„მოუთმენლად ველი მომავალ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას“ – ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მოუთმენლად ელის მომავალ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „მოუთმენლად ველი მომავალ კვირას საარჩევნო კამპანიაში დაბრუნებას, რათა გავაგრძელო დონალდ ტრამპის „პროექტი 2025“-ის დღის წესრიგის საფრთხის გამოაშკარავება. ამავდროულად ვისაუბრებ ჩემს ხედვაზე, რომელიც მაქვს ამერიკის მიმართ: ის, სადაც ჩვენ გადავარჩენთ ჩვენს დემოკრატიას, დავიცავთ ჩვენს უფლებებსა და თავისუფლებებს […]

როგორი ამინდი იქნება 23 ივლისამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ივლისის დილამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა და ქარის გაძლიერება. 21-22 ივლისს კი ხანმოკლე წვიმა მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. თბილისში 20-21 ივლისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსს ვარაუდობენ. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, […]

ლვოვში თავს დაეხნენ პოლიტიკოს ირინა ფარიონს. ის მძიმედ არის დაჭრილი

უკრაინის ქალაქ ლვოვში უცნობმა პირმა ცეცხლი გაუხსნა პოლიტიკოსს, უკრაინის საკანონმდებლო ორგანოს – ვერხოვნა რადის ყოფილ დეპუტატს ირინა ფარიონს, რომელშიც თავის არეში მიყენებული მძიმე ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. დეპუტატის მკვლელობის მცდელობა მოხდა პარასკევს, საღამოს შვიდის ნახევარზე, იმ სახლის მახლობლად მდებარე ქუჩაზე, სადაც ფარიონი ცხოვრობს. ექიმები მის მდგომარეობას სერიოზულად მიიჩნევენ. იგორ ზინკევიჩი, ლვოვის საკრებულოს დეპუტატი და მარტა ოლიარნიკი, […]

„პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება“ — ICJ

გაეროს სასამართლომ (სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო – ICJ) განაცხადა, რომ ისრაელის მიერ პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. სასამართლოს დადგენილებით, ისრაელმა უნდა შეწყვიტოს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროსა და აღმოსავლეთ იერუსალიმში დასახლებების მოწყობა, ამ ტერიტორიებისა და ღაზის სექტორის უკანონოდ დაკავება, რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად. ამის საპასუხოდ ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ სასამართლომ „ცრუ გადაწყვეტილება“ მიიღო. „ებრაელი ხალხი […]

ძალიან მალე გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს თითქმის ყველა ქვეყანა

ძალიან მალე გამჭვირვალობის შესახებ კანონს მიიღებს თითქმის ყველა ქვეყანა „საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქვეყანა გაეყვანა მომავლის პოლიტიკაში. ის პოლიტიკა, რასაც დღეს გვთავაზობს დასავლეთი, არის მილევადი იმიტომ, რომ ეს არის მარცხის, ომის და ეკონომიკური დეგრადაციის პოლიტიკა,“ – განაცხადა მედიასთან საუბარში პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ. მისივე თქმით, გამჭვირვალობის კანონის მიღებით ხელისუფლებამ საქართველოს მომავალი გაუკვალა. „ძალიან მალე […]

არანაირ “შემთხვევითობას” აწი ჩვენთან ადგილი არ ექნება! ეცდებიან ჩვენც გვესროლონ, მიმართონ საბოტაჟისა და დივერსიების ნაირსახეობებს – მაგალითად ისეთს, დღეს ამერიკამ რომ დატესტა მთელ მსოფლიოზე

არანაირ “შემთხვევითობას” აწი ჩვენთან ადგილი არ ექნება! ეცდებიან ჩვენც გვესროლონ, მიმართონ საბოტაჟისა და დივერსიების ნაირსახეობებს – მაგალითად ისეთს, დღეს ამერიკამ რომ დატესტა მთელ მსოფლიოზე პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი Microsoft 365-ისა და Azure-ს უსაფრთხოების სისტემის მწყობრიდან გამოსვლას ეხმიანება. ანალიტიკოსის თქმით, დღევანდელი შემთხვევა 2024 წლის უკვე მესამე საეჭვო კატასტროფაა, რომელმაც პანიკური განწყობა დათესა მსოფლიოში. ექსპერტი […]

ახლა ვხედავთ უპრინციპობის ზეიმს ოპოზიციაში

„ნიკა გვარამია ახლა საუბრობს პრაგმატულ პოლიტიკაზე, კონკრეტულად კი, რუსეთთან მიმართებით, რაც, მისივე თქმით, მოსახლეობის აზრის გათვალისწინებას გულისხმობს. და ჩვენ სხვას მეტს რას ვამბობდით?“ – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ განაცხადა. მისი თქმით, ადამიანები, რომლებიც პირდაპირ ეთნიკურ შუღლს აღვივებდნენ და რუსოფობიას ასაზრდოებდნენ, დღეს აცხადებენ, რომ თუ რუსი ტურისტი შემოვა საქართველოში და ფულს […]

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 40 წლამდე მამაკაცი დაჭრეს

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამებაში 40 წლამდე მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს.არსებული ინფორმაციით, შემთხვევა ნაცნობებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ადგილობრივის ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი კლინიკაშია გადაყვანილი, იგი კონტაქტური იყო. შემთხვევა სოფელ სამებაში დღეს მოხდა.

გიორგი ამილახვარმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში 2024 წლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, რომელშიც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა. „თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს გილოცავთ უნივერსიტეტის დასრულებასა და ცხოვრების ახალ, […]

დაზღვეული საბანკო დეპოზიტების მოცულობა 9.9 მლრდ ლარია

დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში, რომელსაც კომერციული ბანკები ყოველთვიურ მოსაკრებლებს უხდიან, 2024 წლის ივნისს ბანკების სადაზღვევო შენატანებმა 5.5 მილიონი ლარი შეადგინა. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტო ბანკებისგან მიღებულ შენატანებს სახელმწიფო ფასიან ქაღალდებში აბანდებს. არსებული მდგომარეობით, ფონდის ზომა 231 913 523 ლარს ლარს შეადგენს. „2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 56,792,384,523 ლარს […]