თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული შეყვარებულის, ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ, კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას რამდენიმე ექსპერტი მისცემს, მათ შორის, ბრალდებულ ცინდელიანის ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის ავტორი, ასევე ბიოლოგიური და სამედიცინო ექსპერტი. აღნიშნულით პროკურატურა საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევას დაასრულებს. სასამართლო პროცესს ესწრება ბრალდებული ცინდელიანიც, […]
გიორგი ტყემალაძის ხელმძღვანელობით თბილისის საკრებულოს დელეგაცია ერევანში იმყოფება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე საკრებულოს წევრებთან ერთად სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, თბილისის წარმომადგენლობითი ორგანოს დელეგაცია სომხეთში ერევნის მუნიციპალიტეტის მიწვევით გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში თბილისის საკრებულოს დელეგაციის წევრები ერევნის მერის პირველ მოადგილეს, არმენ პამბუკჩიანს და მერის მოადგილეს, ლევონ ჰოვანისიანს შეხვდნენ. შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი შარვაშიძეც ესწრებოდა. […]
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ (IRI) საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საარჩევნო და პოლიტიკურ აქტორებთან, ასევე საერთაშორისო საზოგადოებასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გათვალისწინებით, IRI-ის 20 გრძელვადიანი დამკვირვებელი, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, საარჩევნო ოლქებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფარავს. მათივე ინფორმაციით, საარჩევნო პროცესებში ჩართული ყველა მხარე ღიაა ქვეყანაში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის […]
პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 9 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს – დაკავებულია 9 პირი. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და […]
GCCA-ის მიერ შპს „დილსს“ მორიგი, გაორმაგებული ოდენობის ჯარიმა დაეკისრა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), საქმის შესწავლის შედეგად, შპს „დილსის“ მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა. საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცნობით, გადაწყვეტილების საფუძველზე მოვაჭრეს ევალებოდა – 1 თვის ვადაში, თავისი სავაჭრო პოლიტიკის კანონის შესაბამისი მუხლების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა და მომხმარებლების დარღვეული უფლების აღდგენა, რაც არ შესრულდა. შესაბამისად, […]
საფრანგეთის პარლამენტის თავმჯდომარედ მაკრონის პარტიის წევრი აირჩიეს

საფრანგეთის პარლამენტში ემანუელ მაკრონის პარტიამ შთანხმებას მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიციის წევრ დეპუტატებთან მიაღია და ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარედ კანდიდატი მისი პარტიიდან აირჩიეს. შედეგად, როგორც Politico წერს, მოსალოდნელია, რომ ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის როლი ქვეყნის შემდგომი მთავრობის ფორმირებაშიც მნიშვნელოვანი იქნება. როგორც გამოცემა წერს, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის არჩევნები ერთგვარი ტესტი იყო შეძლებდნენ თუ არა მომავალში პრემიერობის კანდიდატზე შეთანხმებას საკანონმდებლო ორგანოს […]
როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს, ნიკა გვარამია ადრე ცუდად იქცეოდა და ახლა კარგად იქცევა, ციხეში გამოსწორდა – იაგო ხვიჩია

როგორც ჩანს, ციხე ცვლის ადამიანებს. გვარამია ციხეში იჯდა და რომ გამოვიდა, თქვა, ადრე ცუდად ვიქცეოდი, დააბრალეთ იმას, რომ მაშინ მაინცდამაინც კარგად არ ვიყავიო. ანუ ადამიანმა რა თქვას, ამბობს, არ ვიყავი კარგად, რაღაცებს ვურევდიო და მე როგორ გავაკრიტიკო ცუდად მყოფი ადამიანი, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. ხვიჩია გამოეხმაურა პარტია „ახლის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა […]
ცნობილია, მდინარე ენგურში დაღუპული 15 წლის მოზარდის ვინაობა

მდინარე ენგურში დაღუპული 15 წლის მოზარდი თაბუკა ახალაიაა. მისი სამძებრო სამუშაოები მდინარეში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 15 წლის მოზარდი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. საძიებო-სამაშველო ოპერაცია უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა. არსებული ინფორმაციით, მოზარდი ანაკლიაში სტუმრად იმყოფებოდა და 18 ივლისს, თანატოლებთან ერთად წავიდა მდინარეზე. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მოზარდი თანატოლებთან ერთად მდინარე ენგურში ბანაობდა. იგი სხვა ბავშვებმა ადგილზე […]
რუსეთმა ხარკოვი დაბომბა, დაჭრილია 9 ადამიანი

რუსეთის არმიამ ხარკოვში, ჩუგუევის რაიონზე მიიტანა იერიში, შედეგად ჭრილობები მიიღო 9 ადამიანმა. ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაურის, ოლეგ სინეგუბოვის თქმით, ერთი ჭურვი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში აფეთქდა, შედეგად დაიწვა რამდენიმე ავტომობილი. მეორე ჭურვის აფეთქების შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციული შენობა, მშენებარე ხუთსართულიანი ნაგებობა და კერძო სახლი. დაჭრილთა შორის ერთ-ერთი 14 წლის მოზარდია. რუსეთი უკრაინას ყოველდღიურად ავიაციითა და არტილერიით […]
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთს ეწვევა

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანას, უნგრეთს ეწვევა. “ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პიტერ სიიარტოსთან, გამართავს შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის შეთანხმებას ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ. ასევე, ილია დარჩიაშვილი და პიტერ სიიარტო გააკეთებენ განცხადებებს მედიისთვის” […]