საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომლობის შესახებ ფორუმი გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) პროექტის მესამე ფაზის ფარგლებში სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებული ფორუმი „საჯარო და კერძო ექსტენციის თანამშრომელობა“ მისასალმებელი სიტყვით გახსნა. „სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განვითარებისთვის სახელმწიფო არაერთი მიმართულებით აქტიურად მუშაობს. აღნიშნული კომპონენტი, ფაქტობრივად, ყველა სახელმწიფო პროგრამაში გათვალისწინებულია და ნებისმიერი ფერმერისთვის, მიუხედავად იმისა, […]

ვერის პარკის რეაბილიტაციაზე 29.3 მილიონი ლარი დაიხარჯება – როგორი იქნება განახლებული პარკი

თბილისის მერია ვერის პარკის რეაბილიტაციას გეგმავს – შესაბამისი ტენდერი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემაში დღეს გამოქვეყნდა. პროექტის ღირებულება 29.3 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის თანახმად, 2024 წელს 10 მილიონი ლარი, 2025 წელს კი 19.3 მილიონი ლარი დაიხარჯება. ტენდერში კომპანიებს წინადადებების წარდგენა 14-19 აგვისტოს პერიოდში შეეძლებათ. “საპროექტო წინადადება ითვალისწინებს პარკის ამ მონაკვეთში სივრცის იმგვარად გადაგეგმარებას, რომ ერთის მხრივ […]

თბილისის და ქუთაისის აეროპორტებში Microsoft-ის გლობალურ გათიშვას შეფერხება არ გამოუწვევია

თბილისის და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში Microsoft-ის გლობალურ გათიშვას შეფერხება არ გამოუწვევია, – ამის შესახებ “ბიზნესპარტნიორს” აღნიშნულ აეროპორტებშიგანუცხადეს. როგორც ქუთაისის აეროპორტში აღნიშნავენ, ისინი ადგილობრივ პროგრამაზე გადაერთნენ და შესაბამისად, ავიარეისები შეფერხების გარეშე ხორციელდება. “არც ბარგი დაკარგულა, არც ავიარეისი გადადებულა, არც სხვა რაიმე ხარვეზი, ან შეფერხება არ გამოუწვევია ამ პროგრამის გათიშვას”, – აღნიშნავენ ქუთაისის აეროპორტში. როგორც თბილისის საერთაშორისო […]

,,ბიოგრაფი ლივინგი” დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს

,,ბიოგრაფი ლივინგი” დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წელს თბილისში მშენებარე პროექტების გაყიდვების 60%-მდე მაჩვენებლით ასრულებს და მე-4 ახალ პროექტს იწყებს. „ბიოგრაფი ლივინგის“ მრავალფუნქციური საცხოვრებელი პროექტები „საკენი“, „მატიანი“, „შანტანი“ და ახლა უკვე „ჰისნი“ 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციაზეა აგებული და მობინადრეებს საშუალებას მისცემს 15 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ჰქონდეს წვდომა ყველა საჭირო სერვისთან. „უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა გადავუხადო, თუთოეულ […]

ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს

ყველას ვაფრთხილებ, ნურავინ გაეხვევა იმ ბოროტ თაღლითობაში, როცა ამნისტიაში რაღაც მუხლების ჩაწერის დაპირებით სარგებლობენ და ატყუებენ ვიღაცებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ რიგგარეშე სესიაზე „ამნისტიის შესახებ კანონის განხილვაზე განაცხადა. მისი თქმით, ვიღაცები ამნისტიის კანონით ხელის მოთბობას ცდილობენ. „სამწუხაროდ, აღმოჩნდა ისე, რომ ამ ქალაქში არსებობს ხალხი, რომელთაც […]

მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით

მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო ჯამში შემცირდეს ერთი მესამედით, რომ შანსი გაგვიჩნდეს, ევროპულ სტანდარტს ყოველ ასი ათას მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით მივუახლოვდეთ, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას. მან აღნიშნა, რომ კანონპროექტის მიხედვით დაუყოვნებლივ გათავისუფლდება 1000-ზე მეტი პატიმარი. „მმართველმა გუნდმა განიზრახა, პატიმრების რაოდენობა საბოლოო […]

თავად საერთაშორისო ორგანიზაციამ ჩიხში მოაქცია ისინი, ვინც სიცრუეს ავრცელებდნენ საქართველოში არათანაბარი პოლიტიკური გარემოს შესახებ

„საერთაშორისო ორგანიზაციების კვლევები ადასტურებს, რომ საქართველო ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფოა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ამის კიდევ ერთი დადასტურება იქნება,“- წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, ორგანიზაციის „დემოკრატიის მრავალფეროვნება“ გამოქვეყნებულმა პოლიტიკური თანასწორობის ინდექსმა ცხადყო, რომ ოპოზიციის დეზინფორმაციული კამპანიაა, თითქოს საქართველოს ხელისუფლება უთანასწორო პირობებში ამყოფებს ოპოზიციურ პარტიებს. „დღეს გლობალური დემოკრატიის საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ […]

პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. ინიციატივას მხარი 82-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არავინ წასულა. კანონპროექტი 16 მუხლისგან შედგება. პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: დაუყოვნებლივ გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4 -ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის […]

გურიის რეგიონი ახალ საკურორტო სეზონს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდება

გურიის რეგიონი ახალ საკურორტო სეზონს მოწესრიგებული სანაპირო ზოლით ხვდება. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” მუდმივად ზრუნავს დამსვენებლებისთვის სუფთა და კომფორტული გარემოს შექმნაზე. სანაპირო ზოლს კომპანიის 220 ადგილობრივი თანამშრომელი ყოველდღიურად ასუფთავებს, რისთვისაც მობილიზებულია ქვიშის საცრელი მანქანა-დანადგარები (Beach tech), ტრაქტორები და სხვა სპეციალური ტექნიკა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის […]

ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა – ირაკლი ზარქუა მედიის გამჭვირვალობის კანონზე

ესპანეთის პრემიერი ამბობს, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანიაო. კუბილიუსი ევროპარლამენტში არ არის? სად არის შენი პოზიცია, ესპანეთი რუსულ გზას დაადგა, გამჭვირვალობა მოითხოვა? რაისა, ხმა ამოიღეთ, ესპანეთი გარუსების გზას დაადგა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ისაუბრა. ირაკლი ზარქუა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მედიისთვის წესების გამკაცრებას და დაფინანსების გამჭვირვალობას ითხოვს. „ქართული კანონი ითვალისწინებს, რომ გიგაურმა, ლომჯარიამ […]