო. შეხვედრაზე საუბარი თბილისი–მახინჯაურის მთავარი სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის პროექტს შეეხო, რომლის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა და ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებას, რომელიც, ასევე ხელს […]
პარლამენტმა ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

სესიის პარალელურად საკანონმდებლო ორგანოსთან მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავდნენ და ამნისტიის გაფართოებას ითხოვდნენ. ოპოზიციიდან ამნისტიის კანონპროექტის მხარდამჭერია გირჩი. თუმცა პარტიის თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ მუხლები, რომლებსაც ამნისტია შეეხებათ, უნდა გაფართოვდეს. მმართველი პარტიის ოპონენტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნება ამნისტიას წინასაარჩევნოდ იყენებს. დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განხილვისას სხდომაზე თქვა, რომ ამნისტია “ზონდერებს” ეხებათ, მაგრამ არა […]
პარლამენტმა ამნისტიის კანონი I მოსმენით მიიღო

საქართველოს პარლამენტმა ამნისტიის კანონი პირველი მოსმენით მიიღო. პლენარულ სხდომაზე კანონპროექტს მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი არავინ იყო. რეგისტრაცია სულ პარლამენტის 87-მა წევრმა გაიარა. კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენა საშემოდგომო სესიაზეა დაგეგმილი. სხდომის პარალელურად, პარლამენტთან პატიმართა ნაწილის ოჯახის წევრები ამნისტიის კანონს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, ამნისტია შერჩევითია და ითხოვენ, რომ ის საყოველთაო გახდეს და პატიმართა 1/4-ზე […]
პოლიციის მანქანასთან შეჯახებისას მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა – საქმეს პროკურატურა იძიებს

თბილისში ყაზბეგის გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა – საპატრულო პოლიციის მანქანასთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე ვიდეოს იღებდა თვითმხილველი გიკა მოდებაძე, რომელიც ამ დროისთვის, მისი მეუღლის თქმით, დაკავებულია. “ამ ეტაპზე არაფერი არვიცი, უბრალოდ, დილით საპატრულოდან დამირეკეს, ხვალ დილით გამოუშვებთო” – თქვა მოდებაძის ცოლმა, მარიამ სურმანიძემ TV პირველის ცნობით. როგორც ტაბულას პროკურატურაში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება […]
საფრანგეთი 2100 უკრაინელ სამხედროს გადაამზადებს, გადასცემს ჯავშანტექნიკას და ჰაუბიცებს
საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს, რომელიც უკრაინელი სამხედროების გადამზადებას და უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ჯავშანტექნიკისა და ჰაუბიცების გამოყოფას მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ ფრანგული გამოცემა France Info ავრცელებს. როგორც ცნობილია, საფრანგეთის შამპან-არდენის პროვინციაში 2100 უკრაინელი ჯარისკაცი ორთვიან გადამზადებას გაივლის. უკრაინელი სამხედროები საფრანგეთის ძალებთან ერთად წვრთნებს ღია სივრცეში გაივლიან. ასევე, აღნიშნული 2100 სამხედროდან მცირე ჯგუფი სპეციალურად […]
რუსეთი: გავანადგურეთ 19 უკრაინული დრონი, არიან დაშავებულები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, 19 ივლისის ღამეს საჰაერო თავდაცვის ძალებმა 19 უკრაინული დრონი გაანადგურეს. უწყების ცნობით, 11 დრონი გაანადგურეს კურსკის ოლქში, 3 ბელგოროდში, 5 ოკუპირებულ ყირიმსა და შავი ზღვის აკვატორიაში. კურსკის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ალექსეი სმირნოვის თქმით, იერიშის შედეგად დაიჭრა 2 ადამიანი. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ბელგოროდის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, იერიშის შედეგად დაზიანდა […]