ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის – იენს სტოლტენბერგი

ევროპა მზად უნდა იყოს უკრაინაში ათწლიანი ომისთვის, რაც უფრო დიდხანს ვიქნებით მზად, უკრაინას დავეხმაროთ, მით მალე დასრულდება ეს ომი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. კითხვაზე, უნდა მოემზადონ თუ არა ნატო-ს მოკავშირეები იმისთვის, რომ უკრაინაში ომი, შესაძლოა, 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს, სტოლტენბერგმა უპასუხა: „დიახ. მაგრამ მთავარი გზავნილი არის ის, რომ […]

ნათია მეზვრიშვილი – „ოცნება“ ვაჭრობს პატიმრებთან, მათი ოჯახის წევრებთან და სატელიტი პარტია, „გირჩი“კარგად ეხმარება – ვისურვებდი, ამნისტიის კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს

მე ვისურვებდი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო გამოიყენოს , – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნათია მეზვრიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ამნისტიის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამნისტიის კანონი მხოლოდ მას შემდეგ უნდა იქნას მიღებული, როდესაც „ქართული ოცნება“ შესაბამის კვლევას წარმოადგენს, წინააღმდეგ შემთხვევაში ამნისტია უსამართლო და შერჩევითი იქნება. „მე ვისურვებდი, რომ ეს ეფუძნებოდეს […]

თეონა აქუბარდია – ამნისტიის კანონპროექტი „ქართული ოცნების“ ზონდერებს ეხება – მოქალაქეებს, რომლებიც პარლამენტის წინ აბრახუნებდნენ და 6 წლით გაუშვეს ციხეში, არ ეხებათ, ეხებათ ზონდერებს, რომლებიც პროტესტის დროს ძალადობდნენ

გააჩინეს განცდა, რომ ეს ამნისტია იქნებოდა სამართლიანი და ჰუმანური პრინციპებიდან გამომდინარე, ამან გარკვეული მოლოდინები გააჩინა, რომ ეს შეეხებოდა ბევრ ადამიანს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ პატიმრების პროტესტი ციხეებში , – ეს განცხადება პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გააკეთა. აქუბარდიას შეფასებით, აღნიშნული კანონი, რომელიც არჩევნებამდე ერთი თვით ადრე უნდა მიიღონ, „ქართულ […]

ICJ-ის დასკვნით, პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის განსახლება უკანონოა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის განსახლება უკანონოდ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ პალესტინურ ტერიტორიებზე ისრაელის განსახლების/ახალმოსახლეობის ტალღა უნდა შეწყდეს და ეს პროცესი საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. “ისრაელის განგრძობითი ყოფნა პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოა. ისრაელის სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაასრულოს უკანონოდ ყოფნა ტერიტორიაზე რაც შეიძლება სწრაფად” – თქვა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტმა ნავაფ სალამმა. ისრაელის […]

ზაკერბერგმა ტრამპის ჟესტს თავდასხმის შემდეგ “მაგარი” უწოდა

Meta-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ზაკერბერგმა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მასზე თავდასხმის შემდეგ წარმოჩენილ სულისკვეთებას “მაგარი” უწოდა, მაგრამ დაამატა, რომ საჯაროდ მხარდაჭერას არცერთ კანდიდატს არ უცხადებს. ამის შესახებ ზაკერბერგმა Bloomberg-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. “წარსულში გამიკეთებია რაღაცები, რის გაკეთებასაც ამჯერად არ ვგეგმავ, მათ შორის, რომელიმე კანდიდატისთვის საჯაროდ მხარის დაჭერას არ ვაპირებ. ნახეთ, რა თქმა უნდა, […]

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაქნისა და თვითმფრინავების სადგომის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. მათივე ცნობით, 25000 მ2 ტერიტორიაზე მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, მთლიანად იცვლება ბაქნის არსებული ასფალტის ფუნდამენტი ბეტონის საფარით. ასევე, იცვლება შიდა კომუნიკაციები, როგორც სანიაღვრე და წყალარინების სისტემა, ისე ელექტრო სისტემები. აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, სამუშაოების დასრულების შემდეგ მთლიანად შეიცვლება ქუთაისის […]

,, ოცნების პრეზენტაციაზე ტვ პირველის და ფორმულას სიუჟეტების შემდეგ “ბულინგის” მსხვერპლი ვარ!” – რას წერს ზალიკო ბერგერი

ზალიკო ბერგერი სოციალურ ქსელში წერს: ,,ნუკი არველაძე. შენს აუდიტორიას მინდა გავუზიარო ჩემი გულისტკივილი!ოცნების პრეზენტაციაზე ტვ პირველის და ფორმულას სიუჟეტების შემდეგ რა “ბულინგის” მსხვერპლი ვარ!ამდენი გინება და წყევლა ვიღაც ხალხისგან არ მწყენია! განსაკუთრებით გაუნათლებელი და მახინჯი მხვდება გულზე და ევროპელობა რომ გავყიდე და მსგავსები! თან რა ხალხისგან! კიდევ კარგი ნუკა არველაძემ იცის ბნელი წლებიდან მოყოლებული განათლებაც […]

ევროკავშირში საქართველოს ექსპორტი 35%-ით შემცირდა – რას ვყიდით?

2024 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირში საქართველოდან 259 მილიონი დოლარის ღირებულების საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ით ანუ 139 მილიონი დოლარით ნაკლებია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, კლება ძირითადად სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტის შემცირებას უკავშირდება. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან EU-ში $19 მილიონის სპილენძის მადნები გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ […]

მცენარეთა დაცვის საერთაშორისო კონგრესზე სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლობამ სამეცნიერო კვლევის შედეგები წარადგინა

საბერძნეთში, ქალაქ ათენში გამართულ მცენარეთა დაცვის მე-20 საერთაშორისო კონგრესზე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ, მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ხიდეშელმა და ვირუსოლოგიის ლაბორატორიის უფროსმა ივეტა მეგრელიშვილმა ხეხილისა და თხილის საქართველოსთვის აქტუალური ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების კვლევის შესახებ სამი პრეზენტაცია წარადგინა. აღნიშნული კვლევები საგრანტო პროექტის „თხილის ბაქტერიული (Xanthomonas arboricola, Pseudomoanas avellanae) და […]

ჯო ბაიდენი – რუსეთმა ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან, ჟურნალისტი და ამერიკელია – გავაგრძელებთ რუსეთსა და მსოფლიოში დაპირისპირებას მათთან, ვინც პრესაზე თავდასხმას ან ჟურნალისტების სამიზნეში ამოღებას ცდილობს

რუსეთმა ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს 16 წელი მიუსაჯა, ის სამიზნედ აირჩიეს, ვინაიდან ის ჟურნალისტი და ამერიკელია. ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ ამერიკელი ჟურნალისტ, ევან გერშკოვიჩისადმი 16 წლით პატიმრობის მისჯას. “დღეს, ევან გერშკოვიჩმა რუსულ ციხეში 16 წლის განაჩენი მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია. მეტიც, რუსეთის მთავრობამ ის სამიზნეში ამოიღო, ვინაიდან ის ჟურნალისტი […]