პატრიკ ტერნერი: NATO-ში აღარ სჯერათ, რომ საქართველოს გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია

საქართველოს ჰქონდა მკაფიო დაპირება, რომ NATO-ს წევრი გახდებოდა, მაგრამ როდესაც NATO-ში გაწევრების მოწადინე ქვეყნები თავიანთ მიდგომებსა და გეზს ცვლიან… როდესაც შიდაპოლიტიკური ცვლილებები იწვევს დანარჩენი წევრების უნდობლობას, როდესაც მათ აღარ სჯერათ, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრების მისწრაფებები გულწრფელია, ამას რა თქმა უნდა, მოჰყვება შედეგები. NATO-ს არ სჩვევია ზეწოლა, ის ძალით არავის მიათრევს ალიანსში. NATO-ს მიდგომა ასეთია – […]

დარწმუნებული ვარ, ჩვენი პარტიის ლიდერები შეძლებენ, შექმნან პროცესი, საიდანაც გამოვა ღირსეული კანდიდატი – ბარაკ ობამა

მე და მიშელს გვინდა, გამოვხატოთ სიყვარული და მადლიერება ჯოსა და ჯილის მიმართ, რომ ასე ოსტატურად და გაბედულად გვიხელმძღვანელეს ამ სახიფათო დროს, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებაშია ნათქვამი. „ჯო ბაიდენი იყო ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი, ასევე ჩემთვის ძვირფასი მეგობარი და პარტნიორი. დღეს ჩვენ ასევე, კიდევ ერთხელ შეგვახსენეს, რომ ის მაღალი დონის […]

დღეს თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 22 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. კრწანისის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ორთაჭალის ქუჩის მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას და სოფელი წავკისის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი […]

როგორი ამინდი იქნება 22 ივლისს

22 ივლისს ხანმოკლე წვიმა მხოლოდ ცალკეულ რაიონებშია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ისევ მოიმატებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში – 22 ივლისს უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 22-ში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28, +30 გრადუსია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, […]

“სათამაშოების სერტიფიცირება ძვირი სიამოვნებაა” – მეწარმე

“სათამაშოების სერტიფიცირება ძვირი სიამოვნებაა”,- ამის შესახებ BM.GE-სთან ხის სათამაშოების მწარმოებელი საწარმო „ცაცია ოსტატის” დამფუძნებელმა, შოთა შანშიაშვილმა განაცხადა. საქმე ისაა, რომ წლის დასაწყისში, კომპანიამ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებითა და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით, სათამაშოების უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში – Spielwarenmesse 2024-ში მიიღო მონაწილეობა, სადაც 3 ევროპული კომპანია, კერძოდ 2 გერმანული და 1 ესპანური კომპანია გაიცნო, რომლებთანაც […]

“რუსული კანონის” საფრთხეებს საგამომცემლო ინდუსტრიაც ხედავს

ჩვენ, შესაძლოა, პირდაპირ არ გვეხება რუსული კანონი, მაგრამ კარგად ვიცით რუსული მაგალითები – ამის შესახებ გადაცემა „ანალიტიკაში“ გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, გვანცა ჯობავამ განაცხადა. მისი თქმით, რუსული კანონის შედეგად საფრთხეებს საქართველოს საგამომცემლო ინდუსტრიაც კარგად ხედავს. “ჩვენ, შესაძლოა, პირდაპირ რუსული კანონი არ გვეხება, და არ ვდგავართ იმის საშიშროების წინაშე, რომ სექტემბრიდან სადღაც უნდა დავრეგისტრირდეთ, მაგრამ ძალიან […]

კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის კანდიდატობისთვის ბრძოლა დაიწყო

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს. ყრილობა 19 აგვისტოს, ჩიკაგოში გაიხსნება. ჰარისი, რომელიც ერთადერთი პრეტენდენტი არ არის, თავის გუნდთან ერთად ცდილობს თანაპარტიელების მაქსიმალური მხარდაჭერის მოპოვებას. 21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა […]

გიორგი გობრონიძე – ხელისუფლება საზოგადოებასთან ბოლომდე გულწრფელი არ არის

საგარეო და საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი გობრონიძე ესაუბრა. – ბატონო გიორგი, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რომ საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზული ცვლილებებია მომხდარი, ფაქტია. აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მარათონმა და პენსილვანიაში პრეზიდენტობის კანდიდატ ტრამპზე თავდასხმამ რომ კიდევ უფრო გაართულა ეს პროცესი, ვხედავთ. მოდით საუბარი იმით დავიწყოთ, თუ რა ვითარებაა ახლა ევროპაში უკრაინა-რუსეთის ომის […]

ბარაქ ობამა ჯო ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნაზე – ვიცი, არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რო სწორი იყო ამერიკისთვის

ვიცი, რომ ჯოს არასოდეს დაუხევია ბრძოლაში უკან, ვიცი, რომ ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, რომ ეს სწორი იყო ამერიკისთვის, – ასე ეხმაურება აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, ბარაქ ობამა საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებას. „ვიცი, რომ ჯოს არასოდეს დაუხევია ბრძოლაში უკან. ვიცი, ის არ მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას, რომ არ სჯეროდეს, […]

რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ტრამპის მკვლელობის მცდელობას არჩევნებზე?

რესპუბლიკური პარტიის კონვენცია დაიწყო და ყოფილი პრეზიდენტი, ამ კვირაში, პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად უნდა დაასახელონ. პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმის თაობაზე კი კვლავ ბევრი კითხვაა, რომელზე პასუხის გასაცემადაც სამართალდამცავი სტრუქტურები მუშაობენ. ანი ჩხიკვაძე საუბრობს “ფორმულას” ეთერში.