,, არასოდეს გაგიჩნდეთ იმის ეჭვიც კი, რომ წლების მანძილზე, ჩემს ღონისძიებებზე თქვენთვის გადახდილი ჰონორარი ოდესმე ვინმესთვის გახდება ცნობილი” – ბაკურ ბაკურაძე

,, არასოდეს გაგიჩნდეთ იმის ეჭვიც კი, რომ წლების მანძილზე, ჩემს ღონისძიებებზე თქვენთვის გადახდილი ჰონორარი ოდესმე ვინმესთვის გახდება ცნობილი” – ბაკურ ბაკურაძე
პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე სოციალურ ქსელში წერს:
,,გავიგე დიდ შეშფოთებას ჰქონია ადგილი და მინდა განვაცხადო:
ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ხელოვანებო, ტექნიკურო პერსონალო, არასოდეს გაგიჩნდეთ იმის ეჭვიც კი, რომ წლების მანძილზე, ჩემს ღონისძიებებზე თქვენთვის გადახდილი ჰონორარი ოდესმე ვინმესთვის გახდება ცნობილი გარდა დამკვეთისა. (მიხვდებით ვისაც გგულისხმობთ)
რაც შეეხება ჭიქაში ატეხილ კორიანტელს გაივლის.
პროფესიონალებისათვის ყველაფერი ისედაც გასაგებია და გარეწრებისათვის არც არაფერია არასდროს გასაგები!
ახალი წლის კონცერტბი იქნება და მობრძანებულ 2025 შევხვდებით სახელოვნად, ხელონურად შექმნილი კრიზისიც გაივლის და ჩვენი ქვეყანა მომავალ წელს გამართული გააგრძელებს წინსვლას
გმადლობთ ყურადღებისათვის!“

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ყაველაშვილმა განაცხადა, ბავშვი რომ იცინოდა და ამის გამო მოკლეს, თურმე “რაღაცა შეიძლება ნეგატიური აქტია”… თან თურმე შეიძლება.. ანუ შეიძლება ნეგატიური აქტიც არ იყოსო და ისე დაირაზმნენო ეს ხალხიო (ვიდეო)