გერმანიის მთავრობამ ბუნდესტაგთან თანამშრომლობას რომ გადახედოს, არ იქნება ურიგო, იმიტომ, რომ მას თავისი ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს
საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობებზე გააკეთა კომენტარი პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მაშინ, როცა გერმანიაში სამთავრობო კრიზისია, საუბარი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე საფუძველსაა მოკლებული. მითუმეტეს, რომ როგორც მაჭარაშვილმა განმარტა, ამის ფაქტობრივი საფუძველი არც გერმანიას, და არც სხვა რომელიმე სახელმწიფოს არ აქვს, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარებისა და წინსვლის ამსახველ სხვადასხვა რეიტინგში […]
უკრაინიდან შვეიცარიაში ტრანსპორტირებისას მოპარული ბენქსის ნამუშევრები პოლონეთში აღმოაჩინეს

2022 წლის მარტში, კიევიდან შვეიცარიაში 11 ხელოვნების ნიმუშის ტრანსპორტირების დროს, რამდენიმე ნახატი მოიპარეს. მათ შორის ისეთი ცნობილი ხელოვანების, როგორებიც არიან: ბენქსი, ლინდა მაკ-კარტნი, დემიენ ჰერსტი და ტაკაში მურაკამი. Kyiv Post-ის ცნობით, ორწლიანი გამოძიების შემდეგ ნამუშევრები პოლონეთში აღმოაჩინეს. 2022 წლის 24-25 მარტს, პოლონეთის ქალაქ პრჟემისლში ქურდობა მოხდა. მიმდინარე წლის 9 დეკემბერს, გამოძიებამ მიიღო ინფორმაცია, რომელმაც მოპარული […]
„წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ“ – კარდინი „ქართული ოცნებისთვის“ ფინანსური სანქციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს

წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ მათ, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ უხეშ თავდასხმებს აწყობს, იმ ინსტრუმენტების გამოყენებით, რომლებიც მძიმე დარტყმას მიიტანს, როგორიცაა ფინანსური სანქციები. ამის შესახებ ერთობლიც განცხადებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბენ კარდინი ევროპელ კოლეგებთან ერთად ავრცელებს. “უკრაინის ბრძოლა, ასევე, ბელარუსის დემოკრატიული ძალებისა და ქართველი ხალხის ბრძოლაა. ამ მამაცმა პარტნიორმა ერებმა დემოკრატიის მიმართ თავიანთი სურვილი […]
2024 წლის ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული გუნდები – forbes

ამერიკულმა Forbes-მა ყველაზე ძვირად ღირებული სპორტული გუნდების 2024 წლის რეიტინგი გამოაქვეყნა. სიაში ლიდერობას, ზედიზედ უკვე მეცხრე წელია, ეროვნული საფეხბურთო ლიგის გუნდი, Dallas Cowboys-ი ინარჩუნებს. NFL-ის კლუბი $10.1 მილიარდადაა შეფასებული და დაახლოებით $1.3 მილიარდით უსწრებს რეიტინგში მის უახლოეს მდევარს. Forbes-ის რეიტინგი ჯამში მსოფლიოს 50 ყველაზე ძვირად ღირებულ სპორტულ გუნდს აერთიანებს, საიდანაც 12 NBA-ის ფრენჩაიზია. მათ შორის […]
საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი საყიდლები იყო – III კვარტლის მიმოხილვა

2024 წელის III კვარტალში საქართველოს მოქალაქეების გასვლითი ვიზიტების უმთავრესი მიზანი იყო მეგობრების ან ნათესავების მონახულება (მთლიანი ვიზიტების 32%) და, ასევე, საყიდლები (32%). 2023 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით გაიზარდა იმ ვიზიტორთა წილი, რომელთა მთავარ მიზანსაც რეკრეაციული ვიზიტები (+3 პპ) წარმოადგენდა, – ამის შესახებ PMCG-ის კვლევითი ცენტრის ტურიზმის კვარტალურ მიმოხილვაში წერია. მიმოხილვის მიხედვით, 2024 წლის III კვარტალში […]
ვედანტ პატელი – მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს

მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს – ვამზადებთ დამატებით ქმედებებს, მათ შორის სანქციებს, – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა განაცხადა. პატელმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ 4-5 კვირაში „ბევრი რამ შეიძლება მოხდეს“. “4-5 კვირა დიდი დროა, ბევრი რამ შეიძლება მოხდეს 4-5 კვირაში. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი გარკვეული სივრცე და ამის […]
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მიმართავს

„ქართული ოცნება” პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით იყენებს თბილისში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტს , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ განცხადებაშია ნათქვამია. კოალიცია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს მიმართავს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „ახალი არჩევნების აუცილებლობასთან დაკავშირებული მკაფიო პოლიტიკური გზავნილებისა და ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს კონტექსტთან შესაბამისი დღის წესრიგის გარეშე განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტები ივანიშვილის რუსულ რეჟიმს ეხმარება“. „ქართულმა ოცნებამ” […]
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერი დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებს მედვედევის მუქარას, რომ ნატო “ლეგიტიმური სამიზნეა”

ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, კაია კალასის განცხადებით, შიში არ უნდა აღძრას რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილის, დმიტრი მედვედევის განცხადებებმა, რომ ნატო წარმოადგენს “ლეგიტიმურ სამხედრო სამიზნეს”. მედვედევი გამოეხმაურა ლონდონში გამომავალი გაზეთის, Times-ის მიერ 17 დეკემბერს გამოქვეყნებულ მოსაზრებას, რომ რუსეთის მაღალი რანგის ოფიცრის მკვლელობა იყო “თავდაცვის ლეგიტიმური აქტი საფრთხეში მყოფი ქვეყნისგან”. მედვედევმა – რომელიც რუსეთის ექსპრეზიდენტია და მკვეთრი […]
“4-5 კვირაში ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს, ვამზადებთ, მათ შორის სანქციებს” – სახელმწიფო დეპარტამენტი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებით, აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში “ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს” და, რომ “ქართული ოცნების” ქმედებების საპასუხოდ მზადდება “დამატებითი ქმედებები, მათ შორის სანქციები”. “ოთხი ხუთი კვირა დიდი დროა. ბევრი რამ შეიძლება, მოხდეს. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ დარჩენილი აქვს სივრცე. საბოლოო ჯამში, საუბარია იმაზე, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ და მხარს ვუჭერთ […]