განვითარებად ქვეყნებს 2025 წლისთვის სირთულეები ელით, რადგან $29 ტრილიონი დოლარის ვალის პროცენტის გადახდა მოუწევთ – TBC Capital

განვითარებად ქვეყნებს 2025 წლისთვის სირთულეები ელით, რადგან $29 ტრილიონი დოლარის ვალის პროცენტის გადახდა მოუწევთ, რომელიც ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა, – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის ყოველკვირეულ მიმოხილვაში წერია. „გაეროს მონაცემებით, 54 ქვეყნის შემოსავლების 10%- ზე მეტი პროცენტებს მიაქვს, პაკისტანსა და ნიგერიაში კი – 30%-ზე მეტი. 2023 წელს ეს ხარჯები $850 მილიარდს აღწევდა, რაც შიდა აუცილებელი ინვესტიციებისთვის […]
ბიზნესი ხვდება, რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს – გიორგი გახარია (bm.ge)

“ბიზნესი ხვდება რომ სიჩუმე მას თვითდაზიანებას მიაყენებს,”- გადაცემა “ანალიტიკას” ეთერში განაცხადა პარტია “საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ. გიორგი გახარიას განცხადებით, ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან განსხვავებით ბიზნეს სექტორმა უკეთ იცის, რომ ქვეყნის სავალუტო რეზერვები მცირდება, იზღუდება კონკურენტული გარემო, იკლებს უცხოური ინვესტიციები, იზრდება ინფლაციური და ლარის გაუფასურების რისკები და არსებული კურსის უცვლელად შენარჩუნება ქვეყანას მძიმე ეკონომიკურ და სისტემურ კრიზისს უქადის. […]
თიის როიტენი – ქართველი ხალხი გაიმარჯვებს და დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს

ევროპარლამენტარი თიის როიტენი აცხადებს, რომ საქართველო გაიმარჯვებს და თავის ევროპულ მომავალს დაიბრუნებს. პლატფორმა X-ზე ევროპარლამენტარი მადლობას უხდის სალომე ზურაბიშვილს. “ქართველი ხალხი ამაში გაიმარჯვებს და დაიბრუნებს თავის ევროპულ მომავალს. “ევროკავშირი ძალიან ნელა იღვიძებს და ევროკავშირი ძალიან ნელა მოქმედებს”. მადლობა, სალომე ზურაბიშვილო, ევროპარლამენტისადმი მიმართვისთვის და საქართველოს კონსტიტუციისა და ჩვენი ევროპული ღირებულებების დაცვისთვის”, – წერს ევროპარლამენტარი თიის როიტენი.
,, არასოდეს გაგიჩნდეთ იმის ეჭვიც კი, რომ წლების მანძილზე, ჩემს ღონისძიებებზე თქვენთვის გადახდილი ჰონორარი ოდესმე ვინმესთვის გახდება ცნობილი” – ბაკურ ბაკურაძე

,, არასოდეს გაგიჩნდეთ იმის ეჭვიც კი, რომ წლების მანძილზე, ჩემს ღონისძიებებზე თქვენთვის გადახდილი ჰონორარი ოდესმე ვინმესთვის გახდება ცნობილი” – ბაკურ ბაკურაძე პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,გავიგე დიდ შეშფოთებას ჰქონია ადგილი და მინდა განვაცხადო: ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ხელოვანებო, ტექნიკურო პერსონალო, არასოდეს გაგიჩნდეთ იმის ეჭვიც კი, რომ წლების მანძილზე, ჩემს ღონისძიებებზე თქვენთვის გადახდილი ჰონორარი ოდესმე […]
რასა იუკნევიჩიენე – სალომე ზურაბიშვილი “თბილისის შვიდეულს” შეხვდა – ერთგულნი ვართ ქართველი ხალხის მხარდაჭერაში

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში შეხვედრა „თბილისის შვიდეულთან“ გამართა. როგორც იუკნევიჩიენე განმარტავს, „თბილისის შვიდეული“ არის კავშირი, რომელიც თბილისში ვიზიტის შემდეგ ჩამოყალიბდა. “დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [იყო] ევროპარლამენტში. დღის წესრიგის იშვიათი დამატება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოხერხდა! მისი სიტყვის შემდეგ, ის “თბილისის შვიდეულს’” შეხვდა – კავშირი, რომელიც გასული კვირის თბილისში […]
ბადრი ჯაფარიძე – „ქართული ოცნება“ მაგონებს „კომუნისტურ პარტიას“ – მისმა ელიტამ ფასი უნდა გადაიხადოს

სანამ კრიზისიდან გამოსავალი არ დამდგარა, რასაც ახალი არჩევნები ჰქვია, ცხადია, ის ზომები, რომელიც დღემდე ტარდება, არასაკმარისად ითვლება, უნდა დადგეს შედეგი, ამისკენ იყო პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოწოდება , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. როგორც ჯაფარიძე განმარტავს, ახლა, ქვეყანა უმძიმეს პოლიტიკურ კრიზისშია. „თუ „ქართული ოცნება“ ფიქრობს, რომ მისთვის უკან […]
მორიგი განგაში – “ნაპოლი” ანგისას გარეშეც დარჩა?

„ნაპოლის“ საკადრო პრობლემები არ ელევა – Tuttonapoli-ს ცნობით, დღეს ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელსაც მარჯვენა მუხლი შეხვეული ჰქონდა, მოედანზე განცალკევებით ივარჯიშა და 21 დეკემბერს სტუმრად „ჯენოასთან“ ვერ ითამაშებს. Calciomercato მტკიცებით, ის მოედანზე შეიძლება 29 დეკემბერს „ვენეციასთან“ საშინაო მატჩში დაბრუნდეს. ალესანდრო ბონჯორნო ნეაპოლურ გუნდს ტრავმის გამო დიდი ხნით გამოაკლდა და მიდის მსჯელობა, ნაახალწლევს მის ნაცვლად ვინ დაიმატონ. სახელდება […]
თბილისის საკრებულო სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ დადგენილებაში შეტანილ ცვლილებებზე განმარტებებს აკეთებს

თბილისის საკრებულო „ადმინისტრაციულ საზღვრებში სატრანსპორტო საშუალებების პარკირების რეგულირების წესის დამტკიცებისა და პარკირების, სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისადმი დაქვემდებარებული სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე ტრანსპორტირებისა და შენახვის, სატრანსპორტო საშუალების თვლების სპეციალური საშუალებით ბლოკირების საფასურების დადგენის შესახებ“ დადგენილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ განმარტებებს აკეთებს. როგორც საკრებულოში აცხადებენ, ცვლილებები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას დაეფუძნა და აღნიშნული ცვლილებები 18 წლამდე შშმ […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ნოემბერში საწვავზე და მანქანასთან დაკავშირებული უნაღდო დანახარჯები გაიზარდა – თიბისი კაპიტალი
საწვავზე უნაღდო დანახარჯები ზრდას განაგრძობს – ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ გამოქვეყნებულ მომხმარებელთა დანახარჯების განახლებულ დინამიკაშია ნათქვამია. მიმოხილვის მიხედვით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები ნოემბერში წლიურად თიბისი ბანკის არხებით 10%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციების მოცულობამ საწვავზე 51 ლარი შეადგინა. მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 15%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 65 ლარს გაუტოლდა.