ბარიში, ქართულ-იტალიურ კერძო სკოლა „ვიქტორიაში“ ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით სამხრეთ იტალიის ქალაქ ბარიში, ქართულ-იტალიურ კერძო სკოლა „ვიქტორიაში“ ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნა. ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს. მათივე ცნობით, ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი უახლესი ლიტერატურით, რამდენიმე ასეული წიგნით შეივსო. იტალიაში მცხოვრებ ემიგრანტებს წიგნები გადასცა და მათთან შეხვედრა გამართა ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ. „ბარი გამოირჩევა იმით, რომ იქ თითქმის 25 ათასი ქართველი […]
საპატრულო ეკიპაჟთან შეჯახების შედეგად მოტოციკლის მძღოლის დაღუპვის ფაქტზე, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო

თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის, მე-6 ნაწილითაა დაწყებული, რაც ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ცნობისთვის, […]
21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობაში ბრალდებული – „კაიფში“ ვიყავი, ჩხუბი ელემენტარულზე დავიწყეთ – მე მოვკალი, მაგრამ როგორ მოვკალი, არ მახსოვს, გონს რომ მოვედი, ზუგდიდში ვიყავი

„კაიფში“ ვიყავი, ელემენტარულზე დავიწყეთ. ალბათ, ჩხუბიც იყო, არ მახსოვს, – ამ სიტყვებით 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულმა ოთარ ცინდელიანმა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნის ავტორს, სოფიკო ყორიაულს მიმართა. როგორც სასამართლო პროცესზე ექსპერტმა განაცხადა, მას ცინდელიანმა უთხრა, რომ მკვლელობის დღეს, მთელი დღის განმავლობაში პერიოდულად იღებდა თრობის სხვადასხვა საშუალებებს, როგორც ალკოჰოლს, ასევე ნარკოტიკს. ექსპერტის განმარტებითვე, ბრალდებულს […]
თინა ბოკუჩავა – დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენ ტერიტორიაზე 2008 წელს, ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ

დონალდ ტრამპმა თავის სიტყვაში ისაუბრა საქართველოზე, თუ როგორ შემოიჭრა პუტინი ჩვენ ტერიტორიაზე 2008 წელს, ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი პრეზიდენტობის შემთხვევაში, მას ექნება ძალიან მკაცრი პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, თინა ბოკუჩავა რესპუბლიკური პარტიის კონგრესზე იმყოფება, სადაც დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო […]
თამარ კორძაია – ჩვენი ერთიანობა გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად – ეს პირობა ასევე დევს დეკლარაციაში, რომელიც გაფორმდა ოპოზიციური პარტიების მიერ

ჩვენი ერთიანობა მუდმივად გამოდის ინიციატივით, დაიდოს შეთანხმება, რომ არავინ არ ითანამშრომლებს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციური მმართველობის შესაქმნელად – ეს პირობა ასევე დევს დეკლარაციაში, რომელიც გაფორმდა ოპოზიციური პარტიების მიერ და ნებისმიერი სუბიექტი, რომელიც ამას მოაწერს ხელს, დარწმუნებული ვარ, საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერას მოიპოვებს, – ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის“ ლიდერმა თამარ კორძაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. გარდა ამისა, მან უპასუხა კითხვას […]
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 104.0 კილომეტრზე, ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 23 ივლისს 09:00-დან 17:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დუშეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არახვეთი, ბედონი, ბენიან ბეგონი, გოგნაური, ზემო […]
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა, მათგან ერთი საქართველოს, მეორე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე ორი პირი დააკავა, მათგან ერთი საქართველოს, მეორე კი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ “სარფის” დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 1 და […]
ვახტანგ ცინცაძე – ივნისში ექსპორტი დაახლოებით, 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

2024 წლის ივნისში ექსპორტი დაახლოებით 6%-ით გაიზარდა და რეკორდული მოცულობა 582.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი წინა წლის ივნისთან შედარებით 11.3%-ით გაიზარდა და მოცულობა 270.2 მლნ. აშშ. დოლარს გაუტოლდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, ექსპორტი საკმაოდ დივერსიფიცირებული იყო და […]
სიიარტო რუსულ კანონზე: ევროკავშირს არ აქვს უფლება, გააკრიტიკოს ქართული ხელისუფლება

ეს არის ქვეყნის სრულიად გასაგები მცდელობა, დაარეგულიროს და შეზღუდოს უცხო გავლენა. ჩვენ მსგავსი რამი მოწმენი გავხდით უნგრეთში, ჩვენი ოპოზიცია მილიონობით დოლარით ფინანსდებოდა უცხოეთიდან, ძირითადად აშშ-დან. იყო ძალიან უხეში ჩარევა ბოლო არჩევნებში, მას შემდეგ ოპოზიცია და მათი მედიები უცხოეთიდან ფინანსდება. მე ვთვლი, რომ ეს არღვევს ქვეყნის სუვერენიტეტს. გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია და არ საჭიროებს არავითარ განმარტებას. ის ფაქტი, […]
თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში Microsoft-ის გლობალურ გათიშვას შეფერხება არ გამოუწვევია
თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში Microsoft-ის გლობალურ გათიშვას შეფერხება არ გამოუწვევია, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” აღნიშნულ აეროპორტებშიგანუცხადეს. როგორც ქუთაისის აეროპორტში აღნიშნავენ, ისინი ადგილობრივ პროგრამაზე გადაერთნენ და შესაბამისად, ავიარეისები შეფერხების გარეშე ხორციელდება. “არც ბარგი დაკარგულა, არც ავიარეისი გადადებულა, არც სხვა რაიმე ხარვეზი, ან შეფერხება არ გამოუწვევია ამ პროგრამის გათიშვას”, – აღნიშნავენ ქუთაისის აეროპორტში. როგორც თბილისის საერთაშორისო […]