სექტემბრიდან ფასების 3-5%-ის ფარგლებში დაკორექტირება იგეგმება – „ზარაფხანას“ აღმასრულებელი დირექტორი

გლობალურად ოქროზე ფასის ზრდის ფონზე, ოქროს ნაკეთობების გაძვირება ადგილობრივ ბაზარზეცაა მოსალოდნელი. როგორც საიუველირო სახლ „ზარაფხანაში“ BMG-ის განუცხადეს, ბოლო პერიოდში კომპანიას შესასყიდი ოქროს ფასი ერთ გრამზე თითქმის 60 ლარით გაეზარდა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, ამ დრომდე „ზარაფხანა“ პროდუქციაზე ფასების ზრდისგან თავს იკავებდა, თუმცა ხარჯების მნიშვნელოვნად ზრდის ფონზე, სექტემბრიდან ოქროს ნაკეთობებზე ფასების 3-5%-ის ფარგლებში დაკორექტირება იგეგმება. ვრცლად […]
რა შენდება თბილისის „ევრო პარკის“ ადგილას, რომელიც 2 წელია უფუნქციოდაა

თბილისის აკვაპარკი „ევრო პარკი“ მეორე წელია უფუნქციოდაა და მის ტერიტორიაზე სამი ბლოკისგან შემდგარი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსები შენდება. დიდუბეში მდებარე აკვაპარკი „ევროპარკი” 2007 წელს გაიხსნა და ბიზნესის რეესტრის მიხედვით, კომპანიის დირექტორი იოსებ შავიშვილი იყო, 100%-ის მფლობელი კი რუსეთის მოქალაქე როლანდ ისაევი. არქიტექტურის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, აკვაპარკის დემონტაჟი ამ დრომდე არ განხორციელებულა. გასულ თვეში კომპანიამ დემონტაჟის ვადის […]
რეგიონებში 16 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო იხსნება – დეტალები

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, რომელიც მიმდინარე წლის 29 მარტს განახლდა, 2024-2028 წლებში საქართველოში 324 ახალი სასტუმრო აშენდება. აქედან 22 საერთაშორისო ბრენდია. ყველაზე მეტი – 6 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო თბილისში გაიხსნება. რაც შეეხება რეგიონებს, უახლოეს წლებში ყველაზე მეტი – 5 საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აჭარაში გაიხსნება, 4 – სამცხე-ჯავახეთში, 2-2 კახეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთში და თითო-თითო რაჭა-ლეჩხუმსა […]
გიორგი ვაშაძე – ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებას „ქართული ოცნება“ ზემოდან უმატებს კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას – უმძიმესი ვითარებაა

უმძიმესი ვითარებაა. იცით, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ამას ზემოდან უმატებს „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის უგულებელყოფას, პრეზიდენტის უფლებამოსილებაში პირდაპირ და უხეშ ჩარევას, კლანური მართლმსაჯულების ნათელ გამოვლინებას და სამწუხაროდ, კიდევ ერთ მძიმე დარტყმას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან მიმართებით, – ასე გამოეხმაურა „ერთიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებას. […]
გურამ იმნაძე პრეზიდენტის განკარგულების შეჩერებაზე – სასამართლო ცდილობს უხეშად ჩაერიოს პრეზიდენტის ექსკლუზიურ უფლებამოსილებაში – გადაწყვეტილება სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტია

სასამართლოს გადაწყვეტილება არის სახიფათო და დამაზიანებელი პრეცედენტი, რომელიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას და რომლითაც ზიანდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ანგარიშვალდებულება და ღიაობა, – ასე შეაფასა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის თავმჯდომარემ, გურამ იმნაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილა, რომლითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეჩერდა. იმნაძის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილებით ზიანი ადგება არამხოლოდ […]
ნონა ქურდოვანიძე – ძალიან ცუდი პრეცედენტია, როცა სასამართლო სისტემა ცდილობს, საკუთარი გავლენების გამოყენებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ დაუშვას ერთი განსხვავებული მოსაზრების მქონე ადამიანიც კი – ეს არის წარმოუდგენელი რამ!

საერთო სასამართლოს არ ჰქონდა უფლება პრეზიდენტის განკარგულება შეეჩერებინა და საერთოდ, ეს საქმე არ უნდა მიეღო წარმოებაში – ეს კონსტიტუციასთან სრულიად შეუსაბამოა, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის წევრმა, საია-ს თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის განკარგულება შეაჩერა. […]
კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 24 საათის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 81 მილიონი დოლარი შეაგროვა

კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 24 საათის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის, 81 მილიონი დოლარი შეაგროვა, – ამის შესახებ კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის წარმომადგენელმა, კევინ მუნიოსმა განაცხადა. კევინ მუნიოსის ცნობით, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნიდან 24 საათის განმავლობაში, ვიცე-პრეზიდენტის, კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიამ 81 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეაგროვა. ჰარისის კამპანიის განცხადებით, შემოწირულობა 888 000 […]
15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 281.1 მლნ აშშ დოლარი (794.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 20.9%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. შემოსული გზავნილების 17.38% რუსეთის ფედერაციაზე მოდის – 48.84 მილიონი დოლარი, რაც 62.3%-ით ნაკლებია 2023 წლის ივნისთან შედარებით. მეორე ადგილზეა ამერიკის შეერთებული შტატები (16.99%), საიდანაც გასულ თვეში […]
რუსეთში აპირებენ ქვეყნიდან წასული მოქალაქეების მონაცემთა ბაზის შექმნას

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ პუტინს შესთავაზა ექსტრემიზმის საწინააღმდეგო ახალი სტრატეგიის პროექტი, რომელიც ქვეყნიდან წასული მოქალაქეების მონაცემთა ბანკის შექმნასაც ითვალისწინებს. ნორმატიული სამართლებრივი აქტების ფედერალურ პორტალზე 22 ივლისს გამოქვეყნებულ პროექტს ყურადღება მიაქცია გამოცემამ „ვაჟნიე ისტორიი“. შსს-ს წინადადებაა, რომ შეიქმნას მონაცემთა ბაზა იმ პირების, რომლებმაც რუსეთი დატოვეს „ექსტრემისტულ ორგანიზაციებში მონაწილეობის და არამეგობრული ქვეყნების უცხოურ ცენტრებში სწავლების გასავლელად“. […]
საქართველოში მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქი ნინოწმინდა, სოფელი სამება იყო. სიმძლავრემ 3.1 მაგნიტუდა შეადგინა.