საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი” დასრულდა

საერთაშორისო კინოფესტივალი „დალი” წელს მეოთხედ წარმატებით ჩატარდა “წლევანდელი ფესტივალი გამოირჩეოდა არაერთი ცნობილი კინოხელოვანის საქართველოში სტუმრობით, რაც ცხადყოფს, რომ ფესტივალი წლიდან წლამდე საინტერესო ხდება და მისი მასშტაბიც იზრდება. უცხოელ სტუმრებს შორის იყვნენ: ორგზის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს ლაურეატი და ოსკარის ნომინანტი რეჟისორი რუბენ ოსტლუნდი; ბრიტანელი კინოკრიტიკოსი და პროგრამერი, წითელი ზღვის კინოფონდის საერთაშორისო განყოფილების დირექტორი კალიმ […]
შესარჩევი კომისია: სასამართლო ცდილობს უხეშად პრეზიდენტის უფლებამოსილებაში

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის ყოფილი წევრები ამბობენ, რომ სასამართლოს მიერ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერება სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტია. კომისიის წევრებმა ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში გამართეს. 22 ივლისს ცნობილი გახდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ განკარგულება შეაჩერა. კომისიის ყოფილი წევრები, რომლებმაც პრეზიდენტს საბჭოს […]
ლაშა პაპაშვილი „სამზეოს“ ბრენდის სასტუმროს გახსნას აბასთუმანშიც გეგმავს

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი სასტუმრო “სამზეოს” გახსნას აბასთუმანშიც გეგმავს. როგორც პაპაშვილმა „ბიზნესპარტნიორს” განუცხადა,სასტუმრო 85 ნომრიანი იქნება. მისი ინფორმაციით, სასტუმროს გახსნა 2025 წლის ბოლოს ან 2026 წლის დასაწყისშია დაგეგმილი, ჯამური ინვესტიციის ოდენობა კი 15 მილიონი დოლარი იქნება. ბიზნესმენის ინფორმაციით, ამ დროისთვის ობიექტის მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, “სამზეოს” ბრენდის სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს თუშეთში, სექტემბერში აღნიშნული ბრენდის მეორე […]
კრიტიკული შეუსაბამობებისთვის 82 ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 2024 წლის II კვარტალში (აპრილი-ივნისი) მთელი საქართველოს მასშტაბით 3103 ინსპექტირება განახორციელეს. შემოწმებულია ნახევარფაბრიკატების, რძისა და რძის ნაწარმის, თევზისა და თევზპროდუქტების, ხორცისა და ხორცპროდუქტების საწარმოები, საბავშვო ბაღებისა და სკოლების კვების ბლოკები, სურსათის საცალო და საბითუმო სარეალიზაციო, ასევე საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ცხოველის/ფრინველის სასაკლაოები და სხვა პროფილის ობიექტები. კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სანიტარიულ-ჰიგიენურ […]
2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ

2025 წელს ეთნიკური უმცირესობები სპეცმასწავლებლისა და ასევე, კომბინირებულ გამოცდას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ჩააბარებენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში განუცხადეს, უწყება ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის გამოცდის მშობლიურ ენაზე ჩაბარების ადმინისტრირებაზე მუშაობს. „ყველა ეთნიკური უმცირესობის მასწავლებელს, ნებისმიერი საგანში კომპეტენციის ამაღლების შესაძლებლობა დღესაც მშობლიურ ენაზე აქვს. გამონაკლისი იყო კომბინირებული გამოცდა და ასევე, სპეციალური მასწავლებლის გამოცდა. ჩვენ […]
ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა

ნეაპოლში აივნის ჩამონგრევის შედეგად, 2 ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს. შემთხვევა გუშინ საღამოს, ნეაპოლის სკამპიას რაიონში მოხდა. აივანი მესამე სართულზე ჩამოინგრა, რამაც მეორე და პირველი სართულებიც დააზიანა. დაშავებულებს შორის 2-დან 8 წლამდე ასაკის 7 ბავშვია. ადგილობრივმა პოლიციამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
სარეზერვო ფონდიდან წელს 23.9 მლნ ლარი დაიხარჯა – რომელ ორგანიზაციებს გამოუყო მთავრობამ „შავი დღისთვის“ გადანახული ფული?

მიმდინარე წლის 6 თვეში მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან თითქმის 24 მლნ ლარი გამოყო, რომელთაგან ყველაზე მეტი, 11.6 მლნ ლარი, ფინანსთა სამინისტრომ დახარჯა. მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა მხოლოდ ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი ხარჯების დასაფინანსებლად, თუმცა საქართველოს მთავრობას ხშირად საყვედურობენ, რომ ის საბიუჯეტო სახსრებს – მათ შორის, სარეზერვო ფონდების თანხებს – არამიზნობრივად იყენებს. Idfi-ის უკანასკნელი კვლევების მიხედვით, საქართველოს მთავრობის […]
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატი 19-22 აგვისტოს დაგეგმილ ყრილობაზე დასახელდება

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნებამდე თითქმის ასი დღე დარჩა. მას შემდეგ, რაც ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენაა ყურადღების ცენტრში. როგორც მედია წერს, ჯო ბაიდენი კანდიდატურის მოხსნის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, მიმდინარე კვირაში პირველად მიმართავს საზოგადოებას. ამასთან, 24 ივლისს შეიკრიბება დემოკრატიული პარტიის ეროვნული ყრილობის წესების კომიტეტი, რათა განიხილონ […]
ლილოს ტერიტორიაზე მდებარე მიუსაფარ პირთა მუნიციპალურ თავშესაფარში, დღეის მდგომარეობით, 106 პირია, თავისუფალი ადგილების რაოდენობა კი, 130-ს აჭარბებს

ლილოს ტერიტორიაზე მდებარე მიუსაფარ პირთა მუნიციპალურ თავშესაფარში, დღეის მდგომარეობით, 106 პირია განთავსებული. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. ამასთან, როგორც მერიაში ამბობენ, მუნიციპალური თავშესაფარი 240 პირზეა გათვლილი. „მუნიციპალური თავშესაფარი 240 მობინადრეზეა გათვლილი. რაც ავაშენეთ, 9 წლის განმავლობაში არასოდეს დაგვკლებია ადგილი. ზამთრის ყინვების პერიოდში, ბენეფიციართა ოდენობა მაქსიმუმ 170-მდე იზრდება-ხოლმე“,- განაცხადეს მერიაში. ცნობისთვის, მიუსაფარ პირთა მუნიციპალური თავშესაფრით […]
კორონავირუსისგან გამოჯანმრთელების შემდეგ, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში დაბრუნდება

ჯო ბაიდენი დღეს თეთრ სახლში დაბრუნდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი დღეს თეთრი სახლიდან ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდება, მას შემდეგ, რაც COVID-19-ის გამო დელავერის შტატში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ჯო ბაიდენი თეთრ სახლში ადგილობრივი დროით 14:30 საათზე დაბრუნდება და მოგვიანებით დახურულ ბრიფინგს დაესწრება. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტს COVID-19 17 ივლისს დაუდასტურდა.