“კონტეს ნერესი “კვარას” გასაუმჯობესებლად სჭირდება” – კასანომ და ადანიმ დებატები გამართეს

იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ გადაცემა Viva el Futbol-ში „ნაპოლისა“ და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დისკუსია გამართეს. კასანო – უდინეში „ნაპოლიმ“ სეზონის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, მაღალ დონეზე ითამაშეს, თუმცა პირველ ტაიმში გაუჭირდათ. „უდინეზე“ ცდილობდა მაღალი პრესინგი შეეთავაზებინა, მაგრამ კონტეს გუნდი კარგად მოქმედებდა და დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლა მინდა პროვოკაცია მოვაწყო – ლობოტკას შემდეგ […]

უკრაინას არ აქვს ძალები ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინას ახლა არ გააჩნია ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმისა და დონბასის სამხედრო გზით დასაბრუნებლად. ამავე დროს, იგი ხაზს უსვამს, რომ ეს არ ნიშნავს რუსული ოკუპაციის იურიდიულად აღიარებას. „იურიდიულად ვერ ვიტყვით უარს ჩვენს ტერიტორიებზე, ეს კონსტიტუციითაა აკრძალული. ფიზიკურად კი, რისთვისაა ეს ხმამაღალი სიტყვები? თუ ფიზიკურად ისინი აკონტროლებენ ჩვენი ტერიტორიის ნაწილს, […]

რუსეთის როსტოვის რეგიონზე 10-მდე რაკეტით განხორციელდა იერიში

რუსეთის როსტოვის რეგიონი დაექვემდებარა სარაკეტო თავდასხმას – აცხადებს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, იური სლიუსარი და დასძენს, რომ იერიშისას ჩამოგდებულ იქნა 10 რაკეტა. მალაია კამენკის დასახლებულ პუნქტში რაკეტების ნამსხვრევებისგან ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ სახლს, დაზიანდა ახლოს მდებარე კიდევ რამდენიმე ნაგებობა, სხვა ეზოში რაკეტის ფრაგმენტები აღმოაჩინეს. წინასწარი მონაცემებით მსხვერპლი არ არის. ნოემბრის შუა რიცხვებში სლიუსარი აცხადებდა, რომ უკრაინის გრძელი […]

ანა დოლიძე – „ქართულმა ოცნებამ“ საერთაშორისო დანაშაული ჩაიდინა – ჰააგაში მტკიცებულებები მივიტანე, პასუხი უნდა ვაგებინოთ

დაუსჯელობა საქართველოში უნდა დასრულდეს, ადამიანების ცემა, განადგურება და დაზიანება უნდა დასრულდეს, შერჩევითი სამართალი უნდა დასრულდეს. სულ რომ დაბერება მომიწიოს ამ საკითხში, ხარება იქნება თუ პოლიტიკოსი, პასუხი უნდა ვაგებინოთ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე განაცხადა. როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, ახლა ვიზიტით ჰააგაში იმყოფება, სადაც აქციების დაშლის დროს ხელისუფლების […]

მარკო მიხელსონი – ქართველებს ძალიან მარტივი სურვილები აქვთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი

სალომე ზურაბიშვილი მართალია: თუ ევროკავშირს არ შეუძლია 3.6 მილიონიან ერზე მოახდინოს გავლენა, როგორ შეიძლება იმედი ჰქონდეს, რომ გეოპოლიტიკურად წარმატებული იქნება ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ? – ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი წერს. მისივე თქმით, ქართველებს ძალიან მარტივი სურვილები აქვთ: დაგვიბრუნეთ ჩვენი ხმა და ევროპული მომავალი. “ქართველებს ძალიან მარტივი […]

ემუქრება თუ არა საფრთხე საქართველოს შავ ზღვაში ჩაღვრილი ნავთობის გამო?

ქერჩის სრუტეში ორი რუსული ნავთობტანკერის, Volgoneft 212-ისა და Volgoneft 239-ის ჩაძირვა შესაძლოა, შავ ზღვაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეკოლოგიური კატასტროფა გახდეს, რაც თავის მხრივ ფლორა-ფაუნას სერიოზულად დააზიანებს. ნეგატიურ ეკოლოგიურ შედეგებს პროგნოზირებენ Greenpeace-ში. უკანასკნელი ინფორმაციის თანახმად, ფედერაციის მთავრობა ზუსტ მაჩვენებელს არ ასახელებს და აცხადებს, რომ საწვავის გაჟონვის ზუსტი რაოდენობა დგინდება, ხოლო უკრაინის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების […]

„ის ფაქტი, რომ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი არ შეამცირა, სწორი გადაწყვეტილებაა“ – აკაკი ცომაია

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის განმარტებით, გადაწყვეტილება ამ ეტაპზე არსებული შიდა და გარე ვითარების ანალიზის შედეგად მიიღეს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობისა და სურსათის ფასების მერყეობა გაზრდილია. კერძოდ, საკვები ნედლეულის საერთაშორისო ფასები ბოლო რამდენიმე თვეა შესამჩნევად იზრდება, რაც ინფლაციურ რისკებს შეიცავს. ამავდროულად მცირედით მოიმატა საერთაშორისო ტრანსპორტირების […]

კიევი აცხადებს, რომ დაარღვია რუსული საჯაშუშო ქსელი, რომლის სამიზნეც F-16 გამანადგურებლებზე ინფორმაცია იყო

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) განაცხადა, რომ გამოავლინა და გაანეიტრალა ქვეყანაში რუსული საჯაშუშო ოპერაციის „უდიდესი ქსელი“, რომელიც სავარაუდოდ მოკავშირეების მიერ გადაცემულ F-16 გამანადგურებლებზე და სხვა სამხედრო სამიზნეებზე სადაზვერვო ინფორმაციას აგროვებდა. 17 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებაში ხაზგასმულია ფაქტი, რასაც უკრაინა ახასიათებს, როგორც რუსეთის გამუდმებულ ჯაშუშურ ძალისხმევას იმ დროს, როდესაც ქვეყანა რუსეთის მიმდინარე აგრესიის მოგერიებას ცდილობს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა […]

“ქართველები არ დაიღლებიან, მაგრამ ევროპის გააქტიურებას ელიან” – ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს სიტყვით მიმართა. გამოსვლისას მან ევროპარლამენტარებს უამბო საქართველოში შექმნილი ვითარების შესახებ და ევროკავშირს მოუწოდა, გაააქტიურონ პროევროპული პროტესტის მხარდაჭერა. სტრასბურგში ევროპარლამენტის 18 დეკემბრის სხდომა სალომე ზურაბიშვილმა გახსნა. დასაწყისში მას მიესალმა ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, რომელმაც ზურაბიშვილის უკანასკნელი ვიზიტი გაიხსენა: “როცა თქვენ აქაურობას უკანასკნელად ეწვიეთ, განვიხილეთ თქვენი ქვეყნის პროგრესი ჩვენს ევროპულ ოჯახში შემოსვლის […]

მიხეილ სააკაშვილი – დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში – ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას ევროპარლამენტში დადებითად აფასებს. მისი თქმით, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს. “მე დადებითად ვაფასებ პრეზიდენტ ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას ევროპარლამენტში. თავიდანვე მომხრე ვიყავი მისი მოწვევის, ეს იყო საჭირო გამოსვლა უკიდურესად საჭირო დროს. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მან ხაზი გაუსვა, რომ ქართულ სახელმწიფოს ადრე არჩეული […]