მდინარაძე: ყველას ვაფრთხილებ, ამნისტია არ იქნება ვაჭრობის საგანი

შეიძლება, რაღაც საკითხები ჩავამატოთ კიდევაც. არავის არ ვაძლევ ამის დაპირებას, ოღონდ აუცილებლად დაზარალებულის თანხმობით. ყველას ვაფრთხილებ, რომ ეს [ამნისტია] არავითარ შემთხვევაში არ იქნება ვაჭრობის საგანი; რაიმე პოლიტიკური ვაჭრობის და სხვა სახის – მითუმეტეს.

IT-სისტემის გლობალურმა შეფერხებამ მსოფლიოში ავიაკომპანიების, რკინიგზების მუშაობა შეაჩერა

კიბერსისტემის გლობალური შეფერხება ბევრ სფეროს შეეხო: ავიაკომპანიებმა რეისები გააუქმეს, ზოგიერთი მაუწყებელი ეთერიდან გაითიშა, სისტემური პრობლემა საბანკო და ჯანდაცვის სფეროებსაც შეეხო. კავშირის პრობლემის გამო American Airlines-მა, Delta Airlines-მა, United Airlines-მა და Allegiant Air-მა ფრენები შეაჩერეს. ბრიტანეთის რკინიგზის კომპანიები აცხადებენ, რომ IT სფეროში ფართოდ გავრცელებულ პრობლემებს აწყდებიან. პროგრამული უზრუნველყოფის გლობალურმა გათიშვამ მცირე ხარვეზი ქუთაისის აეროპორტშიც გამოიწვია. შეფერხების […]

გლობალური შეფერხების გამო ქუთაისი-ბერლინის რეისი პოზნანში დაეშვა

კომპიუტერული სისტემების გლობალური შეფერხების გამო ბერლინის აეროპორტმა ქუთაისიდან მიმავალი თვითმფრინავის მიღება ვერ შეძლო. როგორც „ნეტგაზეთს“ აეროპორტების გაერთიანებაში განუცხადეს, ქუთაისიდან დილის 6:00 საათზე გაფრენილ რეისს დაჯდომა პოლონეთში, პოზნანის აეროპორტში მოუხდა. აეროპორტების გაერთიანებაში ასევე განგვიცხადეს, რომ 20 წუთის დაგივანებით დაიწყო რეგისტრაციაც კატოვიცეს რეისზე, თუმცა ამ დროისთვის აეროპორტი განრიგის მიხედვით აგრძელებს მგზავრების მომსახურებას და არავითარი შეფერხება აღარ ფიქსირდება. […]

სერბეთი ლითიუმის მიყიდვისას უპირატესობას, ჩინურ კომპანიებთან შედარებით, ევროპულს მიანიჭებს

სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ლითიუმის მიყიდვისას უპირატესობას ჩინურთან შედარებით, ევროპულ კომპანიებს მიენიჭებათ. კერძოდ, სერბეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩინელ ავტომწარმოებლებთან შედარებით, ელექტრო ავტომობილების ბატარეებისთვის ლითიუმის შეძენისათვის უპირატესობა მიენიჭებათ ისეთ ევროპელ ავტომწარმოებლებს, როგორიცაა: Mercedes-Benz-ს, Volkswagen-სა და Stellantis-ს. ელექტრო ავტომობილების ბატარეებისთვის ლითიუმის შეძენის შესაძლებლობას მისცემს, რადგან სერბეთი უპირატესობას ანიჭებს ევროპელებს ჩინელ ავტომწარმოებლებთან შედარებით, – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის […]

,,მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო” – ჟურნალისტი ამბობს, რომ საქართველოს ვერ ტოვებს

აზერბაიჯანული მედიაგამოცემა azel.tv-ისდამფუძნებელის და მთავარი რედაქტორის, აფგან სადიგოვის ცნობით, მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება. “ილჰამ ალიევის მორიგი პოლიტიკური დაკვეთა. საქართველოდან გაფრენის საშუალება არ მომცეს და თქვეს, საქართველოდან გასვლის უფლება არ გაქვს და მხოლოდ აზერბაიჯანში შეგიძლია დაბრუნდეო. ყოველგვარი მიზეზის დასახელების გარეშე მითხრეს, რომ ჩემი პასპორტი სისტემაში […]

დაშანტაჟების, შიმშილობისა თუ პროტესტის გამო ამნისტიის მუხლებს არც ერთი არ დაემატება – მამუკა მდინარაძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა: „ნურავინ ითაღლითებს, ეს არ ეხებათ ამ დარბაზში მსხდომებს. გარეთ ბევრი ინფორმაცია მოგვდის, რომ ვიღაცები დადიან, მათ შორის ერთ-ორი ჩემი ყოფილი კოლეგაც გამოერია, რომ ამნისტიაში ამას ჩავაწერინებთო. ვიღაცის ხელის მოსათბობად და სათაღლითოდ ამნისტიაში არც ერთი პუნქტი არ დაემატება. თუკი ვინმეს უნდა, რომ არგუმენტებით დაგვარწმუნოს, ეს მისაღებია, […]

დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სხვადასხვა პრეზიდენტის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დაიკავა ყირიმი, მისი პრეზიდენტობის დროს კი არაფერი წაუღია

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სხვადასხვა პრეზიდენტის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, დაიკავა ყირიმი, მისი პრეზიდენტობის დროს კი არაფერი წაუღია. ამის შესახებ ტრამპმა რესპუბლიკური პარტიის ყრილობაზე განაცხადა, სადაც კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს. „პრეზიდენტ ბუშის დროს რუსეთი შეიჭრა საქართველოში. პრეზიდენტ ობამას დროს რუსეთმა დაიკავა ყირიმი, მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში რუსეთს მთელი უკრაინა სურს. ტრამპის პრეზიდენტობის დროს რუსეთს […]

,, სადამდეც შემიძლია, იქამდე თავს ვუხრი ამ შესანიშნავ, ნამდვილ მებრძოლებს” – ლევან ლორთქიფანიძე

,,კავკასიური სახლის” წევრი, ლევან ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში წერს: ,, არანაირი ლოგიკით ქართულ ქალთა ფეხბურთს პულსი არ უნდა ესინჯებოდეს… არც ინფრასტრუქტურა, არც სათანადო სამედიცინო მომსახურეობა, არც მხარდაჭერა და აღიარება! მიუხედვად ყველაფრისა, ქართველი ქალი ფეხბურთელები მაინც ახერხებენ საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფიდან გასვლას. ყველაფერი ამ გოგოების თავგანწირვაზე დგას – მათ უყვართ ფეხბურთი, ბედნიერნი არიან მოედანზე გასვლის დროს და როგორი […]

,, გველესიანზე გამახსენდა…” – ეკა კვესიტაძე

ჟურნალისტი ეკა კვესიტაძე: ,,ზომიერებაზე და თავშეკავებაზე კარგი რამ არ არსებობს – აჟიტირებაშიც, სიყვარულშიც, სიძულვილშიც, ქებაშიც და ფეხებით გადავლაშიც. გველესიანზე გამახსენდა 🥹 დავისვენოთ !”

,, განა ერთ მუზეუმს არ იმსახურებს?” – რას აქვეყნებს ბუბა კუდავა

გამომცემლობა ,,არტანუჯის” დამფუძნებელი, ბუბა კუდავა ფოტოს აქვეყნებს და წერს: ,,აქ ცხოვრობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილი. ემიგრაციაში წასვლის წინ სახლ-კარი მოურავისთვის უჩუქებია. შემდგომში მეორე სართული დაუდგამთ. გარეგნულად იერი დაკარგული აქვს, თუმცა ქაქუცას სახლის კედლები ისევ აქაა. კრამიტიც შევინარჩუნეთო. განა ერთ მუზეუმს არ იმსახურებს? 100 წელი გავიდა. ჩვენ კიდევ, აი, აქ ვართ და ასე ვართ, გულზე მჯიღის რტყმაში. კახეთი, […]