ბოლტონი: იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება გაუარესდეს

„საქართველოს მთავრობის ზოგიერთ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება ხედავს რა ხდება და აცნობიერებს, რომ ვითარება შეიძლება გაუარესდეს. ეს კი, საქართველოს უფრო დაუცველ მდგომარეობაში დატოვებს“ – ამბობს ჯონ ბოლტონი.

გიოტმიოლერი: საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტული ხაზები, ნატო-საქართველოს ურთიერთობისთვის დამანგრეველი იყო

ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა, მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ რიტორიკას კი ამ ურთიერთობებზე დამანგრეველი ეფექტი აქვს. როუზ გიოტმიოლერი, ალიანსის გენერალური მდივნის მოადგილის თანამდებობას 2016-19 წლებში იკავებდა და როგორც ამ რანგში, ასევე, მანამდე, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის რანგში, საქართველოს არაერთხელ ესტუმრა. გიოტმიოლერს […]

ბოლტონი: საქართველოს მთავრობის ზოგიერთი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება იყო არასწორი, სამწუხარო და საზიანო

როგორ შეიძლება განვითარდეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს თანამშრომლობა, ორი ქვეყნის ურთიერთობებში ბოლოდროინდელი დინამიკის ფონზე. რა საფრთხეებს ხედავს საქართველოსთვის, „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯებისა და თბილისი-პეკინის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად – ამ კითხვებით, თეთრის სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილ მრჩეველს მივმართეთ. რესპუბლიკელი ჯონ ბოლტონი, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს, მისი თანაშემწე და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველი, 2018 წლის აპრილიდან, 2019 […]

ტრამპი მკვლელობის მცდელობის გადარჩენის შემდეგ რესპუბლიკელების ყრილობაზე გაემართება

78 წლის ტრამპი წინასაარჩევნო აქციას ატარებდა პენსილვანიის ქალაქ ბატლერში, როდესაც სროლა გაისმა. ტრამპს ტყვიამ მარჯვენა ყური გაუხვრიტა. “ამერიკის ხმის” ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძე საუბრობს “ტვ პირველის” ეთერში, ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ.

გიოტმიოლერი: აშშ-ის არმიასთან თანამშრომლობა და ნატოს წვრთნები საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის ინტერესებშია

როუზ გიოტმიოლერი, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ ნატოსთან და შეერთებულ შტატებთან საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობა, მისი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებში შედის. საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ რიტორიკას კი ამ ურთიერთობებზე დამანგრეველი ეფექტი აქვს.

დიმიტრი მედვედევი – ბაიდენი მორჩა – სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება. „ბაიდენი მორჩა. ვუსურვებთ მას ჯანმრთელობას. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნების მიღწევა მოხდება“, – წერს მედვედევი „ტელეგრამზე“. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავის კანდიდატურას ხსნის […]

მსოფლიო ლიდერები ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მოხსნას აფასებენ

უკრაინა მადლიერია მისი თავისუფლებისთვის ბრძოლაში პრეზიდენტ ბაიდენის ურყევი მხარდაჭერისთვის, ყოველთვის მადლობელი ვიქნებით პრეზიდენტ ბაიდენის ლიდერობისთვის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე დაწერა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განაცხადა. „ბევრი ძლიერი გადაწყვეტილება იქნა მიღებული ბოლო წლებში და გვემახსოვრება, როგორც პრეზიდენტ ბაიდენის გაბედული ნაბიჯები, რომლებიც გადადგა […]

კამალა ჰარისი – ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და გავიმარჯვებთ

არჩევნების დღემდე გვაქვს 107 დღე. ჩვენ ერთად ვიბრძოლებთ და ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა. „ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ გავაერთიანო დემოკრატიული პარტია და გავაერთიანო ჩვენი ერი, რათა დავამარცხოთ დონალდ ტრამპი და მისი ექსტრემალური „პროექტ 2025“-ის დღის წესრიგი“, – აღნიშნა ჰარისმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში […]

ბაიდენი პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის აღარ იბრძოლებს – რა ხდება შემდეგ?

21 ივლისს, კვირას, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის ტოვებს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო რბოლას. ამ გადაწყვეტილებით, აშშ-ის პოლიტიკურ რუკაზე, აქამდე მოუნიშნავი სივრცე გამოჩნდა. ჯო ბადიენმა, დემოკრატიული პარტიის აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად, ვიცე-პრეზიდენტ კამალა-ჰარისის წარდგენას დაუჭირა მხარი. რა შეიძლება მოხდეს შემდეგ? ვიდრე პრეზიდენტ ბაიდენის გადაწყვეტილების შესახებ გახდებოდა ცნობილი, საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“, ამ კითხვით „ბრუკინგსის […]

ისრაელმა ჩამოაგდო იემენიდან ნასროლი რაკეტა რამდენიმე საათში ჰუტის მიმდევრებზე იერიშის შემდეგ

ისრაელის სამხედროების თანახმად, მათ გადაიტაცეს რაკეტა, რომელიც იემენიდან იქნა გატყორცნილი 21 ივლისის დილით, რამდენიმე საათის შემდეგ მას მერე, რაც ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს ჰუტის მიმდევრების ობიექტებზე. ისრაელის იერიში, რომელიც თელ-ავივში დრონით განხორციელებულ თავდასხმის საპასუხოდ მოხდა, პირველი შემთხვევა იყო, როცა ისრაელმა ჰუტის მიმდევრების თავდასხმებს უპასუხა ჰამასთან (აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხილი) ღაზის სექტორში ომის […]