ვლადიმერ კაკაშვილი თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელია

“დინამო თბილისის” ახალი მთავარი მწვრთნელი ვლადიმერ კაკაშვილი იქნება. ვლადიმერ კაკაშვილი 2011-დან 2024 წლის ჩათვლით “დინამოს” აკადემიაში სხვადასხვა ასაკობრივი გუნდების მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. “დინამო 2”-თან ერთად კი ეროვნული ლიგა 2-ის საგზური მოიპოვა. “დინამოში” დაბრუნებამდე ვლადიმერ კაკაშვილი “სამტრედიას” მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. მან გუნდს 14 თამაშში უხელმძღვანელა, საიდანაც 4 მოიგო, 4 ფრედ დაასრულა და 6 შეხვედრაში დამარცხდა. “დინამოს” […]

კოალიცია ცვლილებისთვის: ოცნება ალენ ბერსეს ვიზიტს პროპაგანდისტული მიზნებით იყენებს

კოალიცია ცვლილებისთვის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ქართული ოცნება ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტს “პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს, თითქოს ვინმე ევროპაში აღიარებს მათ ლეგიტიმურობას”. “ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი, მისი პროპაგანდისტული მედია საშუალებების მეშვეობით, ავრცელებს არაერთ ყალბ ინფორმაციას, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ, აგრეთვე, თითქოს ევროკავშირის წევრი ქვეყნები რაიმე ფორმით […]

პატელი: როგორც ბლინკენმა განაცხადა, ვამზადებთ დამატებით ზომებს, მათ შორის სანქციებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებით, აშშ სოლიდარულია ქართველი ხალხისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. მან ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს შეკითხვაზე გაიმეორა სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადება, რომ აშშ ამზადებს დამატებით ღონისძიებებს, მათ შორის სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრის. “ჩემი აზრით, 4-5 კვირა დიდი დროა. ამ პერიოდში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. […]

ესპანეთის მთავრობამ წარადგინა ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებს და პლატფორმებს ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის საჯარო შესწორებას ავალდებულებს

ესპანეთის მთავრობამ წარადგინა ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებს და პლატფორმებს ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის საჯარო შესწორებას ავალდებულებს ესპანეთის მთავრობამ წარადგინა ინტერნეტში დეზინფორმაციასთან ბრძოლის კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებს და პლატფორმებს ყალბი ან არაზუსტი ინფორმაციის საჯარო შესწორებას ავალდებულებს. ინფორმაციას ამის შესახებ „გარდიანი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, საკანონმდებლო ინიციატივამ უნდა ჩაანაცვლოს 1984 წლის კანონმდებლობა. იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, ის ვრცელდება […]

ბადრი ჯაფარიძე – პრეზიდენტი დაცვის გარეშე არ უნდა იყოს, მზად ვართ, სალომე ზურაბიშვილს ნებისმიერი მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ

ნებისმიერ მხარდაჭერაზე, რომელიც პრეზიდენტ ზურაბიშვილს დასჭირდება, ჩვენ მზად ვართ , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა, ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. კითხვაზე, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, 1 კვირაში პრეზიდენტს დაცვა აღარ ეყოლება, ხომ არ უფიქრიათ გამოსავალზე ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჯაფარიძე პასუხობს, რომ “სალომე ზურაბიშვილი დაცვის […]

კარდინი „ოცნების“ წინააღმდეგ ფინანსური სანქციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ბენ კარდინი, ევროპელ კოლეგებთან ერთად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების სანქცირების საჭიროებაზე საუბრობს. „უკრაინის ბრძოლა არის ასევე ბელარუსის დემოკრატიული ძალების და ქართველი ხალხის ბრძოლა. ამ გულადმა ერებმა ნათლად აჩვენეს, რომ სურთ დემოკრატია და ადამიანის უფლებების პატივისცემა. [..] გვერდზე უნდა დავუდგეთ ქართველებს, რომლებიც იცავენ კონსტიტუციაში აღბეჭდილ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, “ქართული ოცნების” ძალადობრივი რეპრესიების მიუხედავად. […]

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე ბიძინა ივანიშვილს შეხვდა

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალან ბერსე “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლებას პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს. შეხვედრის დეტალები უცნობია. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე პრემიერ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, ომბუდსმენ ლევან იოსელიანსა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს. სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ უახლეს პოსტში იგი […]

ბენ კარდინი და მისი ევროპელი კოლეგები – წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რაც მძიმე დარტყმას მიიტანს და როგორიცაა, ფინანსური სანქციები

წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორიცაა ფინანსური სანქციები. ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ევროპელ კოლეგებთან ერთად ავრცელებს. “უკრაინის ბრძოლა, ასევე, ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლაა. ამ მამაცმა პარტნიორმა ერებმა დემოკრატიის მიმართ თავიანთი სურვილი […]

Honda-სთან შესაძლო შერწყმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ Nissan-ის აქციები გაიზარდა

Nissan Motor-ის აქციები 24%-ით გაიზარდა, რაც ავტომწარმოებლის ბოლო 50 წლის არსებობის მანძილზე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. მიზეზი Nissan-ისა და Honda-ს შესაძლო შერწყმის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია გახდა. Bloomberg-ი წერს, რომ ეს შერწყმა ორ კომპანიას, ისევე როგორც Mitsubishi-ს, საშუალებას მისცემს იაპონიის ბაზარზე კონკურენცია გაუწიონ Toyota Motor-ს. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ Nissan-ი ახლა მოგებას კარგავს და კომპანია დასუსტებულია. მათი შეფასებით, […]

სალომე ზურაბიშვილი „თბილისის შვიდეულს“ შეხვდა – რასა იუკნევიჩიენე

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში შეხვედრა „თბილისის შვიდეულთან“ გამართა. როგორც იუკნევიჩიენე განმარტავს, „თბილისის შვიდეული“ არის კავშირი, რომელიც თბილისში ვიზიტის შემდეგ ჩამოყალიბდა. “დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი [იყო] ევროპარლამენტში. დღის წესრიგის იშვიათი დამატება მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოხერხდა! მისი სიტყვის შემდეგ, ის “თბილისის შვიდეულს’” შეხვდა – კავშირი, რომელიც გასული კვირის თბილისში […]