ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Expedia-სთან ახალ კამპანიას იწყებს
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დიდ ბრიტანეთში, ლონდონში Expedia-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერს ლაურა მილოს სანჩეს შეხვდა. მაია ომიაძემ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო და დაჯავშნის პლატფორმა Expedia-ს წარმომადგენელთან 2025 წელს საქართველოს ტურისტული მარკეტინგული კამპანიის საკითხები განიხილა. Expedia-სთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე წელია, თანამშრომლობს საქართველოს ტურისტული მიმართულების, კურორტების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. […]
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია Expedia-სთან ახალ კამპანიას იწყებს

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე დიდ ბრიტანეთში, ლონდონში Expedia-ს ბიზნეს განვითარების მენეჯერს ლაურა მილოს სანჩეს შეხვდა. მაია ომიაძემ მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო და დაჯავშნის პლატფორმა Expedia-ს წარმომადგენელთან 2025 წელს საქართველოს ტურისტული მარკეტინგული კამპანიის საკითხები განიხილა. Expedia-სთან ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია რამდენიმე წელია, თანამშრომლობს საქართველოს ტურისტული მიმართულების, კურორტების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით. […]
ჩინური მანქანების იმპორტი საქართველოში რეკორდულ მაჩვენებელზეა – როგორია საშუალო ფასი?

ჩინეთიდან საქართველოში 2024 წლის 1-ელ ნახევარში 21 890 360 აშშ დოლარის ღირებულების 1 365 ერთეული მსუბუქი ავტომობილი შემოვიდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, წლიურ ჭრილში ჩინეთიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტი ორჯერ არის გაზრდილი. რაც შეეხება ამ ავტომობილების ღირებულებას, გამოდის რომ საშუალოდ, წელს იმპორტირებული 1 ჩინური ავტომობილის ფასი 11 -12 ათასის ფარგლებშია (მარკისა და მოდელის […]
უკრაინამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან 12 ბავშვი ოჯახებთან ერთად დაიბრუნა

უკრაინის სახალხო დამცველის, დმიტრო ლუბინეცის ინფორმაციით, 12 უკრაინელი ბავშვი მათ ოჯახებთან ერთად რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინის კონტროლირებულ ტერიტორიაზე დააბრუნეს. ინფორმაციას ომბუდსმენი Telegram-არხზე ავრცელებს. “ბავშვები ნათესავებთან ერთად დონეცკში, ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონებში ცხოვრობდნენ. საბედნიეროდ, ისინი ახლა უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან”. – წერს ლუბინეცი. როგორც ოჯახები ამბობენ, ოკუპანტები მათ რუსული პასპორტების აღებას აიძულებდნენ, ხოლო […]
ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 65 რაკეტა გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, 19 ივლისს ჰეზბოლამ ისრაელის მიმართულებით 65 რაკეტა ისროლა. როგორც ცნობილია, სარაკეტო თავდასხმების სამიზნე ჩრდილოეთ ისრაელის ტერიტორია იყო. ჰეზბოლამ საჰაერო თავდასხმებზე პასუხისმგებლობა აიღო და ეს იერიშები ღაზაში ისრაელის თავდასხმების საპასუხო ქმედებებად მოიხსენიეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ჰეზბოლას რამდენიმე რაკეტა ისრაელის რკინის გუმბათის საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, ხოლო დანარჩენები ცარიელ, დაუსახლებელ ტერიტორიებზე ჩამოვარდა. […]
ილია დარჩიაშვილი უნგრელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პიტერ სიიარტოს შეხვდა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, უნგრეთში ვიზიტის ფარგლებში, ილია დარჩიაშვილმა და პიტერ სიიარტომ შეხვედრები გამართეს როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა უნგრელ კოლეგას ევროკავშირის თავმჯდომარეობა მიულოცა, მან მადლობა გადაუხადა კოლეგას უნგრეთის მხრიდან საქართველოსა და მისი საგარეო პოლიტიკური მიზნების ურყევი […]
ანრი ოხანაშვილმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარადგინა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა კომიტეტის მიერ 2024 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა. როგორც ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, მიმდინარე წელს კომიტეტმა 30 სხდომა გამართა. „25 საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში 86 კანონპროექტი განვიხილეთ, აქედან, წამყვანი კომიტეტის სტატუსით – 70 კანონპროექტი, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით – 16 კანონპროექტი. კომიტეტის სხდომებზე, ასევე განვიხილეთ საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ერთი, საპარლამენტო […]
მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოი ციენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა რეგიონისთვის და მისი როლის გაძლიერების შესაძლებლობები. ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობების მნიშვნელობა საქართველოსთვის, ჩინეთ-ევროკავშირის ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობის სხვა მიმართულებები. ხაზი გაესვა […]
თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სახელმწიფო ქონება ₾6.5 მილიონად გაიყიდა

თბილისში, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირზე 94 ნომერში, ისნის მეტროსთან ახლოს, სახელმწიფო ქონება ელექტრონულ აუქციონზე გაიყიდა. 18 ივლისს დასრულებული აუქციონის შედეგის თანახმად, 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 6.5 მილიონ ლარად გაიყიდა. ქონების საწყისი ღირებულება 6.4 მილიონი ლარი იყო. ბიჯების რაოდენობამ 10 შეადგინა, ქონების შეძენის მსურველი კი 2 მომხმარებელი იყო. ამ […]
მომდევნო დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 ივლისს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა […]