ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის საავიაციო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის სარაკეტო დარტყმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ბავშვი. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ქალაქის მერმა ალექსანდრე სენკევიჩმა განაცხადა. სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც განაცხადა, რომ რაკეტა “ჩვეულებრივი სახლის მახლობლად მდებარე სათამაშო მოედანს” მოხვდა. ზელენსკის თქმით დაღუპულების გარდა არიან დაშავებულებიც. უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ განაცხადა, რომ […]
საპარლამენტო არჩევნებში პარტია “საქართველოსთვის” დამოუკიდებლად მონაწილეობს – გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური ძალა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. “მთავარ არხთან” კომენტარისას ყოფილი პრემიერი აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიიდან “ქართული ოცნებიდან” “ბევრი გადავა” მის გუნდში. “პირველი პოლიტიკური ძალა ვიყავით, რომელმაც ოფიციალურად განაცხადა, რომ ჩვენ 2024 წლის საარჩევნო კამპანიას და არჩევნებში მონაწილეობას ვაპირებდით დამოუკიდებლად და არაფერი არ შეცვლილა ამასთან […]
ონში ავსტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულია ორი პირი

ონში ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მოზარდია. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა ორი პირიც. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ლვოვში რადის ყოფილ წევრს, ირინა ფარიონს ესროლეს, ის მძიმედ არის დაჭრილი

ლვოვში უკრაინის უმაღლესი რადის ყოფილ დეპუტატს, ენათმეცნიერს, 60 წლის ირინა ფარიონს ესროლეს. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. ექიმების ცნობით, ის მძიმე მდგომარეობაშია. შემთხვევა ფარიონის სახლთან ახლოს მოხდა. პოლიცია საქმეს მკვლელობის მცდელობის მუხლით იძიებს და მათი ცნობით, თავდამსხმელმა მიმალვა მოასწრო. თავდასხმის შესახებ ინფორმაცია პირველად ლვოვის საკრებულოს დეპუტატმა, იგორ ზინკევიჩმა და ჟურნალისტმა […]
დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის საქმე- ბოლო დეტალები გახმაურებულ საქმეზე

ვინ იყო პასუხისმგებელი იმ შენობის შემოწმებაზე, რომლის სახურავზეც დონალდ ტრამპის თავდამსხმელი იმყოფებოდა და რა ახალი დეტალებია ამ საქმესთან დაკავშირებით ცნობილი. ასევე, როგორ მიმდინარეობს რესპუბლიკური პარტიის ყრილობა – “ამერიკის ხმის” ჩართვა “ტვ პირველზე”
გაეროს სასამართლო: “პალესტინური ტერიტორიებისა და დასახლებების ოკუპაცია უკანონოა”

გაეროს სასამართლომ პარასკევს განაცხადა, რომ ისრაელის მიერ “პალესტინური ტერიტორიებისა და დასახლებების ოკუპაცია უკანონოა” და რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ეს სასამართლოს მხრიდან ყველაზე მკაცრი დასკვნაა ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტის შესახებ. მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) მოსამართლეთა საკონსულტაციო დასკვნა არაა სავალდებულო, მაგრამ მას აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო სამართლის მიხედვით და შესაძლოა შეასუსტოს კიდეც ქვეყნების მხრიდან ისრაელის მხარდაჭერა. „ისრაელის დასახლებები დასავლეთ […]
ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ონის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთი არასრულწლოვანია. შემთხვევის შედეგად დაშავებულია ორი ადამიანი.ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
20-21 ივლისს საქართველო ლონდონში, The National Geographic Traveller Food Festival 2024-ზე წარდგება

ლონდონში The National Geographic Traveller Food Festival-ის გამართვამდე ორი დღით ადრე საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, მაია ომიაძემ საქართველოს სტენდი დაათვალიერა და გაეცნო მოსამზადებელ სამუშოებს. 20-21 ივლისს საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალზე, „მასტერკლასის თეატრში“ ქართული ღვინისა და კერძების მასტერკლასების ოთხი სესია გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში, საქართველოს სტენდზე ორი დღის განმავლობაში ღვინის დეგუსტაცია და ე.წ. Show Kitchen-ი მოეწყობა. ფესტივალში […]
საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი რეკორდულად, $82 მლნ-მდე გაიზარდა

საქართველოდან ტანსაცმლის ექსპორტი რეკორდულად გაიზარდა – 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში 82 მილიონი დოლარის ღირებულების ტანსაცმლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია და ამ კატეგორიის საქონლის ექსპორტის მაქსიმუმს წარმოადგენს. საქართველოში წარმოებული ტანსაცმელი გლობალური ბრენდებისთვის არის განკუთვნილი, ისეთების როგორიცაა Nike, Addidas, Zara, H&M, Under Armour-ი და სხვა ბრენდები. საქართველოში წარმოებული ტანსაცმლის 88% ექსპორტზე […]
ზელენსკი დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომას დაესწრო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევს ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს მიმართა. უცხოელი ლიდერებისთვის ეს იშვიათად ხდება. მინისტრთა კაბინეტის სხდომას ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი უძღვებოდა და მან ხაზი გაუსვა ლონდონის მხარდაჭერას კიევისთვის. ბრიტანეთმა, ბლენჰეიმის სასახლეში ევროპელი ლიდერების ფორუმს უმასპინძლა. ბოლო უცხოელი ლიდერი, რომელიც ბრიტანეთის კაბინეტის სხდომას დაესწრო, ამერიკის პრეზიდენტი ბილ კლინტონი იყო 1997 წელს. ზელენსკიმ კვლავ მოუწოდა დასავლელ […]