ისრაელის ბოლო საჰაერო თავდასხმებს ღაზაში სულ ცოტა, 15 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვებიც

AP-ის ცნობით, ისრაელის საჰაერო თავდასხმებმა ღაზაში, 21 ივლისს, იმსხვერპლა სულ ცოტა, 15 ადამიანი, რომელთა შორის არიან ქალები და ბავშვები, – იტყობინებიან საავადმყოფოს ოფიციალური წარმომადგენლები. ბოლო თავდასხმები განხორციელდა მაშინ, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ 22 ივლისს შეერთებულ შტატებში გასამგზავრებლად ემზადება, სადაც ის, როგორც მოსალოდნელია, შეხვდება პრეზიდენტ ჯო ბაიდენს და სიტყვით გამოვა კონგრესის წინაშე, სადაც წარადგენს თავის […]

ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიამ გასულ თვეში თანხების მოზიდვითა და ხარჯვით ტრამპის კამპანიას გადააჭარბა

აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელსაც 21 ივლისს მისი განცხადებით, ბაიდენი ჩამოშორდა, გასულ თვეში თანხების მიზიდვითა და დახარჯვით გადააჭარბა მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას. 20 ივლისის მონაცემების თანახმად, პრეზიდენტის ხაზინა იზრდებოდა დებატებში მისი წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად. ფედერალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, დემოკრატი ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ანგარიშზე, ივნისში, შევიდა 64 მილიონი დოლარი […]

ბაიდენმა 2024 წლის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა – როგორ შეირჩევა ახალი კანდიდატი?

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კვირას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გაავრცელა და დემოკრატიული პარტიის ახალ კანდიდატად ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს დაუჭირა მხარი. “მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, რომ დათმობაზე წავიდე და ყურადღება დავუთმო ვადის დასრულებამდე ჩემს საპრეზიდენტო მოვალეობებს”. – განაცხადა მან. კანდიდატურის მოხსნამდე ბაიდენს ამ გადაწყვეტილების მიღებისკენ არაერთმა მოწინავე […]

კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, ჯო ბაიდენი ვადის დასრულებამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეეასრულებს

კანდიდატურის მოხსნის მიუხედავად, ჯო ბაიდენი ვადის დასრულებამდე პრეზიდენტის მოვალეობას შეეასრულებს თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ჯო ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობაზე საპრეზიდენტო ვადის დასრულებამდე დარჩება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. „ის მოუთმენლად ელის თავისი ვადის დასრულებას და უფრო ისტორიული შედეგების მიღწევას ამერიკელი ხალხისთვის“, – განაცხადა თეთრი სახლის სპიკერმა, ენდრიუ ბეიტსმა. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი საპრეზიდენტო რბოლას გამოეთიშა. […]

მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა სწორ გზით მიდის, ოქტომბრის არჩევნებზე კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს ომსა და მშვიდობას შორის

მსოფლიოში არსებული ვითარების ფონზე ჩვენი ქვეყანა სწორ გზით მიდის, ოქტომბრის არჩევნებზე კი მოსახლეობას არჩევანის გაკეთება მოუწევს ომსა და მშვიდობას შორის „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელმა პეტრე მამრაძემ გადაცემა „იმედი LIVE“ – ში საქართველოს მიერ აღებულ პოლიტიკურ გეზზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა სწორ გზაზე დგას მიუხედავად ყველა პროვოკაციისა, რომელიც უცხოეთიდან მოდის. მან ასევე აღნიშნა, რომ […]

ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია – უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ

ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია – უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ ტრამპი, ვენსი და ორბანი ერთი ჯგუფია – უკვე სერიოზული გაერთიანებაა. ეს ადამიანები თავიანთ ქვეყნებზე ზრუნავენ, – ამის შესახებ პოლიტოლოგმა, რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის 3-საათიანი სიტყვა გაიხსენა, სადაც მან ვიქტორ ორბანზეც ისაუბრა. „ტრამპმა […]

რას ნიშნავს დემოკრატებისთვის, წინასაარჩევნოდ, ბაიდენის მიერ კანდიდატურის მოხსნა?

პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა, რომ საკუთარ კანდიდატურას მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხსნის. შეერთებულ შტატებში, ამას მოჰყვა აქტიური დისკუსია იმაზე თუ რას ნიშნავს ეს დემოკრატიული პარტიისთვის, წინასაარჩევნოდ. პრეზიდენტმა ბაიდენმა განცხადების გამოქვეყნებიდან მალევე, საკუთარი მხარდაჭერა საპრეზიდენტო კანდიდატად ნომინაციისთვის, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს გამოუცხადა. „ვინც არ უნდა იყოს დემოკრატიული პარტიის კანდიდატი, ის არ იქნება ისეთი ცნობილი, როგორც ჯო ბაიდენი. თუ ეს […]

საერთაშორისო გამოხმაურება ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, აღარ იბრძოლოს მეორე ვადით არჩევისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დღეს, 21 ივლისს, წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა და განაცხადა, რომ ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უარს ამბობს თეთრი სახლის მეორე ვადით დაკავებისთვის იბრძოლოს. მისი თქმით, ახლა მთლიანად ფოკუსირებული იქნება, ვადის დასრულებამდე, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა, 2025 წლის იანვარში დასრულდება. დღესვე, მან განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტობისთვის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მხარს […]

რეაქციები ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებაზე, აღარ იბრძოლოს მეორე ვადით არჩევისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, დღეს, 21 ივლისს, წინასაარჩევნო კამპანია დაასრულა და განაცხადა, რომ ქვეყნისა და პარტიის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, უარს ამბობს თეთრი სახლის მეორე ვადით დაკავებისთვის იბრძოლოს. მისი თქმით, ახლა მთლიანად ფოკუსირებული იქნება, ვადის დასრულებამდე, პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაზე. ჯო ბაიდენის საპრეზიდენტო ვადა, 2025 წლის იანვარში იწურება. დღესვე, მან განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტობისთვის, დემოკრატიული პარტიის კანდიდატად მხარს […]

,, ეს ადამიანი არის სრული პოზიტივი და მომართულია თვითგანვითარებისკენ” – გიორგი გველესიანი

გადაცემაში ,,ნოესთან” წამყვანის კითხვაზე, ნაკრებში განსაკუთრებული მეგობრობა ვისთან ჩამოუყალიბდა, ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა განაცხადა, რომ მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. „ამ მცირე პერიოდში ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება გიორგი ქოჩორაშვილმა დატოვა. პირველ რიგში იმიტომ, რომ გამაკვირვა თავისი პროფესიონალიზმით, თუ როგორ უვლის თავს, როგორი ადამიანია და მეორე მხრივ, ის მე მისმენდა. ერთადერთი იყო, ვინც თვალანთებული, თვალებში მიყურებდა, რომ […]