რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პაპუნა მარგველიძის ხელმძღვანელობით, ამბროლაურის, ონის, ცაგერის და ლენტეხის მუნიციპალიტეტების მერებთან და საკრებულოს თავმჯდომარეებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, დღევანდელი სხდომა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების, ტურიზმისა და სატყეო სააგენტოს მხრიდან განსახორციელებელი აქტივობების და სხვა რიგი პრიორიტეტული საკითხების განხილვას დაეთმო. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, იმსჯელეს […]

დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში, საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, პანსიონატში მცხოვრებ შშმ პირებსა და თანამშრომლებს, საპარლამენტო არჩევნებისთვის დაგეგმილი სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ირინე […]

სოფელ ბანოჯის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბანოჯის წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, სოფელში არსებული წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. მათივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატუმბი სადგურის, რეზერვუარის, მაგისტრალური მილსადენის, წყალმომარაგების ქსელის და აღრიცხვის კვანძის მოწყობა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონამდე ლარით […]

ეს პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში ჩარევაა — მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი გიორგი მსხილაძე „გაუგონარს“ უწოდებს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შეჩერებულია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება. პრეზიდენტმა ამ პოზიციაზე კახა წიქარიშვილის დანიშვნა გადაწყვიტა, თუმცა სასამართლოს მიმართა კონკურსის ერთ-ერთმა მონაწილემ, მანუჩარ კაკოჩაშვილმა. კაკოჩაშვილი მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა თანამდებობაზე სწორედ კაკოჩაშვილი დანიშნოს. „დღეს საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რამ მოხდა. ამჯერად, უკვე საქართველოს […]

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 7 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსებმა უკრაინის მიმართულებით 1 მართვადი X-69 რაკეტა და 8 დრონი გაუშვეს. „საჰაერო თავდაცვამ მტრის Shahed – 131/136-ის ტიპის 7 დრონი ჩამოაგდო. აქტიური წინააღმდეგობის შედეგად, მტრის მართვადმა რაკეტამ X-69-მა მიზანს ვერ მიაღწია“, – ნათქვამია უკრაინის საჰაერო […]

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 23-25 ივლისს?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 ივლისამდე საქართველოს ცალკეულ რაიონში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ქ. თბილისში 23-24 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25 ივლისს მოიღრუბლება და გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა 23-24 ივლისს დღისით +33, +35, 25 ივლისს კი +27, +29 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 23 და 25 ივლისს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 24 […]

თბილისში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო 23 ივლისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება – ინფორმაციას თელასი ავრცელებს. ვაკის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მოსახლეობას. საბურთალოს რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მარშალ გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, ბროწეულის და იასამნის ქუჩების მოსახლეობას. ჩუღურეთის რაიონი გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან […]

ბოლო 2 თვეში კიდევ 3 კაზინო დაიხურა – გიორგი მამულაიშვილი

საქართველოში ბოლო ორ თვეში 3 კაზინო დაიხურა. წლის დასაწყისიდან დღემდე კი, კანონში ცვლილებების გამო ჯამში 7 კაზინო დაიხურა – ამის შესახებ BM.GE-ის სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა. გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 4 თვეა უკვე ძალაშია. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს […]

კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა

კამალა ჰარისმა აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატად წარდგენისთვის დელეგატების საკმარისი რაოდენობა დააგროვა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ამ დროისთვის, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, კამალა ჰარისს „დემოკრატიული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატურის მოსაპოვებლად 1976-ზე მეტი დელეგატის მხარდაჭერა აქვს. ჰარისმა აღნიშნა, რომ ასეთი ფართო მხარდაჭერით ამაყობს. „ველი, რომ ნომინაციას მალე ოფიციალურად მივიღებ. ჩემს მიზანს ჩვენი პარტიის გაერთიანება, ჩვენი ქვეყნის გაერთიანება და ნოემბერში […]

„ჰამასმა“ პალესტინურ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ფატაჰთან” შეთანხმება გააფორმა

„ჰამასმა“ პალესტინურ დაჯგუფებებთან, მათ შორის „ფატაჰთან“ შეთანხმება გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჰამასის“ ოფიციალური წარმომადგენელი, მუსა აბუ მარზუკი ავრცელებს. „დღეს ჩვენი ეროვნული ერთიანობისთვის შეთანხმებას ვაფორმებთ და ვამბობთ, რომ ამის დასრულების გზა ეროვნულ ერთიანობაზე გადის. ჩვენ ეროვნული ერთიანობის ერთგული ვართ“, – განაცხადა აბუ მარზუკმა. პალესტინურ დაჯგუფებებს შორის მოლაპარაკებები ჩინეთში, 21-23 ივლისს გაიმართა. შეთანხმებას ხელი 14-მა დაჯგუფებამ […]