გახარია: ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან

პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით დამოუკიდებლად და არაფერი არ შეცვლილა ამასთან მიმართებით. რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ბევრს ვმუშაობთ, მაგრამ როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია საქართველოსთვის მონაწილეობს დამოუკიდებლად. […]ქართული ოცნებიდან ბევრი გადმოვა ჩვენთან, ეს შემიძლია დაგიდასტუროთ და ღირსეული ხალხი, […]

ბაიდენის ოჯახმა მისი საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის გეგმის განხილვა დაიწყო – NBC News

ბაიდენის ოჯახმა მისი საპრეზიდენტო რბოლიდან გასვლის გეგმის განხილვა დაიწყო – NBC News აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ოჯახის წევრებმა მისი საპრეზიდენტო კამპანიიდან გასვლის გეგმაზე მსჯელობა დაიწყეს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული NBC News ოჯახის ორ ახლობელზე დაყრდნობით ავრცელებს. ოჯახში საუბრის მთავარი თემა არის ის, თუ როგორ უნდა გავიდეს რბოლიდან ბაიდენი ისე, რომ მისი „დემოკრატიული პარტია“ არ დაზარალდეს, […]

ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს

ბელარუსში გერმანიის მოქალაქეს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი დამოუკიდებელი მედია ავრცელებს. მათი ცნობით, 30 წლის გერმანიის მოქალაქეს, რიკო კრიგერს, მინსკის საოლქო სასამართლომ განაჩენი ჯერ კიდევ 24 ივნისს გამოუტანა, თუმცა ამის შესახებ ცნობილი მხოლოდ ახლა გახდა. მას სისხლის სამართლის ექვს სტატიის დარღვევაში ადანაშაულებდნენ: “დაქირავებულ მებრძოლად ყოფნა,” “სააგენტო საქმიანობა,” “ტერორისტული აქტი,” “ექსტრემისტული ფორმირების შექმნა,” “სატრანსპორტო […]

რუსულმა სასამართლომ, ამერიკელ ჟურნალისტს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართლომ, ამერიკელი ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი, პარასკევს, 19 ივლისს, ჯაშუშობაში დამნაშავედ ცნო და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული ახალი ამბების სააგენტოები ავრცელებენ. 32 წლის გერშკოვიჩი აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები ყალბია. ის სასამართლოს წინაშე, გასულ თვეში, ეკატერინბურგში წარსდგა. ის პირველი ამერიკელი ჟურნალისტია, რომელიც ცივი ომის შემდეგ, რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. […]

სომხეთის საჰაერო ძალების სასწავლო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 2 პილოტი ემსხვერპლა

სომხეთში სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავის ჩამოვარდნას ორი პილოტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათ ცნობით, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო ძალების სასწავლო-სავარჯიშო თვითმფრინავი 19 ივლისს დილით ქალაქ ეღვარდთან მახლობლად ჩამოვარდა. თავდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ თვითმფრინავი სასწავლო ფრენის დროს ჩამოვარდა. აღინიშნება, რომ ინციდენტს ორი პილოტის – უფროსი ლეიტენანტ არმენ ისაჰანიანისა და კადეტ არმენ ხაჩატრიანის – სიცოცხლეები […]

ილია დარჩიაშვილი – პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი – ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად

პოლიტიკური დიალოგის შეჩერება რას ნიშნავს, არ ვიცი – ჩვენ ვაგრძელებთ და ვმუშაობთ ჩვენი ევროპული მომავლის უზრუნველსაყოფად, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა უნგრეთში მედიასთან განაცხადა. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, პრემიერ-მინისტრი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ფორმატში წარმატებულად მონაწილეობდა. მას ჰქონდა ინტერაქცია სხვადასხვა ლიდერთან, ის იყო მონაწილე ერთ-ერთი მრგვალი მაგიდის და სწორედ ასე ხედავს […]

ილია დარჩაშვილი – საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას – საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპის

საქართველოს აქვს უზარმაზარი პოტენციალი, იმისთვის, რომ ძალიან ბევრი სარგებელი მოუტანოს თავად ევროპას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილიაა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, სტატუსის მიღების შემდეგ, საქართველოს ევროპული მომავალი არ არის მხოლოდ საქართველოს მომავალი, ეს არის მომავალი ევროპისა და ევროპული ოჯახის. „ევროპის პოლიტიკური გაერთიანება ვფიქრობ, ძალიან კარგი მექანიზმია, იმისთვის, რომ იმ […]

ილია დარჩიაშვილი – დღეს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს ჩვენს ევროპულ ინტეგრაციას

2 წლის წინ, როცა საქართველოს უსამართლოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე არ მიეცა კანდიდატის სტატუსი, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სოლიდარობის მიზნით ჩამოვიდა საქართველოში და გამოხატა თავისი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. ილია დარჩიაშვილის თქმით, თავმჯდომარე ქვეყნის რანგში უნგრეთს მეტი შესაძლებლობა ექნება, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. „ახალი ამბავი არ […]

ამერიკელ ჟურნალისტს რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

რუსეთში 16-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ The Wall Street Journal-ის მოსკოვის ბიუროს თანამშრომელს, აშშ-ის მოქალაქე ევან გერშკოვიჩს. მან ეს ვადა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს. პროკურატურა 18-წლიან პატიმრობას ითხოვდა. მხარეებს შეუძლიათ გადაწყვეტილება 15 დღის ვადაში გაასაჩივრონ. გერშკოვიჩი ბრალს არ აღიარებს. სასამართლომ გადაწყვეტილება დახურულ სხდომაზე გამოაცხადა. რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა The Wall Street Journal-ის რუსული […]

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Expedia-სთან ახალ კამპანიას იწყებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დიდ ბრიტანეთში, ლონდონში Expedia-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერს ლაურა მილოს სანჩეს შეხვდა. მაია ომიაძემ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო და დაჯავშნის პლატფორმა Expedia-ს წარმომადგენელთან 2025 წელს საქართველოს ტურისტული მარკეტინგული კამპანიის საკითხები განიხილა. Expedia-სთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე წელია, თანამშრომლობს საქართველოს ტურისტული მიმართულების, კურორტების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. […]