1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7242 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7242 ლარი გახდა 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7242 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7242 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7104 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9579 ლარია. […]
ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის აეროპორტში 133 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის გატანის ფაქტი აღიკვეთა

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ბათუმის აეროპორტში 133 ათას ლარზე მეტი ღირებულების არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის გატანის ფაქტი აღიკვეთა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ბათუმის აეროპორტი“ დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის უკანონო გატანის 2 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას […]
Bolt-ი მომხმარებლის ინფორმირებას ქართულ ენაზე მკაფიოდ არ ახდენს – კონკურენციის სააგენტომ დარღვევა დაადასტურა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ(GCCA) შპს „სმარტლის“(Bolt Taxi) მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის – მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი დაადასტურა. უწყების მიერ bm.ge-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დარღვევა სახელმწიფო ენაზე ინფორმაციის მიწოდების მკაფიობა იყო.
ჰამასმა ხელი მოაწერა “ეროვნული ერთობის” შეთანხმებას სხვა პალესტინურ დაჯგუფებებთან

პალესტინელთა ექსტრემისტულმა დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად არს მიჩნეული, 23 ივლისს პეკინში ხელი მოაწერა შეთანხმებას სხვა პალესტინურ ორგანიზაციებთან, რომელთა შორის არის ჰამასის მეტოქე ფათაჰი. შეთანხმების მიზანია „ეროვნული ერთობის“ მიღწევა. როგორც ჩინეთმა განაცხადა, შეთანხმება ეხება ღაზის სექტორის ერთობლივად მართვას ომის დასრულების შემდეგ. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ, რომელმაც უმასპინძლა ჰამასის მაღალი რანგის […]
დაკავების დროს ნაცემი დავით ქაცარავა სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ დღეს, 23 ივლისს, გამოაცხადა. სასამართლოს ქაცარავასთვის სანქციის დაკისრების მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა. შსს ამტკიცებდა, რომ 14 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციაზე, მან წვრილმანი ხულიგნობა ჩაიდინა და არ დაემორჩილა პოლიციელის მოთხოვნას. დაკავების დროს ქაცარავას სცემეს, ის კლინიკაში […]
მდინარაძე: სხვისი შვილებისთვის საკუთარი შვილების ინტერესებს ვწირავთ

შეიძლება, [საქართველოს არჩევნებში] ჩარევა ყველამ მოინდომოს, რუსეთმაც და სხვამაც. ყველას თავისი ინტერესი აქვს. თან ჩვენნაირ პატარა და მოწყვლად ქვეყანაში, სადაც უამრავი აგენტია – რუბლებით დაფინანსებული, დოლარებით დაფინანსებული და ა.შ. შესაბამისად, ხელისუფლება ეროვნული და დამოუკიდებელი იმისთვის ხარ, რომ ეს ჩარევები, საფრთხეები, რუსეთისგან იქნება თუ სხვა მხრიდან, თავიდან აიცილო. აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. […]
ბრაზილიის სანაპიროების წყლებში ბინადარ ზვიგენებში კოკაინი აღმოაჩინეს

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს სანაპარიოების წყლებში ბინადარი ზვიგენების ორგანიმზში მეცნიერებმა კოკაინი აღმოაჩინეს. საზღვაო ბიოლოგებმა 13 ზვიგენის გაკვეთისა და ლაბორატორიული ანალიზის შედეგად დაადგინეს, რომ მათ კუნთებსა და ღვიძლში კოკაინის შემცველობა ზღვის ბინადრებში აქამდე შემჩნეულ რაოდენობას დაახლოებით 100-ჯერ აღემატებოდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კოკაინი წყლებში უკანონო ლაბორატორიების ან ნარკოტიკის მომხმარებლების ექსკრემენტების გზით უნდა აღწევდეს. ალტერნატიული ახსნა ზღვაში დაკარგულ […]
„ევოლუშენი“ სამსახურიდან უშვებს მენეჯერებს, ვინც თანამშრომლებს დასცინოდნენ – ამბობენ კომპანიაში

საქართველოში ყველაზე დიდი ონლაინკაზინო – „ევოლუშენ საქართველო“ წყვეტს თანამშრომლობას იმ მენეჯერებთან, ვინც თანამშრომლებს დასცინოდნენ და შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ. რადიო თავისუფლებას კომპანიაში უთხრეს, რომ გაათავისუფლეს 20-მდე თანამშრომელი. „მზად ვართ, მივიღოთ ყველა დამატებითი ზომა, რათა აღმოვფხვრათ მსგავსი ინციდენტების განმეორების რისკი და სწორედ ამიტომ, ვაგრძელებთ საკითხის შემდგომ შესწავლას“, – წერია კომპანიის განცხადებაში. „ევოლუშენის“ თანამშრობლები სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით 12 […]
ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი გარიგება შედგა

1-ელ ივლისს ამოქმედებულ ენერგეტიკულ ბირჟაზე პირველი ვაჭრობა შედგა. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ინფორმაციით, ჯამურად ნავაჭრი ელექტროენერგიის მოცულობამ 1022 მგვტ.სთ შეადგინა, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა – 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე. “დღით ადრე ბაზარზე პირველი ვაჭრობა შედგა. 2024 წლის 24 ივლისის ფიზიკური მიწოდების დღისთვის, ჯამურად ნავაჭრი ელენერგიის მოცულობა არის 1022 მგვტ.სთ, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა 126.43 ლარი/მგვტ.სთ-ზე”, – აღნიშნავენ […]
ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა – 23 ივლისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 1.38 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან – 0.63 თეთრით. 23 ივლისის ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7242 ლარია, ერთი ევროსი – 2.9579 ლარი. კომერციულ ბანკებში 1 დოლარი 2.78 ლარი ღირს, 1 ევრო – 3.03 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, 1 დოლარის ფასი 2.74 ლარია, ევროსი – 2.98 ლარი. რუსული კანონის მიღების შემდეგ […]