NBC – ბაიდენის ოჯახის წევრები საარჩევნო კამპანიიდან მის შესაძლო გასვლას განიხილავენ

ჯო ბაიდენის ოჯახის წევრები საარჩევნო კამპანიიდან მის შესაძლო გასვლას განიხილავენ. ამის შესახებ ინფორმაციას NBC News-ი აღნიშნულ დისკუსიებთან ნაცნობ ორ ადამიანზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროების ცნობით, ბაიდენის ოჯახში დისკუსია იქამდე დავიდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიიდან ნებისმიერმა მოხსნამ “დემოკრატიულ პარტიას” დონალდ ტრამპზე გამარჯვების უკეთესი შანსები უნდა მისცეს, ასევე ღირსეული უნდა იყოს ბაიდენისთვის, რომელმაც პოლიტიკურ საქმიანობაში 50 წელი […]
გახარიას თქმით, მისი პარტია არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს

“საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტია მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას დამოუკიდებლად მიიღებს. მან არ გამორიცხა, რომ ამ კუთხით რამე შეიცვალოს, თუმცა თქვა, რომ ამომრჩეველი რაიმე გაერთიანების შესახებ ინფორმაციას მისგან გაიგებს. “როდესაც საუბარია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობაზე, პარტია “საქართველოსთვის” ამ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობს დამოუკიდებლად. თუ რაიმე შეიცვლება – ყველაფერი ხდება, ხომ ხედავთ, სამყარო როგორი […]
დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომს – დონალდ ტრამპი
ჩვენმა ოპონენტებმა მშვიდობიან მსოფლიო მიიღეს მემკვიდრეობად და ომის პლანეტად აქციეს – დავასრულებ ყველა საერთაშორისო კრიზისს, რომელიც ამ ადმინისტრაციამ შექმნა, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა მილუოკიში, “რესპუბლიკური პარტიის” ეროვნულ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მან ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ავღანეთიდან ჯარების გაყვანის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. „ამ კატასტროფით გათამამებული რუსეთი უკრაინაში […]
წყაროების თქმით, ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლის დატოვების შესაძლებლობას განიხილავს

დემოკრატიული პარტიის კომიტეტი პარასკევს შეიკრიბება, რათა განიხილოს ონლაინ, ვირტუალური ხმის მიცემის პროცესი, მოქმედი პრეზიდენტი ჯო ბაიდენის პრეზიდენტად დასასახელებლად, 5 ნოემბრის არჩევნების წინ. ეს იმ ფონზე, როცა ბაიდენი კვლავ განიხილავს დატოვოს თუ არა არჩევნები. ვირტუალური კენჭისყრა დემოკრატიული ეროვნული კომიტეტის ყრილობის წინ ჩატარდება. ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში უნდა გაიმართოს და პარტიამ თავისი კანდიდატი უნდა დაასახელოს. გაურკვეველია, როგორ […]
თელ-ავივზე დრონით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა, ირანთან დაკავშირებულმა ჰუთების დაჯგუფებამ აიღო

ისრაელის სამხედრო უწყების და სამაშველო სამსახურების ცნობით, პარასკევს დილით თელ-ავივის ცენტრს ირანული წარმოების შორი რადიუსის დრონმა დაარტყა. ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაიჭრა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იემენში ბაზირებულმა შეიარაღებულმა ჯგუფმა ჰუთიმ იკისრა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული აფეთქების ვიდეო აჩვენებს, რომ დრონი ისრაელის საჰაერო ტერიტორიაზე ზღვის მხრიდან შევიდა და განგაშის სისტემა არ აამოქმედა. თავდასხმა მოხდა რამდენიმე საათში მას […]
ტრამპი: პოლიტიკური უთანხმოების დემონიზება დაუშვებელია

ხუთშაბათს, 18 ივლისის საღამოს, დონალდ ტრამპმა ამერიკის რეპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო ნომინაცია ოფიციალურად მიიღო. საათ-ნახევრიანი სიტყვით გამოსვლისას მან დეტალურად აღწერა თავისი მკვლელობის მცდელობა 78 წლის ყოფილმა პრეზიდენტმა, რომელიც შემტევი რიტორიკითაა ცნობილი, თავისი გამოსვლა შედარებით რბილი და პირადული, ემოციური გზავნილებით დაიწყო. მან დეტალურად აღწერა, როგორ ჩახედა სიკვდილს თვალებში, კონვენციაზე, მილუოკიში შეკრებილები მას დუმილით უსმენდნენ. ტრამპმა თქვა, თავდასხმისას […]
სახალხო დამცველი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით პარლამენტს რეკომენდაციებს სთავაზობს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში სახალხო დამცველი მიესალმება პატიმრების მიმართ ადეკვატური და სამართლიანი საშეღავათო მექანიზმებისა და მიდგომების გატარებას. ამასთან იმედს იტოვებს, რომ დაზღვეული იქნება საზოგადოებრივი უსაფრთხოების რისკებიც. როგორც ომბუდსმენი აღნიშნვს, ამნისტია ეს არის ჰუმანური პოლიტიკური აქტი და სახალხო დამცველი, თავისი მანდატის გათვალისწინებით, ვერ მისცემს პარლამენტს კონკრეტულ რეკომენდაციებს თუ რა […]
სანქცირებულ საქონელს გერმანიიდან რუსეთის კომპანია „პრომტექი“ თურქი, სომეხი და ყაზახი პარტნიორებისგან იღებს-SZ

ნახევარგამტარები, ტრანზისტორები, ელექტრო სადენები, ლითონის შენადნობები და ათზე მეტი გერმანული კომპანიის სხვა ორმაგი დანიშნულების საქონელი რუსულ საწარმო „პრომტექსს“ მისი შვილობილი კომპანიების მეშვეობით მიეწოდება. ამის შესახებ საუბარია გერმანული გამოცემა „ზიუდდოიჩე ცაიტუნგის“, სამაუწყებლო კომპანიების WDR-ისა და NDR-ის, ფრანგული Le Monde-ის და უკრაინულ პროექტ „თრაფ აგრესორის“ (Trap Aggressor) ერთობლივ გამოძიებაში. რუსული საწარმო „პრომტექსი“ ამ საქონელს თურქული კომპანია „ენუტეკის“ […]
ცესკოს თავმჯდომარე და მოადგილე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მოადგილე გიორგი შარაბიძე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდნენ. შეხვედრის მთავარი თემა 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობა იყო. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია აქტიურად მუშაობს და არაერთ საქმიანობას ახორციელებს იმისთვის, რომ პარლამენტის არჩევნები ელექტრონული აპარატების […]
საქართველოში ჩინელი ტურისტების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა – ჩინეთის ელჩი საქართველოში

საქართველოში, წინა წილის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინელი ტურისტების რაოდენობა 160%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ჭოუ ციენმა გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” განაცხადა. მისივე თქმით, გაიზარდა ჩინეთში ჩასული ქართველი ტურისტების რაოდენობაც. “მიმდინარე წლის პირველ ნახევარში საქართველოში 33 000-მდე ჩინელი ტურისტი ჩამოვიდა. უვიზო რეჟიმი ხალხებს შორის მიმოსვლის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. […]