სალომე ზურაბიშვილი „თბილისის შვიდეულს“ შეხვდა – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში შეხვედრა „თბილისის შვიდეულთან“ გამართა. როგორც იუკნევიჩიენე განმარტავს, „თბილისის შვიდეული“ არის კავშირი, რომელიც თბილისში ვიზიტის შემდეგ ჩამოყალიბდა. “დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [იყო] ევროპარლამენტში. დღის წესრიგის იშვიათი დამატება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოხერხდა! მისი სიტყვის შემდეგ, ის “თბილისის შვიდეულს’” შეხვდა – კავშირი, რომელიც გასული კვირის თბილისში […]
ხატია დეკანოიძე – წარმოდგენაც კი არ შემიძლია იმ ოფიცრების და გენერალიტეტის, რომელიც დაუდგება და ფიცს ჩააბარებს ყაველაშვილს – პრორუსს, რომელიც აგინებს ქვეყანას, რომელზეც დამოკიდებულია ტრენინგი, წვრთნა, განათლება, შეიარაღება

ყაველაშვილმა ჩვენი თავდაცვის ძალების ფიცი უნდა ჩაიბაროს? – ეს არის ჯარის და ყველა იმ ადამიანის დამცირება, რომელიც 2008 წელს საქართველოს იცავდა რუსეთისგან , – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილი, რომელიც სარჩევნო კოლეგიამ 14 დეკემბერს პრეზიდენტის თანამდებობაზე აირჩია, არა მხოლოდ არალეგიტიმურია, არამედ […]
,,ბიზნესის ე.წ. გაფიცვის შესახებ… რანაირი გაფიცვაა? თუ იფიცებით, გააჩერეთ საქმიანობა” – ამირან სალუქვაძე

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე: ,,ბიზნესის ე.წ. გაფიცვის შესახებ 1. თქვენს თავს თავისუფალ ბიზნესს სწორად უწოდებთ, ოღონდ დავაზუსტებ ვისგან ხართ თავისუფალი: ხელისუფლებისგან თავისუფალი ხართ, აღარავინ გატერორებთ. როგორ ჩანს, ყოფილ ხელისუფლებაზე დამოკიდებულება დაგრჩათ. მესმის. მძიმე მოგონებები გაქვთ. განსაკუთრებით მაგთის მესაკუთრეს. ახალგაზრდებმა არ იციან. 2004 წელს მაგთის მფლობელი აეროპორტში, უშუალოდ გენპროკურორ ოქრუაშვილის თანდასწრებით დააკავეს. 2. რანაირი გაფიცვაა? თუ იფიცებით, […]
ბირთვული განიარაღება წარსულს ჩაბარდა – რუსეთის გენშტაბის უფროსი

კრემლი მიიჩნევს, რომ მოსკოვსა და დასავლეთს შორის არსებული უნდობლობის გამო, ბირთვული განიარაღება დღის წესრიგში აღარ დგას. ცივი ომის დროს შექმნილი უზარმაზარი ბირთვული არსენალის კონტროლის საკითხი ახლა უკვე წარსულს ჩაბარდა. ეს განცხადება 18 დეკემბერს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ვალერი გერასიმოვმა გააკეთა. მომხდარში გერასიმოვმა ცალმხრივად დასავლეთი დაადანაშაულა. „მთლიანობაში, იარაღის კონტროლის თემა წარსულში დარჩა, რადგან ნდობის […]
,, ამ პოზიციის აკრძალვა ისეთივე დიქტატიზმია, რასაც დღეს (ვ)ებრძვით” – არჩილ გამზარდია

,, ამ პოზიციის აკრძალვა ისეთივე დიქტატიზმია, რასაც დღეს (ვ)ებრძვით” – არჩილ გამზარდია ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია: ,,მიმდინარე პროცესებში თავს მხარედაც მივიჩნევ და ხისტი და მკაფიო პოზიცია მაქვს, მაგრამ თუ ვინმე გაურკვევლობაშია, შიშებშია და შუალედური პოზიციები მაქვს, ამ პოზიციის აკრძალვა ისეთივე დიქტატიზმია, რასაც დღეს (ვ)ებრძვით… ვინც ამა თუ იმ პოზიციის უფლებას კრძალავს (სახელისუფლებოს თუ ანტისახელისუფლებოს), ესეც დიქტატიზმია. […]
კობახიძემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და მატყუარად ჩამოყალიბდა – დავით გამყრელიძე

კობახიძემ საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა და მატყუარად ჩამოყალიბდა – დავით გამყრელიძე კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, დავით გამყრელიძე აცხადებს: ,,ირაკლი კობახიძემ თავის თავზე დაკარგა კონტროლი, ჩვეულებრივ მატყუარად ჩამოყალიბდა. თუნდაც ის გუშინდელი ფაქტი, რომ მან დაასახელა 5 ქვეყანა ევროკავშირის, რომელიც თითქოს და მათ ინტერესებს იცავს მათ მხარეს არის. აღმოჩნდა, რომ ეს არის სიცრუე. მე ეს პირადად […]
ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, მზად ვართ ვართ, სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ

ნებისმიერ მხარდაჭერაზე, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს დასჭირდება, ჩვენ მზად ვართ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა, ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. კითხვაზე, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, 1 კვირაში პრეზიდენტს დაცვა აღარ ეყოლება, ხომ არ უფიქრიათ გამოსავალზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჯაფარიძე პასუხობს, რომ “სალომე ზურაბიშვილი დაცვის […]
„კოალიცია ცვლილებებისთვის“: „ოცნება“ ევროსაბჭოს გენმდივნის ვიზიტს პროპაგანდისტული მიზნით იყენებს

„კოალიცია ცვლილებებისთვის“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებს საქართველოში ჩამოსული დასავლეთის ქვეყნებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლების შეხვედრებს მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან. „ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მეშვეობით, ავრცელებს ყალბ ინფორმაციას, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები რაიმე ფორმით ცნობენ “ქართული ოცნების” ლეგიტიმურობას, რისი მიზანიც საქართველოს მოსახლეობაში ივანიშვილის სახის შენარჩუნებაა. სწორედ პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს “ქართული ოცნება” […]
“ლანჩბოქსების გაკეთებაზე უარი თქვეს” – ჟორჟოლიანის თქმით სპეცრაზმი შესაძლოა მშიერი დარჩეს

ჟურნალისტი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში აქტიურადაა ჩართული. ნანუკა ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც ამბობს, რომ სპეცრაზსმისთვის ლანჩბოქსებისთვის დამზადებაზე ყველა კომპანიამ უარი თქვა. “დღის ნიუსი. სპეცრაზმისთვის ლანჩ ბოქსების გაკეთებაზე ყველა კომპანიამ უარი თქვა. შესაბამისად, 300 ათასიანი ტენდერი შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩაეშალა.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
ისტორიაში პირველად კაკაოს ფასმა ტონაზე 12 ათას დოლარს გადააჭარბა

1 ტონა კაკაოს მარცვლის ფასმა ისტორიაში პირველად 12 ათას დოლარს გადააჭარბა. კაკაოს მარცვლების მარტის ფიუჩერსები ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟაზე (NYMEX) ოთხშაბათს, 18 დეკემბერს, ვაჭრობის დროს გაიზარდა 3,9%-ით ახალ რეკორდულ ნიშნულამდე – $12,224 ტონაზე. კაკაოს ბაზარმა ორშაბათს, 16 დეკემბერს დაფიქსირებულ ყველა დროის მაჩვენებელს გადააჭარბა. მაშინ შოკოლადის ნედლეულის ფიუჩერსებმა ტონაზე 11 925 დოლარს მიაღწია. კაკაოს ფიუჩერსები სწრაფად იზრდება […]